სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბინას შვილის დასახმარებლად კი არ ვყიდი, უბრალოდ, თავიდან ვიშორებ... ჩემთვის ისეთი ძნელია ეს ყველაფერი, ვერც წარმოიდგენთ" - რას პასუხობს გოჩა მანველიძე მოკლული შოთიკო საკანდელიას ოჯახს?
"ბინას შვილის დასახმარებლად კი არ ვყიდი, უბრალოდ, თავიდან ვიშორებ... ჩემთვის ისეთი ძნელია ეს ყველაფერი, ვერც წარმოიდგენთ" - რას პასუხობს გოჩა მანველიძე მოკლული შოთიკო საკანდელიას ოჯახს?

ნი­დერ­ლან­დე­ბის პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ეძებს 28 წლის თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც 32 წლის შო­თი­კო სა­კან­დე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვა 19 სექ­ტემ­ბერს ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მოხ­და. მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას ჭრი­ლო­ბა ყე­ლის არე­ში და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მას დამ­ნა­შა­ვემ პირ­და­პირ სა­ძი­ლე არ­ტე­რია და­უ­ზი­ა­ნა.

  • რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მან­ვე­ლი­ძეს შენ­გე­ლი­ას­თან უთან­ხმო­ე­ბა ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰქონ­და და მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი თვლი­ან, რომ ეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა იყო. რა გახ­და ამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, ამას, ალ­ბათ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ად­გე­ნენ.

მკვლე­ლო­ბი­დან მა­ლე­ვე ნი­დერ­ლან­დე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რამ თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძის ფოტო გა­ავ­რცე­ლა და მო­უ­წო­და ყვე­ლას, მისი ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს მი­მარ­თონ. თორ­ნი­კე ცნო­ბი­ლი მწერ­ლის გოჩა მან­ვე­ლი­ძის შვი­ლია.

"არ არის თორ­ნი­კე მოძ­ველ­ბი­ჭო და მო­ხუ­ლიგ­ნო ტიპი, ევ­რო­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და ყა­ი­დის ადა­მი­ა­ნია. ვინ­მეს­თან კონ­ფლიქტზეც არა­ფე­რი მსმე­ნია, ამი­ტომ ვარ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი... როცა მი­თხრეს, კარ­გა ხანს აზ­რზე ვერ მოვ­დი­ო­დი, ახ­ლაც ვერ ვი­ჯე­რებ... კარ­გი გან­წყო­ბით და მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე წა­ვი­და, არა­ვის­თან არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია "- გვი­თხრა 2 თვის წინ, გოჩა მან­ვე­ლი­ძემ, რო­დე­საც მას ნი­დერ­ლან­დებ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის­თვის და­ვუ­რე­კეთ.

შო­თი­კო სა­კან­დე­ლია

მოკ­ლუ­ლი შო­თი­კო სა­კან­დე­ლი­ას ოჯა­ხი სა­მარ­თალს და დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას ითხოვს. რო­გორც სა­კან­დე­ლი­ას დე­დის მე­გო­ბა­რი წერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნას აზრი არ აქვს, რად­გან საქ­მის ძი­ე­ბა ნი­დერ­ლან­დებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ოჯა­ხი სა­მარ­თალს ეძებს. უნ­დათ, რომ დამ­ნა­შა­ვე იპო­ვონ და სა­თა­ნა­დოდ და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა იმა­შია, რომ ურ­ჩი­ეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვო­კა­ტის და­ქი­რა­ვე­ბას აზრი არა აქვს, ნი­დერ­ლან­დებ­ში უნდა გა­ა­კე­თოთ ესო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დენ სირ­თუ­ლეს­თა­ნაა ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თან­ხებ­თან, კონ­ტაქ­ტებ­თან, ენის ბა­რი­ერ­თან. ოჯა­ხი მარ­ტვილ­ში ცხოვ­რობს. ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა, მაგ­რამ არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ დამ­ნა­შა­ვის მო­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ასე უნდა შერ­ჩეს ეს და­ნა­შა­უ­ლი და გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა? ჩემ შვილს რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ეს, თვალს არ და­ვა­ხამ­ხა­მებ­დი, ჩემი ხე­ლით მი­ვიყ­ვან­დი პო­ლი­ცი­ა­ში. მა­მა­მი­სი კი სახ­ლს ყი­დის თურ­მე, ჩემს შვილს უნდა და­ვეხ­მა­როო. მწე­რა­ლია, სხვა­თა შო­რის, ვინ იცის, რა გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ წიგ­ნებს წერს.

თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძე

არც ვიცი, რა­ტომ ვწერ ამ სტა­ტუსს, რას ველი. ამ ეტაპ­ზე რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ, ესაა იუ­რის­ტი ნი­დერ­ლან­დებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ ქარ­თვე­ლი. ბევ­რი ფრენ­დი მყავ­ხართ, ჟურ­ნა­ლის­ტი, იუ­რის­ტი, პო­ლი­ტი­კო­სი, აქ­ტი­ვის­ტი... იქ­ნებ ვინ­მემ რა­ი­მე ურ­ჩი­ოთ ოჯახს, ან გა­ა­ზი­ა­როთ მისი (ან ჩემი) სტა­ტუ­სი, იქ­ნებ რა­ი­მე გზა გა­მოჩ­ნდეს მათ და­სახ­მა­რებ­ლად." - წერს მოკ­ლუ­ლის დე­დის მე­გო­ბა­რი.

AMBEBI.GE გოჩა მან­ვე­ლი­ძეს კი­დევ ერთხელ და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ბი­ნის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს:

"ეს ბინა ჩემი შვი­ლის­თვის მქონ­და შე­ძე­ნი­ლი, გან­ვა­დე­ბით ვი­ყი­დე. ამ თან­ხის გა­დამ­ხდე­ლი არ ვარ, ბი­ნას მის და­სახ­მა­რებ­ლად კი არ ვყი­დი, უბ­რა­ლოდ, თა­ვი­დან ვი­შო­რებ. ბან­კი სახ­ლში მი­ვარ­დე­ბა და და­ვუბ­რუ­ნო იმ ხალ­ხს ფული, კრე­დი­ტი ხომ უნდა და­მე­ფა­რა? ამ ხალ­ხის მეს­მის, ადა­მი­ა­ნუ­რად, ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია მოხ­და, მაგ­რამ რო­გორც წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, ასე არაა. ამ­ხე­ლა ვალი დარ­ჩა ამ ბი­ნას, დღე არ გავა, ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რომ არ და­მირ­ე­კონ.

რამ­დე­ნი­მე მაკ­ლერს მივ­მარ­თე, ბინა გა­მა­ყი­დი­ნეთ - მეთ­ქი და როცა ისი­ნი გან­ცხა­დე­ბებს აქ­ვეყ­ნებ­დნენ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კო­მენ­ტა­რებს უწერ­დნენ. მერე მაკ­ლე­რე­ბი მი­რე­კავ­დნენ, ასე­თი რა­ღაც არის, ცუ­დად ვგრძნობთ თავს და თავი გა­მა­ნე­ბე­თო. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ამ­ყო­ფე­ბენ ამ ბი­ნას, რა­ღაც­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ ხელი შე­მი­შა­ლონ. კი, ბა­ტო­ნო, წე­რონ რაც უნ­დათ, მე რო­გორ და­ვუშ­ლი... ჩემს შვილ­ზე არც სა­ქარ­თვე­ლო­დან, არც ევ­რო­პი­დან სა­ერ­თოდ არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია და ერთი კი­თხვა არ და­უს­ვამთ. იქა­უ­რი პო­ლი­ცია რას საქ­მი­ა­ნობს, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, აქა­ურს კი­დევ გა­ვი­გებ­დი, არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. ჩემ­თვის ისე­თი ძნე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვერც წარ­მო­იდ­გენთ".

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანრი
4

გვარი არ უვარგათ საკანდელიებს.................. ოღონდ მართლა .............. სვანები რო ყოფილიყვნენ დიდი ხანია ექნებოდათ სისხლი აღებული. ..............................

რა რთულია ცხოვრება
7

რა ძნელია მკვლელის მამა რომ ხარ. შვილმა მშობელი ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს. იმ ბიჭთან ერთად მამამისიც მოკლა. ამ კაცმა დარჩენილი ცხოვრება თავისმართლების რეჟიმში უნდა გაატაროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ბინას შვილის დასახმარებლად კი არ ვყიდი, უბრალოდ, თავიდან ვიშორებ... ჩემთვის ისეთი ძნელია ეს ყველაფერი, ვერც წარმოიდგენთ" - რას პასუხობს გოჩა მანველიძე მოკლული შოთიკო საკანდელიას ოჯახს?

"ბინას შვილის დასახმარებლად კი არ ვყიდი, უბრალოდ, თავიდან ვიშორებ... ჩემთვის ისეთი ძნელია ეს ყველაფერი, ვერც წარმოიდგენთ" - რას პასუხობს გოჩა მანველიძე მოკლული შოთიკო საკანდელიას ოჯახს?

ნიდერლანდების პოლიცია ამ დრომდე ეძებს 28 წლის თორნიკე მანველიძეს, რომელიც 32 წლის შოთიკო საკანდელიას მკვლელობაშია ბრალდებული. შემთხვევა 19 სექტემბერს ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მოკლულ ახალგაზრდას ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული. მას დამნაშავემ პირდაპირ საძილე არტერია დაუზიანა.

  • როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მანველიძეს შენგელიასთან უთანხმოება ჯერ კიდევ საქართველოში ჰქონდა და მოკლულის ახლობლები თვლიან, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. რა გახდა ამ შემზარავი მკვლელობის მიზეზი, ამას, ალბათ, სამართალდამცველები დაადგენენ.

მკვლელობიდან მალევე ნიდერლანდების პროკურატურამ თორნიკე მანველიძის ფოტო გაავრცელა და მოუწოდა ყველას, მისი ნახვის შემთხვევაში სამართალდამცავ უწყებებს მიმართონ. თორნიკე ცნობილი მწერლის გოჩა მანველიძის შვილია.

"არ არის თორნიკე მოძველბიჭო და მოხულიგნო ტიპი, ევროპული აზროვნების და ყაიდის ადამიანია. ვინმესთან კონფლიქტზეც არაფერი მსმენია, ამიტომ ვარ გაოგნებული... როცა მითხრეს, კარგა ხანს აზრზე ვერ მოვდიოდი, ახლაც ვერ ვიჯერებ... კარგი განწყობით და მშვენიერ ხასიათზე წავიდა, არავისთან არავითარი პრობლემა არ ჰქონია "- გვითხრა 2 თვის წინ, გოჩა მანველიძემ, როდესაც მას ნიდერლანდებში მომხდარი მკვლელობის საკითხზე კომენტარისთვის დავურეკეთ.

შოთიკო საკანდელია

მოკლული შოთიკო საკანდელიას ოჯახი სამართალს და დამნაშავის დასჯას ითხოვს. როგორც საკანდელიას დედის მეგობარი წერს, საქართველოში ადვოკატის აყვანას აზრი არ აქვს, რადგან საქმის ძიება ნიდერლანდებში მიმდინარეობს.

"ოჯახი სამართალს ეძებს. უნდათ, რომ დამნაშავე იპოვონ და სათანადოდ დაისაჯოს, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ ურჩიეს, საქართველოში ადვოკატის დაქირავებას აზრი არა აქვს, ნიდერლანდებში უნდა გააკეთოთ ესო. წარმოიდგინეთ, რამდენ სირთულესთანაა ეს დაკავშირებული, თანხებთან, კონტაქტებთან, ენის ბარიერთან. ოჯახი მარტვილში ცხოვრობს. ვაცნობიერებ, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ დამნაშავის მონახვა შეუძლებელია. ასე უნდა შერჩეს ეს დანაშაული და გააგრძელოს ცხოვრება? ჩემ შვილს რომ გაეკეთებინა ეს, თვალს არ დავახამხამებდი, ჩემი ხელით მივიყვანდი პოლიციაში. მამამისი კი სახლს ყიდის თურმე, ჩემს შვილს უნდა დავეხმაროო. მწერალია, სხვათა შორის, ვინ იცის, რა გულისამაჩუყებელ წიგნებს წერს.

თორნიკე მანველიძე

არც ვიცი, რატომ ვწერ ამ სტატუსს, რას ველი. ამ ეტაპზე რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, ესაა იურისტი ნიდერლანდებში, სავარაუდოდ ქართველი. ბევრი ფრენდი მყავხართ, ჟურნალისტი, იურისტი, პოლიტიკოსი, აქტივისტი... იქნებ ვინმემ რაიმე ურჩიოთ ოჯახს, ან გააზიაროთ მისი (ან ჩემი) სტატუსი, იქნებ რაიმე გზა გამოჩნდეს მათ დასახმარებლად." - წერს მოკლულის დედის მეგობარი.

AMBEBI.GE გოჩა მანველიძეს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, რომელიც ბინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს:

"ეს ბინა ჩემი შვილისთვის მქონდა შეძენილი, განვადებით ვიყიდე. ამ თანხის გადამხდელი არ ვარ, ბინას მის დასახმარებლად კი არ ვყიდი, უბრალოდ, თავიდან ვიშორებ. ბანკი სახლში მივარდება და დავუბრუნო იმ ხალხს ფული, კრედიტი ხომ უნდა დამეფარა? ამ ხალხის მესმის, ადამიანურად, ამხელა ტრაგედია მოხდა, მაგრამ როგორც წარმოუდგენიათ, ასე არაა. ამხელა ვალი დარჩა ამ ბინას, დღე არ გავა, ბანკის წარმომადგენლებმა რომ არ დამირეკონ.

რამდენიმე მაკლერს მივმართე, ბინა გამაყიდინეთ - მეთქი და როცა ისინი განცხადებებს აქვეყნებდნენ, ეს ადამიანები კომენტარებს უწერდნენ. მერე მაკლერები მირეკავდნენ, ასეთი რაღაც არის, ცუდად ვგრძნობთ თავს და თავი გამანებეთო. ასეთ ვითარებაში ამყოფებენ ამ ბინას, რაღაცნაირად ცდილობენ ხელი შემიშალონ. კი, ბატონო, წერონ რაც უნდათ, მე როგორ დავუშლი... ჩემს შვილზე არც საქართველოდან, არც ევროპიდან საერთოდ არავინ დამკავშირებია და ერთი კითხვა არ დაუსვამთ. იქაური პოლიცია რას საქმიანობს, წარმოდგენა არ მაქვს, აქაურს კიდევ გავიგებდი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ჩემთვის ისეთი ძნელია ეს ყველაფერი, ვერც წარმოიდგენთ".