საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალტე უნივერსიტეტის" მასშტაბური სასკოლო Start-up მარათონი იწყება
"ალტე უნივერსიტეტის" მასშტაბური სასკოლო Start-up მარათონი იწყება

მე-10, მე-11 ან მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ Start-up მა­რა­თონს მარ­თავს. პრო­ექ­ტი მათ­თვი­საა, ვი­საც სურს, ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას წა­რუდ­გი­ნოს და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვოს.

მა­რა­თო­ნი მე­ო­რე წე­ლია ტარ­დე­ბა და მიზ­ნად ისა­ხავს მოს­წავ­ლე­ებ­ში მე­წარ­მე­ო­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ბიზ­ნე­სი­სა და ანტრეპ­რე­ნე­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბის გაც­ნო­ბას, იდე­ის და­მუ­შა­ვე­ბას, პრო­ექ­ტად გარ­დაქ­მნას და მისი სტარ­ტა­პად ქცე­ვის ხელ­შე­წყო­ბას.

პრო­ექ­ტი ოთხ ეტა­პად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ მოს­წავ­ლე­ებს რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ასე­ვე 3-4 მოს­წავ­ლის­გან შემ­დგარ გუნ­დებს, სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი რე­გი­ო­ნი­დან. პირ­ვე­ლი ეტა­პი მო­ი­ცავს გა­ნა­ცხა­დე­ბის გა­დარ­ჩე­ვის პრო­ცესს, მე­ო­რე ეტაპ­ზე მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ივ­ლი­ან ტრე­ნინ­გებს, მე­სა­მე ეტაპ­ზე მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მენ­ტო­რებ­თან ერ­თად იმუ­შა­ვე­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე, რო­მელ­ბიც ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ჟი­ურსთან უნდა წა­რად­გი­ნონ, მე­ო­თხე ეტა­პი კი სწო­რედ იდე­ე­ბის წარ­დგე­ნი­სა და და­ჯილ­დო­ე­ბის დღეა. სა­უ­კე­თე­სო იდე­ი­სა და ბიზ­ნეს­მო­დე­ლის მქო­ნე გუნ­დებს გა­და­ე­ცე­მათ რო­გორც სიმ­ბო­ლუ­რი, ისე ფუ­ლა­დი პრი­ზე­ბი „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან“ და პარტნი­ო­რე­ბის­გან. პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან TBC for Youth - თი­ბი­სი ახა­ლი თა­ო­ბის­თვის, სტარ­ტა­პე­რი - Startuperi, GITA - ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო და Entrepreneur Georgia.

პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და სპე­ცი­ფი­კის შე­სა­ხებ უფრო დე­ტა­ლუ­რად „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ბიზ­ნეს სკო­ლის დე­კა­ნი გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

  • სა­ინ­ტე­რე­სოა, რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი წა­რად­გე­ნენ?

Start-up მა­რა­თო­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა სწო­რედ ის არის, რომ არ გვაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბი ინო­ვა­ცი­უ­რი და უნი­კა­ლუ­რი იდე­ის წარ­მოდ­გე­ნა­ში, მათ დახ­ვე­წა­ში კი ჩვე­ნი მენ­ტო­რე­ბი შე­უ­წყო­ბენ ხელს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სტარ­ტაპ იდე­ე­ბის თე­მა­ტი­კა­ში შე­ზღუ­დუ­ლე­ბი არ არი­ან, ჩვენ მათ არ ვაქ­ცევთ ჩარ­ჩო­ებ­ში და შე­უძ­ლი­ათ, მაქ­სი­მა­ლუ­რი კრე­ა­ტი­ვი გა­მო­ავ­ლი­ნონ. მო­ნა­წი­ლე­ებს ექ­ნე­ბათ სრუ­ლი ხელ­შე­წყო­ბა, რომ თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნონ. მთა­ვა­რია მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლონ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შევ­სე­ბი­სას, ნათ­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბი­ნო სა­კუ­თა­რი იდეა, დაგ­ვარ­წმუ­ნონ მის ვა­ლი­დუ­რო­ბა­სა და აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა­ში და იმა­ში, რომ არ­სე­ბო­ბენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ კონ­კრე­ტულ პრო­დუქტს/ მომ­სა­ხუ­რე­ბას შე­ი­ძე­ნენ.

  • რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­გვარ პრო­ექ­ტებ­ში სკო­ლის ასა­კი­დან­ვე ჩარ­თუ­ლო­ბა და რო­გორ შე­უ­წყობს სტარ­ტაპ მა­რა­თო­ნი მოს­წავ­ლე­ებს ხელს ახა­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნა­ში?

ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით, სწო­რედ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი და ნო­ვა­ტო­რუ­ლი იდე­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი თა­ვი­დან­ვე ხელ­შე­წყო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით მუ­შა­ობს რო­გორც მოს­წავ­ლე­ებ­თან, ისე სტუ­დენ­ტებ­თან, რად­გან ჩვენ­თვის ეს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ისი­ნი პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს სწო­რედ მე-10-დან მე-12 კლა­სამ­დე იღე­ბენ. ამ პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით ჩვენ მათ ვუძ­ლი­ე­რებთ რწმე­ნას, რომ თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბი­სა და უნა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­უძ­ლი­ათ, სა­მო­მავ­ლოდ არა­მარ­ტო თვი­თონ იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, არა­მედ თა­ვა­დაც შექ­მნან კომ­პა­ნია და გახ­დნენ დამ­საქ­მებ­ლე­ბი.

იმი­სათ­ვის, რომ გახ­დე ანტრეპ­რე­ნე­რი, დღეს ასაკს უკვე აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. მთა­ვა­რია, სწო­რი და ნო­ვა­ტო­რუ­ლი იდე­ე­ბი გარ­დაქ­მნა პრო­ექ­ტე­ბად.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სტარ­ტაპ მა­რა­თო­ნი მო­ი­ცავს მთელს სა­ქარ­თვე­ლოს, რად­გან რე­გი­ო­ნე­ბის მას­შტა­ბით ძა­ლი­ან დიდ რე­სურსს ვხე­დავთ. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კუ­თხით ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად პრო­აქ­ტი­უ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით.

  • რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, ამ შემ­თხვე­ვა­ში, „ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ჩარ­თუ­ლო­ბას?

სტარ­ტაპ-ეკო­სის­ტე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­ნა­მი­კუ­რად ვი­თარ­დე­ბა, ყო­ვე­ლი წელი ამ კუ­თხით უკე­თე­სია. სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის შე­სა­ხებ ახალ­გაზ­რდებ­ში ცნო­ბი­ე­რე­ბა იზ­რდე­ბა. მათი სურ­ვი­ლი, იფიქ­რონ უფრო მას­შტა­ბუ­რად, შექ­მნან რა­ღაც ახა­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ მათ მა­გა­ლი­თე­ბი ჰყავთ თა­ნა­ტო­ლე­ბის სა­ხით, რომ­ლე­ბიც უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ ეს სწო­რედ თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შეძ­ლეს.

„ალტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ ანტრეპ­რე­ნე­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას დიდი ხა­ნია უჭერს მხარს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სკო­ლებ­თან. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შექ­მნი­ლია სტარ­ტაპ-გა­რა­ჟი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მა­ღა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან მუდ­მი­ვად გვქონ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია და მათ ახა­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ვუ­წყოთ ხელი.

ამას­თან, ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან არა მარ­ტო ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში. GITA არის ის უწყე­ბა, რო­მელ­მაც სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ფორ­მი­რე­ბას ყვე­ლა­ზე უკეთ შე­უ­წყო ხელი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კერ­ძო, სა­ხელ­მწი­ფო და აკა­დე­მი­უ­რი სექ­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც ჩვენ ჩვე­ნი პრო­ექ­ტით ვქმნით, რად­გან მას­ში ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლი­ლი მხა­რეა ჩარ­თუ­ლი.

Start-up მა­რა­თონ­ზე რე­გის­ტრა­ცია უკვე და­ი­წყო და 16 ნო­ემ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბა. ცდა არ და­აკ­ლო, და­რე­გის­ტრირ­დი და აქ­ციე შენი ინო­ვა­ცი­უ­რი იდეა რე­ა­ლო­ბად. რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის მიჰ­ყე­ვი ბმულს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ალტე უნივერსიტეტის" მასშტაბური სასკოლო Start-up მარათონი იწყება

"ალტე უნივერსიტეტის" მასშტაბური სასკოლო Start-up მარათონი იწყება

მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ალტე უნივერსიტეტი“ Start-up მარათონს მართავს. პროექტი მათთვისაა, ვისაც სურს, ინოვაციური იდეები ფართო აუდიტორიას წარუდგინოს და მათი განხორციელებისთვის მხარდაჭერა მოიპოვოს.

მარათონი მეორე წელია ტარდება და მიზნად ისახავს მოსწავლეებში მეწარმეობის უნარების განვითარებას, ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გაცნობას, იდეის დამუშავებას, პროექტად გარდაქმნას და მისი სტარტაპად ქცევის ხელშეწყობას.

პროექტი ოთხ ეტაპად ხორციელდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალურად ასევე 3-4 მოსწავლისგან შემდგარ გუნდებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. პირველი ეტაპი მოიცავს განაცხადების გადარჩევის პროცესს, მეორე ეტაპზე მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს, მესამე ეტაპზე მონაწილეები მენტორებთან ერთად იმუშავებენ პრეზენტაციებზე, რომელბიც ფინალურ ეტაპზე ჟიურსთან უნდა წარადგინონ, მეოთხე ეტაპი კი სწორედ იდეების წარდგენისა და დაჯილდოების დღეა. საუკეთესო იდეისა და ბიზნესმოდელის მქონე გუნდებს გადაეცემათ როგორც სიმბოლური, ისე ფულადი პრიზები „ალტე უნივერსიტეტისგან“ და პარტნიორებისგან. პროექტის მხარდამჭერები არიან TBC for Youth - თიბისი ახალი თაობისთვის, სტარტაპერი - Startuperi, GITA - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და Entrepreneur Georgia.

პროექტის მნიშვნელობისა და სპეციფიკის შესახებ უფრო დეტალურად „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის დეკანი გიორგი აბაშიშვილი საუბრობს:

  • საინტერესოა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პროექტები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები წარადგენენ?

Start-up მარათონის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ არ გვაქვს განსაკუთრებული კრიტერიუმები, გარდა იმისა, რომ მონაწილეები იყვნენ თავისუფლები ინოვაციური და უნიკალური იდეის წარმოდგენაში, მათ დახვეწაში კი ჩვენი მენტორები შეუწყობენ ხელს. გასათვალისწინებელია, რომ მონაწილეები სტარტაპ იდეების თემატიკაში შეზღუდულები არ არიან, ჩვენ მათ არ ვაქცევთ ჩარჩოებში და შეუძლიათ, მაქსიმალური კრეატივი გამოავლინონ. მონაწილეებს ექნებათ სრული ხელშეწყობა, რომ თავიანთი იდეების პრაქტიკული რეალიზება მოახდინონ. მთავარია მოსწავლეებმა შეძლონ აპლიკაციების შევსებისას, ნათლად ჩამოაყალიბინო საკუთარი იდეა, დაგვარწმუნონ მის ვალიდურობასა და აქტუალურობაში და იმაში, რომ არსებობენ მომხმარებლები, რომლებიც ამ კონკრეტულ პროდუქტს/ მომსახურებას შეიძენენ.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ამგვარ პროექტებში სკოლის ასაკიდანვე ჩართულობა და როგორ შეუწყობს სტარტაპ მარათონი მოსწავლეებს ხელს ახალი უნარების შეძენაში?

ჩვენი შეხედულებით, სწორედ სკოლის მოსწავლეები არიან ყველაზე თავისუფალი და ნოვატორული იდეების მქონე ადამიანები და მათი თავიდანვე ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.

„ალტე უნივერსიტეტი“ ანტრეპრენერული უნარების განვითარების კუთხით მუშაობს როგორც მოსწავლეებთან, ისე სტუდენტებთან, რადგან ჩვენთვის ეს პრიორიტეტული მიმართულებაა. სკოლის მოსწავლეებთან მუშაობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი პროფესიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს სწორედ მე-10-დან მე-12 კლასამდე იღებენ. ამ პროექტის მეშვეობით ჩვენ მათ ვუძლიერებთ რწმენას, რომ თავიანთი იდეებისა და უნარების მეშვეობით შეუძლიათ, სამომავლოდ არამარტო თვითონ იყვნენ დასაქმებულები, არამედ თავადაც შექმნან კომპანია და გახდნენ დამსაქმებლები.

იმისათვის, რომ გახდე ანტრეპრენერი, დღეს ასაკს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, სწორი და ნოვატორული იდეები გარდაქმნა პროექტებად.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ სტარტაპ მარათონი მოიცავს მთელს საქართველოს, რადგან რეგიონების მასშტაბით ძალიან დიდ რესურსს ვხედავთ. შესაბამისად, სკოლებთან თანამშრომლობის კუთხით ჩვენ მაქსიმალურად პროაქტიულები ვიქნებით.

  • როგორ შეაფასებთ სტარტაპ ეკოსისტემას საქართველოში და რა მნიშვნელობა აქვს მის განვითარებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ამ შემთხვევაში, „ალტე უნივერსიტეტის“ ჩართულობას?

სტარტაპ-ეკოსისტემა საქართველოში დინამიკურად ვითარდება, ყოველი წელი ამ კუთხით უკეთესია. სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერება იზრდება. მათი სურვილი, იფიქრონ უფრო მასშტაბურად, შექმნან რაღაც ახალი, ინოვაციური, განპირობებულია იმით, რომ მათ მაგალითები ჰყავთ თანატოლების სახით, რომლებიც უკვე წარმატებულები არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით. მათ ეს სწორედ თავიანთი იდეების მეშვეობით შეძლეს.

„ალტე უნივერსიტეტი“ ანტრეპრენერული უნარების განვითარებას დიდი ხანია უჭერს მხარს. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სკოლებთან. უნივერსიტეტში შექმნილია სტარტაპ-გარაჟი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მაღალი კლასის მოსწავლეებთან მუდმივად გვქონდეს კომუნიკაცია და მათ ახალი უნარების განვითარებაში შევუწყოთ ხელი.

ამასთან, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან არა მარტო ამ პროექტის ფარგლებში. GITA არის ის უწყება, რომელმაც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასა და ფორმირებას ყველაზე უკეთ შეუწყო ხელი. მნიშვნელოვანია კერძო, სახელმწიფო და აკადემიური სექტორის თანამშრომლობა, რის შესაძლებლობასაც ჩვენ ჩვენი პროექტით ვქმნით, რადგან მასში ყველა ჩამოთვლილი მხარეა ჩართული.

Start-up მარათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 16 ნოემბრამდე გრძელდება. ცდა არ დააკლო, დარეგისტრირდი და აქციე შენი ინოვაციური იდეა რეალობად. რეგისტრაციისთვის მიჰყევი ბმულს.

NS