ავტორი:

რას აცხადებს უკრაინელი სნაიპერი ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყოფილი ქმარი ხელების მოკვეთით ემუქრებოდა - კრახით დასრულებული გახმაურებული ქორწინება

რას აცხადებს უკრაინელი სნაიპერი ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყოფილი ქმარი ხელების მოკვეთით ემუქრებოდა - კრახით დასრულებული გახმაურებული ქორწინება

"უკრაინელი ჟანა დ'არკის" ყოფილ ქმარს, ცნობილ სამხედროს, ყოფილ ცოლ-შვილთან მიკარება აუკრძალეს. გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლომ მიიღო.

სკანდალური განქორწინების შესახებ Ambebi.ge ცოტა ხნის წინ წერდა. დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა უკრაინელმა სნაიპერმა ევგენია ემერალდმა ყოფილი ქმარი ევგენი სტეპანიუკი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერია, ძალადობაში დაადანაშაულა. ქალი წერდა, რომ ყოფილი ქმარი მას და მის მომავალ პარტნიორს ხელების მოკვეთით დაემუქრა.

წყვილის ამბავი მედიაში რეზონანსული იმ მიზეზით გახდა, რომ ევგენმა და ევგენიამ ერთი წლის წინ ფრონტის ხაზზე იქორწინეს. მათ შესახებ უცხოური გამოცემებიც კი წერდნენ. ომში დაწყებული სიყვარულის ისტორია ემოციური აღმოჩნდა უკრაინის მხარდამჭერებისთვის.

თუმცა ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი განქორწინდა, რის შემდეგაც, ევგენიამ არა მხოლოდ ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა, არამედ აღნიშნა, რომ არ სურდა მამას მათ საერთო შვილთან ურთიერთობა ჰქონოდა.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ქალის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სტიპანიუკს ექვსი თვით ქალიშვილის, ათენას ნახვა აუკრძალა.

"პირველი მცირე გამარჯვება", - ასე შეაფასა სასამართლოს გადაწყვეტილება ქალმა.

გარდა ამისა, ემერალდი წერს, რომ სტიპანიუკის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ევგენიასა და მისი დაცვის თანამშრომლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობასთან დაკავშირებით.

მანამდე ევგენიამ განაცხადა, რომ მის მოკვლას ცდილობდნენ. ის ამაში ყოფილ ქმარს, სტიპანიუკს ადანაშაულებს.

ამის შემდეგ ქალმა კიდევ ერთხელ მიმართა უკრაინელ პოლიტიკოს ოლეგ ლიაშკოს, რომლის დაცვაშიც მუშაობს სტიპანიუკი. ქალმა სთხოვა მას რეაგირება მოეხდინა ამ სიტუაციაზე. თუმცა, ლიაშკომ თქვა, რომ მისი პრიორიტეტი უკრაინის გამარჯვებაა და ყველა ეს ბრალდება არის "სასაცილო, ყალბი და შეკვეთილი“.

წაიკითხეთ ასევე: