ავტორი:

როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირისთვის თამაშის უფლების აკრძალვა?

როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირისთვის თამაშის უფლების აკრძალვა?

2022 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 10 793 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 40 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 10 753.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, "ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 475 075 პირის შესახებ ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახური ასევე დეტალურად განმარტავს იმ მექანიზმს, როგორ შეუძლიათ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის დაბლოკვა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, შეგახსენებთ, რომ დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრს (დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა) აწარმოებს შემოსავლების სამსახური. აქვე გაცნობებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“. გააგრძელეთ კითხვა