მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი იძიებს შურს" - მეუფე იაკობი
"თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი იძიებს შურს" - მეუფე იაკობი

თა­მაზ გინ­ტურ­მა მტარ­ვა­ლებს აჩ­ვე­ნა, რომ ვერ დაგ­ვა­მარ­ცხე­ბენ, ჩვე­ნი ერი არ და­მარ­ცხდე­ბა, ჩვენ შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ერი არ ვართ, მაგ­რამ ღმერ­თი ყვე­ლა­ზე და ყვე­ლას­თვის იძი­ებს შურს, ფრთხი­ლად იყ­ვნენ, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე ია­კობ­მა წმ. სტე­ფა­ნე ხირ­სე­ლის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში, საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფე ია­კობ­მა ისა­უბ­რა კირ­ბალ­ში სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ მოკ­ლულ თა­მაზ გინ­ტურ­ზე და მომ­ხდარს "სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბა­ვი“ უწო­და, მისი თქმით, "ეს უბ­რა­ლო ტრა­გე­დია არ არის“.

" შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­დე ამ ქვეყ­ნად და ბევრ რა­მე­ში ერის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი იყო, მაგ­რამ დგე­ბა დრო, ჟამი, ღმერ­თი გა­მო­ა­ჩენს ხოლ­მე თა­ვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. ვფიქ­რობ, მონა ღვთი­სა თა­მა­ზი, რო­მე­ლიც ოკუ­პან­ტებ­მა მოგ­ვიკ­ლეს, სიკ­ვდი­ლით შე­უ­ერ­თდა ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლოს, მა­რა­დი­სო­ბას, ყვე­ლა­ზე დიდი რამ რაც შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. მტარ­ვა­ლი ყო­ველ­თვის რას აკე­თებს? - იყო შაჰ - აბა­სი - 6 000 ბერი მოგ­ვიკ­ლა, იყო ჯა­ლა­ლე­დი­ნი - 100 000 ქარ­თვე­ლი მოგ­ვიკ­ლა, არი­ან ახ­ლან­დე­ლი ჯა­ლა­თე­ბი, მოკ­ლეს ადა­მი­ა­ნი. ამ ადა­მი­ან­მა რა გა­ა­კე­თა - არ მი­ა­ტო­ვა თა­ვის წი­ნა­პარ­თა საძ­ვა­ლე, საფ­ლავ­ზე მი­ვი­და, შემ­დეგ ავი­და სა­ლო­ცავ­ში. არც წი­ნაპ­რე­ბი მი­ა­ტო­ვა და რა თქმა უნდა, ღვთის სა­დი­დებ­ლად იყო მი­სუ­ლი, მათი და სხვე­ბის სული უნდა შე­ე­ვედ­რე­ბი­ნა უფ­ლის­თვის, ამ დროს კლა­ვენ. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ იცო­დეს, რა შე­ემ­თხვე­ო­და, იმა­ვეს გა­ი­მე­ო­რებ­და, წა­ვი­დო­და. ღმერ­თმა ის გა­მო­არ­ჩია და ბედ­ნი­ე­რია დედა, რო­მელ­მაც აღ­ზარ­და - ის ოჯა­ხი, ის გვა­რი, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნი გა­ზარ­და“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, თა­მაზ გინ­ტუ­რი "ლაჩ­რუ­ლად“ მოკ­ლეს და მათ არც სარ­წმუ­ნო­ე­ბა აქვთ და არც კა­ცო­ბა.

ამას­თან, მე­უ­ფე ია­კო­ბის თქმით, გინ­ტუ­რის საქ­ცი­ელ­მა კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თად უნდა იდ­გნენ, სხვა­ნა­ი­რად მტე­რი არ და­მარ­ცხდე­ბა.

"ამან [კირ­ბალ­ში მომ­ხდარ­მა] დაგ­ვა­ნა­ხა, რომ მა­მუ­ლი არ უნდა მი­ა­ტო­ვო. ძა­ლი­ან მინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი ცხოვ­რე­ბა იყოს, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი რომ გა­სუ­ლია ქვეყ­ნი­დან, უკან დაგ­ვიბ­რუნ­დნენ. რო­გორც მან არ მი­ა­ტო­ვა... ხომ იცო­და, რომ შე­იძ­ლე­ბა მო­ეკ­ლათ. იქ ნე­ბის­მი­ერ გა­და­სულ­ზე, არა მარ­ტო გი­ჭე­რენ... სარ­წმუ­ნო­ე­ბა აქვთ მათ, კა­ცო­ბა აქვთ თუ რა აქვთ. ასე ლაჩ­რუ­ლად ია­რა­ღი გი­ჭი­რავს და უია­რა­ღო კაცს კლავ. ჩვე­ნე­ბის ია­რა­ღი არის უდი­დე­სი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და სამ­შობ­ლოს­თვის თავ­და­დე­ბა. ღმერ­თმა აცხო­ნოს მისი უკ­ვდა­ვი სული. ჩვენ სწო­რად შევ­ხე­დოთ, მის ღვაწლს შევ­ხე­დოთ და ქარ­თვე­ლებ­მა და­ვი­ნა­ხოთ, რომ ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს უნდა ვი­ყოთ, ერ­თმა­ნე­თი გა­ვი­ტა­ნოთ. მტე­რი ისე არ და­მარ­ცხდე­ბა, ჩვენ იმ მი­წებს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვიბ­რუ­ნებთ. დრო­ე­ბი­თი გვაქვს წარ­თმე­უ­ლი. მე არ მე­გუ­ლე­ბა ისე­თი ქარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც და­თან­ხმდე­ბა რა­მის სა­ნაც­ვლოდ ის ად­გი­ლი დათ­მოს. მე მჯე­რა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ისე უნდა ვი­ცხოვ­როთ, რომ თვი­თონ მო­უნ­დე­ბათ კვლავ ჩვენ­თან ერ­თად ყოფ­ნა. ამი­ტომ ასეთ ამ­ბებ­ზე, უნდა ვის­წავ­ლოთ და ასე­თი შემ­თხვე­ვაა, როცა მან და­ა­მარ­ცხა მტარ­ვა­ლე­ბი. ღმერ­თთან სად მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და სად ჯა­ლა­თე­ბის, იმა­ლე­ბი­ან. რა არის მათი სი­ცო­ცხლე, მალ­ვა­ში უნდა იყ­ვნენ და თა­ვი­ან­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ რამ­დენ ბო­რო­ტე­ბას ჩა­ა­დე­ნი­ნებს მაგ საქ­მის გამო, თქვენც იცით. ღმერ­თმა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს, რომ სწო­რად გვე­ცხოვ­როს ქარ­თვე­ლებს“, - დას­ძი­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ამას­თან ბობ­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი კირ­ბალ­ში მომ­ხდარ­სა და ევ­რო­კო­მი­სი­ის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ერ­თმა­ნეთს უკავ­ში­რებს და აცხა­დებს, რომ მკვლე­ლო­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მოხ­და, რი­თაც "ოკუ­პან­ტი შე­ე­ცა­და გა­ვემ­წა­რე­ბი­ნეთ“.

მე­უ­ფე ია­კო­ბის თქმით, ჩვე­ნი ერი არ და­მარ­ცხდე­ბა.

"[თა­მაზ გინ­ტურ­მა] მტარ­ვა­ლებს აჩ­ვე­ნა, რომ ვერ დაგ­ვა­მარ­ცხე­ბენ, ჩვე­ნი ერი არ და­მარ­ცხდე­ბა, ჩვენ შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ერი არ ვართ. ღმერ­თი ყვე­ლა­ზე და ყვე­ლას­თვის იძი­ებს შურს. ფრთხი­ლად იყ­ვნენ, ვინც გვე­ხე­ბა, ძა­ლი­ან ფრთხი­ლად იყონ, არ ვი­სურ­ვებ მათ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნას. ჩემი ერის არ­ცერთ წარ­მო­მად­გე­ნელს არ ვუ­სურ­ვებ“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედა
0

 ეს კაცი გამოვა რაღაც პატრიოტული და სიმართლეს იტყვის მერე მოაყოლებს უამრავ ტყუილს.ანუ მთავარია პირველი სიტყვა მართალი თქვა მერე რამდენიც გინდა იცრუე

ლევანი
0

ცუდია ძალიან მაგრამ ჩვენ ერს ფული უყვარს,ფული აღწევს ყველგან და ყველაფერში.კეთილდღეობა პირადი ჩ ვენი ერის შინაგანი წესი იყო და არის,მითუმეტეს ძველ თაობაში,სსრკ-ში ნაცხოვებ ხალხში ძალიან აქვს ფესვები გადგმული.ადრე ვაი ქართველები ტყვეების გაყიდვით იყვნენ დაკავებული,ეხლაც რუსეთს აქვს რესურსი ატენოს ფული ამ ვაი ქართველებს და აკეთებინოს თავის საქმე.მჯერა ახალი თაობქ,რომელსაც არ უცხოვრია იმ ტვინჩარეცხილ პერიოდში და დაბადებულია დამოუკიდებელ საქართველოში მოიცილებს ქართველებისთვის მანკიერ ფულის სიყვარულს,სასახლეების სიყვარულს და ამ ვოლკისნაირი მენტალობას დაანგრევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი იძიებს შურს" - მეუფე იაკობი

"თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი იძიებს შურს" - მეუფე იაკობი

თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი ყველაზე და ყველასთვის იძიებს შურს, ფრთხილად იყვნენ, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა ისაუბრა კირბალში საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე და მომხდარს "სულისშემძვრელი ამბავი“ უწოდა, მისი თქმით, "ეს უბრალო ტრაგედია არ არის“.

" შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდე ამ ქვეყნად და ბევრ რამეში ერისთვის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ დგება დრო, ჟამი, ღმერთი გამოაჩენს ხოლმე თავის საყვარელ ადამიანს. ვფიქრობ, მონა ღვთისა თამაზი, რომელიც ოკუპანტებმა მოგვიკლეს, სიკვდილით შეუერთდა ზეციურ საქართველოს, მარადისობას, ყველაზე დიდი რამ რაც შეიძლება მომხდარიყო. მტარვალი ყოველთვის რას აკეთებს? - იყო შაჰ - აბასი - 6 000 ბერი მოგვიკლა, იყო ჯალალედინი - 100 000 ქართველი მოგვიკლა, არიან ახლანდელი ჯალათები, მოკლეს ადამიანი. ამ ადამიანმა რა გააკეთა - არ მიატოვა თავის წინაპართა საძვალე, საფლავზე მივიდა, შემდეგ ავიდა სალოცავში. არც წინაპრები მიატოვა და რა თქმა უნდა, ღვთის სადიდებლად იყო მისული, მათი და სხვების სული უნდა შეევედრებინა უფლისთვის, ამ დროს კლავენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იცოდეს, რა შეემთხვეოდა, იმავეს გაიმეორებდა, წავიდოდა. ღმერთმა ის გამოარჩია და ბედნიერია დედა, რომელმაც აღზარდა - ის ოჯახი, ის გვარი, რომელმაც ადამიანი გაზარდა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისი შეფასებით, თამაზ გინტური "ლაჩრულად“ მოკლეს და მათ არც სარწმუნოება აქვთ და არც კაცობა.

ამასთან, მეუფე იაკობის თქმით, გინტურის საქციელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართველები ერთად უნდა იდგნენ, სხვანაირად მტერი არ დამარცხდება.

"ამან [კირბალში მომხდარმა] დაგვანახა, რომ მამული არ უნდა მიატოვო. ძალიან მინდა, რომ საქართველოში ისეთი ცხოვრება იყოს, ამდენი ადამიანი რომ გასულია ქვეყნიდან, უკან დაგვიბრუნდნენ. როგორც მან არ მიატოვა... ხომ იცოდა, რომ შეიძლება მოეკლათ. იქ ნებისმიერ გადასულზე, არა მარტო გიჭერენ... სარწმუნოება აქვთ მათ, კაცობა აქვთ თუ რა აქვთ. ასე ლაჩრულად იარაღი გიჭირავს და უიარაღო კაცს კლავ. ჩვენების იარაღი არის უდიდესი სარწმუნოება, უდიდესი სიყვარული და სამშობლოსთვის თავდადება. ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული. ჩვენ სწორად შევხედოთ, მის ღვაწლს შევხედოთ და ქართველებმა დავინახოთ, რომ ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ, ერთმანეთი გავიტანოთ. მტერი ისე არ დამარცხდება, ჩვენ იმ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ. დროებითი გვაქვს წართმეული. მე არ მეგულება ისეთი ქართველი, რომელიც დათანხმდება რამის სანაცვლოდ ის ადგილი დათმოს. მე მჯერა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ თვითონ მოუნდებათ კვლავ ჩვენთან ერთად ყოფნა. ამიტომ ასეთ ამბებზე, უნდა ვისწავლოთ და ასეთი შემთხვევაა, როცა მან დაამარცხა მტარვალები. ღმერთთან სად მისი მდგომარეობა და სად ჯალათების, იმალებიან. რა არის მათი სიცოცხლე, მალვაში უნდა იყვნენ და თავიანთი ხელისუფლება კიდევ რამდენ ბოროტებას ჩაადენინებს მაგ საქმის გამო, თქვენც იცით. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ სწორად გვეცხოვროს ქართველებს“, - დასძინა მეუფე იაკობმა.

ამასთან ბობდელი მიტროპოლიტი კირბალში მომხდარსა და ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ერთმანეთს უკავშირებს და აცხადებს, რომ მკვლელობა ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რითაც "ოკუპანტი შეეცადა გავემწარებინეთ“.

მეუფე იაკობის თქმით, ჩვენი ერი არ დამარცხდება.

"[თამაზ გინტურმა] მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ. ღმერთი ყველაზე და ყველასთვის იძიებს შურს. ფრთხილად იყვნენ, ვინც გვეხება, ძალიან ფრთხილად იყონ, არ ვისურვებ მათ მდგომარეობაში ყოფნას. ჩემი ერის არცერთ წარმომადგენელს არ ვუსურვებ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.