მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავ ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდებზე ნადირობა გრძელდება - ამჯერად უკრაინელებმა ერთდროულად ორი ჩაუძირეს...
შავ ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდებზე ნადირობა გრძელდება - ამჯერად უკრაინელებმა ერთდროულად ორი ჩაუძირეს...

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში ყვე­ლა­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, მგო­ნი... რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტი გა­მო­დის, რომ­ლის ად­მირ­ლებ­მა უკვე აღარ იცი­ან სად გა­და­მა­ლონ ხო­მალ­დე­ბი, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი რა­კე­ტე­ბი­სა თუ კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბის მო­რიგ თავ­დას­ხმას რა­მე­ნა­ი­რად გა­და­ურჩნენ...

სულ ახ­ლა­ხანს ჩემს ბლოგ­ში ვწერ­დი, რომ უკ­რა­ი­ნამ ფრან­გუ­ლი "სკალ­პის“ ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით ქერ­ჩის გემთმშე­ნე­ბე­ლი ქარ­ხნის ნავ­მი­სად­გომ­თან პირ­და­პი­რი მოხ­ვედ­რით, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­ნად­გუ­რა უახ­ლე­სი რუ­სუ­ლი, 22800 პრო­ექ­ტის მცი­რე სა­რა­კე­ტო ხო­მალ­დი "ას­კოლ­დი“, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე არც კი ჰქონ­და შე­ი­რა­ღე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი რუ­სე­თის შავი ზღვის ფლოტს და აი, ერთი კვი­რის თავ­ზე ისევ მი­წევს და­წე­რა ახალ ჩა­ძი­რულ რუ­სულ ხო­მალ­დზე, უფრო სწო­რად... ერ­თდრო­უ­ლად ორ ერ­თე­ულ­ზე...

რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე, რო­გორც "ჩა­უ­ძი­რავ ავი­ა­მზიდ­ზე“ შე­მორ­ჩე­ნი­ლია ათამ­დე დიდი თუ პა­ტა­რა პორ­ტი, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტი და რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის სა­ნა­პი­რო დაც­ვა თა­ვი­სი ხო­მალ­დე­ბის ბა­ზი­რე­ბის­თვის იყე­ნებს.

მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნამ მო­უხ­ში­რა ოკუ­პი­რე­ბულ სე­ვას­ტო­პოლ­ში, მთა­ვარ რუ­სულ სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზა­ზე სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო თავ­დას­ხმე­ბი, რუს­მა ად­მირ­ლებ­მა ყვე­ლა­ზე ახა­ლი და ღი­რე­ბუ­ლი წყალ­ზე­და და წყალ­ქვე­შა სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბი გა­ა­რი­დეს სე­ვას­ტო­პოლს და ისი­ნი ფე­ო­დო­სი­ი­სა და ნო­ვო­რო­სი­ის­კის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, იმის იმე­დით, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი რა­კე­ტე­ბი და დრო­ნე­ბი იქამ­დე ვერ მის­წვდე­ბი­ან...

მაგ­რამ, ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს და­სა­ცა­ვად მა­ინც დარ­ჩნენ სხვა­დას­ხვა რან­გი­სა და ტი­პის სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შავ ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდებზე ნადირობა გრძელდება - ამჯერად უკრაინელებმა ერთდროულად ორი ჩაუძირეს...

შავ ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდებზე ნადირობა გრძელდება - ამჯერად უკრაინელებმა ერთდროულად ორი ჩაუძირეს...

რუსეთ-უკრაინის ომში ყველაზე დაზარალებული, მგონი... რუსეთის შავი ზღვის ფლოტი გამოდის, რომლის ადმირლებმა უკვე აღარ იციან სად გადამალონ ხომალდები, რომ უკრაინული რაკეტებისა თუ კამიკაძე-დრონების მორიგ თავდასხმას რამენაირად გადაურჩნენ...

სულ ახლახანს ჩემს ბლოგში ვწერდი, რომ უკრაინამ ფრანგული "სკალპის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით ქერჩის გემთმშენებელი ქარხნის ნავმისადგომთან პირდაპირი მოხვედრით, ფაქტობრივად, გაანადგურა უახლესი რუსული, 22800 პროექტის მცირე სარაკეტო ხომალდი "ასკოლდი“, რომელიც ბოლომდე არც კი ჰქონდა შეირაღებაში მიღებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და აი, ერთი კვირის თავზე ისევ მიწევს დაწერა ახალ ჩაძირულ რუსულ ხომალდზე, უფრო სწორად... ერთდროულად ორ ერთეულზე...

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/11pe3GIfbLM?si=r39xwsbxJLlMY1Wv" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, როგორც "ჩაუძირავ ავიამზიდზე“ შემორჩენილია ათამდე დიდი თუ პატარა პორტი, რომლებსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვა თავისი ხომალდების ბაზირებისთვის იყენებს.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ მოუხშირა ოკუპირებულ სევასტოპოლში, მთავარ რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე საჰაერო და საზღვაო თავდასხმები, რუსმა ადმირლებმა ყველაზე ახალი და ღირებული წყალზედა და წყალქვეშა სამხედრო ხომალდები გაარიდეს სევასტოპოლს და ისინი ფეოდოსიისა და ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზებში გადაიყვანეს, იმის იმედით, რომ უკრაინული რაკეტები და დრონები იქამდე ვერ მისწვდებიან...

მაგრამ, ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს დასაცავად მაინც დარჩნენ სხვადასხვა რანგისა და ტიპის სამხედრო ხომალდები. გააგრძელეთ კითხვა