ბათუმში 9 თვის ორსული ქალი, ანა ბექაია მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი 22 წლის იყო და მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებდა. წინასწარი ვერსიით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება თრომბმა გამოიწვია.
ანა ბექაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მეგობრები და ნათესავები სოციალური ქსელით წერენ.
"რა საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს, ეს ულამაზესი პატარძალი, ჩვენი უსაყვარლესი 22 წლის ანა აღარ გვყავს. დღე დღეზე ყოველწუთს ბავშვს ელოდა, ჩემი მამიდაშვილის შვილი, ცხონებული მამა მარკოზის ქალიშვილი უეცრად გარდაიცვალა თავის დაბადების დღეს, ბავშვიც ვერ გადაარჩინეს" - წერს სოციალურ გოგონას ახლობელი.