ავტორი:

"არასრულწლოვანი ჩვენებაში ამბობს, რომ მასწავლებელი მას მშობლების მკვლელობით ემუქრებოდა" - სექსუალური ხასიათის ქმედება მოსწავლის მიმართ: ახალი დეტალები გურიაში მომხდარ ფაქტზე

"არასრულწლოვანი ჩვენებაში ამბობს, რომ მასწავლებელი მას მშობლების მკვლელობით ემუქრებოდა" - სექსუალური ხასიათის ქმედება მოსწავლის მიმართ: ახალი დეტალები გურიაში მომხდარ ფაქტზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, შუა ხნის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს. როგორც ირკვევა, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 13 წლის გოგონამ თანაკლასელებს უამბო.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი ჩვენებაში ამბობს, რომ 54 წლის კაცი, მას მშობლების მკვლელობით ემუქრებოდა, თუ მომხდარს ვინმეს ეტყოდა. არასრულწლოვნის თქმითვე, ფიზკულტურის მასწავლებელმა გაკვეთილების შემდეგ მასზე ორჯერ იძალადა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: