ავტორი:

52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევები განაახლა - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე?

52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევები განაახლა - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე?

რუსეთი უკრაინის დედაქალაქ კიევსა და მის მიმდებარე რეგიონს დაესხა თავს. ბოლო კვირების განმავლობაში ეს დედაქალაქზე განხორციელებული პირველი სარაკეტო თავდასხმაა.

  • კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერხი პოპკოს განცხადებით, რუსული ბალისტიკური რაკეტა კიევის მიმართულებით დაახლოებით დილის 08:00 საათზე გაუშვეს.

"52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა კიევზე სარაკეტო შეტევები განაახლა. რაკეტამ კიევამდე ვერ მიაღწია. საჰაერო დამცველებმა ის მაშინ ჩამოაგდეს, როცა დედაქალაქს უახლოვდებოდა“, - განაცხადა პოპკომ. მისივე თქმით, შემთხვევას მსხვერპლი ან მსხვილი ზარალი არ მოჰყოლია.

კიევის ცენტრალური რეგიონის გუბერნატორის რუსლან კრავჩენკოს განცხადებით, დაზიანდა ხუთი კერძო სახლი და რამდენიმე კომერციული შენობა.

რუსული რაკეტები თავს დაესხნენ ოდესის სამხრეთ რეგიონსაც - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული გუბერნატორი ოლეჰ კიპერი ავრცელებს. დარტყმის შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი...წყარო