ისლანდია ვულკანის ამოფრქვევის საშიშროების წინაშე დგას - ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქალაქ გრინდავიკის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
ბოლო კვირებში ათასობით ბიძგი დაფიქსირდა ახლომდებარე ვულკანის Fagradalsfjall-ის გარშემო. ვულკანი ისლანდიის რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, დედაქალაქიდან 32 კილომეტრში მდებარეობს. ვულკანის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 2021, 2022 და 2023 წლებში დაფიქსირდა, მანამდე იგი 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო.
ისლანდიის სამოქალაქო დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ სეისმური აქტივობა ხუთშაბათს გაიზარდა. გავრცელებულ განცხადებაში სააგენტომ ხალხს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა.
"არ არსებობს დაუყოვნებელი საფრთხე, ევაკუაცია უპირველეს ყოვლისა, პრევენციულია, მთავარი მიზანი გრინდავიკის ყველა მაცხოვრებლის უსაფრთხოებაა“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.
ქალაქში, სადაც დაახლოებით 4000 ადამიანი ცხოვრობს, ყველა გზა დაკეტილია.
ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე გეოგრაფიულად აქტიური რეგიონია მსოფლიოში, მის ტერიტორიაზე დაახლოებით 30 აქტიური ვულკანია.