კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისი "ჯაშუშთა ქალაქი"?- რატომ არეგისტრირებენ რუსები ბიზნესს მაინცდამაინც იქ, სადაც ადრე რუსული ბაზები იყო?!
თბილისი "ჯაშუშთა ქალაქი"?- რატომ არეგისტრირებენ რუსები ბიზნესს მაინცდამაინც იქ, სადაც ადრე რუსული ბაზები იყო?!
  • სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი - ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

დიდი მსტოვ­რო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან და­ი­წყო: იხ­სნე­ბო­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ელ­ჩო­ე­ბი, სა­კონ­სუ­ლო­ე­ბი, ფირ­მე­ბის სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი ანუ ლე­გა­ლუ­რი ჯა­შუ­შო­ბის ე.წ. "სა­ხუ­რა­ვე­ბი“. ეს პრო­ცე­სი დღე­საც გრძელ­დე­ბა. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა მსოფ­ლი­ოს "ჭად­რა­კის და­ფა­ზე" ელ­ვის უს­წრა­ფე­სად იზ­რდე­ბა. ამი­ტო­მაც ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ-აგენ­ტუ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბის გა­აქ­ტი­უ­რო­ბა ამ რე­გი­ონ­ში. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დე­ბენ რუ­სე­თის, ჩი­ნე­თის, აშშ-ის, ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის, ის­რა­ე­ლის, თურ­ქე­თის, სომ­ხე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, ირა­ნის, სა­უ­დის არა­ბე­თის და კი­დევ ბევ­რი სხვა ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი. მათი და­ინ­ტე­რე­სე­ბის ობი­ექ­ტე­ბია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე - ერ­თმა­ნე­თის სამ­ხედ­რო, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი, სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი და ა.შ. სა­კი­თხე­ბი.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღე­ის­თვის თბი­ლი­სი სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო "ჯა­შუშ­თა ქა­ლა­ქია", სა­დაც მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­დაკ­ვე­თა მათი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ეს კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ფა­რუ­ლად, მძი­მე და და­უნ­დო­ბე­ლი ოპე­რა­ტი­ულ-აგენ­ტუ­რუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რა უპი­რის­პი­რე­ბენ ყო­ვე­ლი­ვე ამას სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი?

სუს-ის 2022 წლის საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რი­შის პარ­ლა­მენ­ტში წა­რად­გი­ნა­სას, ამ უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა შემ­დე­გი გა­ნა­ცხა­და: "2022 წელს შექ­მნი­ლი ახა­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად მი­მარ­თუ­ლი იყო ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბი­სა და მისი შე­დე­გე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბი­სა­კენ. . . . . .

სამ­სა­ხუ­რი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში აწ­ვდი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ პი­რებს, მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც რამე ფორ­მით საფრ­თხეს უქ­მნი­და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას“.

და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა კი არის, თუმ­ცა უკვე გა­მო­იკ­ვე­თა ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, რომ­ლის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა ჯერ ნაკ­ლე­ბა­დაა გა­აზ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნებს. ეს, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში, რუ­სე­თი­დან შე­მო­სუ­ლი "ლტოლ­ვილ–გა­მოქ­ცე­ულ–შე­მო­პა­რულ­თა­გან“ მომ­დი­ნა­რე პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხეა. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თი­დან სა­ვი­ზო კონ­ტრო­ლის გა­რე­შე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვი­და. მათ შო­რის რამ­დე­ნი დარ­ჩე­ბა მუდ­მი­ვად სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მათ­გან რამ­დე­ნია "არა­ლე­გა­ლი ჯა­შუ­ში", არა­ვინ იცის.

საფრ­თხე კი ძალ­ზე რე­ა­ლუ­რია. ათა­სო­ბით რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის შე­მოს­ვლა და გა­და­ად­გი­ლე­ბა, მათ მიერ შე­ძე­ნი­ლი უძ­რავ–მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის "მშვი­დო­ბი­ა­ნი მიზ­ნე­ბით“ გა­მო­ყე­ნე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არაა მარ­ტი­ვი ამო­ცა­ნა. ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. გა­აგ­ძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
20

საქართველო ხდება კავკასიის რეგიონალური ცენტრი, რაც ძალზე მისასალმებელია!

რუსების, თურქების, ირანელების და ა.შ. ბიზნესის შემოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და საბოლოო ჯამში მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებას!

წინ საქართველოს გაბრწყინებისაკენ!!!

giorgi
9

ნეტა რა საიდუმლო ინფორმაცია აინტერესებს უცხო ქვეყნის ჯაშუშებს საქართველოში ? ხინკლის რეცეპტი ? ოთხბორბლიანი თვითგადაადგილებადი მოწყობილობა ,,ლაზიკას,, კონსტრუქციის ნახაზები ? პარლამენტის წევრების პირადი ცხოვრება ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

თბილისი "ჯაშუშთა ქალაქი"?- რატომ არეგისტრირებენ რუსები ბიზნესს მაინცდამაინც იქ, სადაც ადრე რუსული ბაზები იყო?!

თბილისი "ჯაშუშთა ქალაქი"?- რატომ არეგისტრირებენ რუსები ბიზნესს მაინცდამაინც იქ, სადაც ადრე რუსული ბაზები იყო?!
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

დიდი მსტოვრობა ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან დაიწყო: იხსნებოდა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, საკონსულოები, ფირმების სავაჭრო წარმომადგენლობები ანუ ლეგალური ჯაშუშობის ე.წ. "სახურავები“. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მსოფლიოს "ჭადრაკის დაფაზე" ელვის უსწრაფესად იზრდება. ამიტომაც ბუნებრივია, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის გააქტიურობა ამ რეგიონში. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებენ რუსეთის, ჩინეთის, აშშ-ის, ევროპის წამყვანი ქვეყნების, ისრაელის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, საუდის არაბეთის და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. მათი დაინტერესების ობიექტებია, როგორც საქართველოს, ასევე - ერთმანეთის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური, სოციალურ-კულტურული და ა.შ. საკითხები.

შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის თბილისი სხვადასხვა გარემოებათა გამო "ჯაშუშთა ქალაქია", სადაც მრავალი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთა მათი სპეცსამსახურების ინტენსიური საქმიანობით გამოიხატება. ეს კი საზოგადოებისთვის ფარულად, მძიმე და დაუნდობელი ოპერატიულ-აგენტურული დაპირისპირებით მიმდინარეობს. რა უპირისპირებენ ყოველივე ამას საქართველოს სპეცსამსახურები?

სუს-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პარლამენტში წარადგინასას, ამ უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა შემდეგი განაცხადა: "2022 წელს შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით, სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა ძირითადად მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებისა და მისი შედეგების განეიტრალებისაკენ. . . . . .

სამსახური 24-საათიან რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესების შესახებ, რომლებიც რამე ფორმით საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას“.

დამაიმედებელი განცხადება კი არის, თუმცა უკვე გამოიკვეთა ერთი სერიოზული პრობლემა, რომლისგან მომდინარე საფრთხე შეიძლება ჯერ ნაკლებადაა გააზრებული, თუმცა მომავალში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. ეს, უკანასკნელ პერიოდში, რუსეთიდან შემოსული "ლტოლვილ–გამოქცეულ–შემოპარულთაგან“ მომდინარე პოტენციური საფრთხეა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან სავიზო კონტროლის გარეშე ათასობით ადამიანი შემოვიდა. მათ შორის რამდენი დარჩება მუდმივად საცხოვრებლად და სამუშაოდ საქართველოში და მათგან რამდენია "არალეგალი ჯაშუში", არავინ იცის.

საფრთხე კი ძალზე რეალურია. ათასობით რუსეთის მოქალაქის შემოსვლა და გადაადგილება, მათ მიერ შეძენილი უძრავ–მოძრავი ქონების "მშვიდობიანი მიზნებით“ გამოყენების გაკონტროლება ნამდვილად არაა მარტივი ამოცანა. ამას ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებენ. გააგძელეთ კითხვა