მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენსაცია მედიცინაში: მსოფლიოში პირველად თვალის სრულად გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა - "ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო"
სენსაცია მედიცინაში: მსოფლიოში პირველად თვალის სრულად გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა - "ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო"

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლად, თვა­ლის სრუ­ლად გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და, თუმ­ცა ექი­მე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, რომ პა­ცი­ენტს მხედ­ვე­ლო­ბა აღუდ­გე­ბა. ოპე­რა­ცია ნიუ-იორკში ჩა­ტარ­და.

46 წლის აა­რონ ჯე­იმ­სი მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზის მონ­ტი­ო­რი და ასე­ვე სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნია. 2021 წელს ის 7200 ვოლტ დენს შემ­თხვე­ვით შე­ე­ხო და უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. 2023 წლის 27 მა­ისს, მას სა­ხის ნა­წი­ლე­ბის იშ­ვი­ა­თი გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რო­მელ­შიც 140-ზე მეტი ჯან­დაც­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"თუ მხედ­ვე­ლო­ბა და­მიბ­რუნ­დე­ბა, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბა" - გა­ნა­ცხა­და აა­რონ ჯე­იმსმა - "მაგ­რამ ის ფაქ­ტიც, რომ ეს ოპე­რა­ცია მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ახლა ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს ვგა­ვარ"

NYU Langone Health-ის ქი­რურ­გებ­მა, რომ­ლებ­მაც რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს, გა­ნა­ცხა­დეს, რომ ჯე­იმ­სი გა­მო­ჯან­მრთელ­და და გა­და­ნერ­გი­ლი თვა­ლიც ჯან­სა­ღია.

"ის ფაქ­ტი, რომ ჩვენ სრუ­ლი თვა­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია შე­ვას­რუ­ლეთ, დიდი წარ­მა­ტე­ბაა. ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო“, - თქვა ექიმ­მა ედუ­არ­დო როდ­რი­გეს­მა, გუნ­დის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა ქი­რურ­გმა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ოპე­რა­ცია გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის მხედ­ვე­ლო­ბის აღ­დგე­ნის საქ­მე­ში.

აა­რო­ნის მე­უღ­ლემ, მე­გან ჯე­იმსმა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ქმრის და­ნახ­ვა ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი გრძნო­ბა იყო.

"უბ­რა­ლოდ, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი იმით, რომ მან ეს ყვე­ლა­ფე­რი შეძ­ლო" - თქვა მე­გან­მა.

სა­ხის ნა­წი­ლე­ბი და თვა­ლი 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცი დო­ნო­რის­გან მი­ი­ღეს. ოპე­რა­ცი­ის დროს ექი­მებ­მა დო­ნო­რის ძვლის ტვი­ნის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი მხედ­ვე­ლო­ბის ნერვში შე­იყ­ვა­ნეს, რათა მის აღ­დგე­ნას ხელი შე­უ­წყონ.

აა­რონ ჯე­იმ­სი მე-19 ადა­მი­ა­ნია აშშ-ში, რო­მელ­საც სა­ხის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. იგი ამ­ჟა­მად ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
4

მამაჩემს 26 წლის მთასავით შვილი გარდაეცვალა, ჯანმრთელი, ავარიით, იმას ტიროდა ნეტავ ამოეღოთ ორგანოები და ვინმესთვის მიეცათ, იქნება ერთი ადამიანი მაინც გადაერჩინაო...ნეტავ გაამართლოს და მოიძებნებიან დონორებიც 😊 მშობლები დაუნანებლად მისცემენ შვილებს

12
1

ისლამისტები ხალხს ხოცავენ იმ ფანატიკურობით რომ სამოთხეში მოხვდებიან, თქვენც ხომ გწამთ სამოთხე და ვინ ხვდება იქ ვინც სიკეთეს აკეთებს და კეთილია.. მიუხედავად სამოთხეების და ოჯოხეთების არ მჯერა. სამოთხეც აქაა და ჯოჯოხეთიც ყველა აქ გადაიხდის თავის წილს და ისე წავა. მაგრამ ვინმეს სიცოცხლე ან უფრო უკეთესი ცხოვრება აჩუქო გინდაც შენი სიკვდილის მერე ეს ადამიანობაა. ეს ერთადერთი შეუფასებელი სიკეთეა. მიუხედავად იმისა ყველას აქვს თავისი ფასი. ყველას გაყიდვა შეიძლება გარკვეულ თანხად. აი ეს კი შეუფასებელია. ექიმი თუ ყიდის ესეიგი ის თავის თავს ყიდის მისი (ექიმის) ღირებულება ისაა რამდენადაც ყიდის. ვინც ამას უანგაროდ აკეთებს ის ადამიანია და არა ფასეული ნივთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

სენსაცია მედიცინაში: მსოფლიოში პირველად თვალის სრულად გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა - "ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო"

სენსაცია მედიცინაში: მსოფლიოში პირველად თვალის სრულად გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა - "ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო"

მსოფლიოში პირველად, თვალის სრულად გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა, თუმცა ექიმები დარწმუნებულები არ არიან, რომ პაციენტს მხედველობა აღუდგება. ოპერაცია ნიუ-იორკში ჩატარდა.

46 წლის აარონ ჯეიმსი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მონტიორი და ასევე სამხედრო ძალების ვეტერანია. 2021 წელს ის 7200 ვოლტ დენს შემთხვევით შეეხო და უმძიმესი დაზიანებები მიიღო. 2023 წლის 27 მაისს, მას სახის ნაწილების იშვიათი გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, რომელშიც 140-ზე მეტი ჯანდაცვის პროფესიონალი მონაწილეობდა.

"თუ მხედველობა დამიბრუნდება, ეს შესანიშნავი იქნება" - განაცხადა აარონ ჯეიმსმა - "მაგრამ ის ფაქტიც, რომ ეს ოპერაცია მედიცინის სფეროში გადამწყვეტი მომენტია, ძალიან მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ ახლა ჩვეულებრივ ადამიანს ვგავარ"

NYU Langone Health-ის ქირურგებმა, რომლებმაც რთული ოპერაცია ჩაატარეს, განაცხადეს, რომ ჯეიმსი გამოჯანმრთელდა და გადანერგილი თვალიც ჯანსაღია.

"ის ფაქტი, რომ ჩვენ სრული თვალის გადანერგვის ოპერაცია შევასრულეთ, დიდი წარმატებაა. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო“, - თქვა ექიმმა ედუარდო როდრიგესმა, გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ქირურგმა და აღნიშნა, რომ ეს ოპერაცია გადამწყვეტი მომენტია მილიონობით ადამიანის მხედველობის აღდგენის საქმეში.

აარონის მეუღლემ, მეგან ჯეიმსმა CNN-ს განუცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ ქმრის დანახვა ყველაზე ბედნიერი გრძნობა იყო.

"უბრალოდ, ბედნიერი ვიყავი იმით, რომ მან ეს ყველაფერი შეძლო" - თქვა მეგანმა.

სახის ნაწილები და თვალი 30 წელს გადაცილებული მარტოხელა მამაკაცი დონორისგან მიიღეს. ოპერაციის დროს ექიმებმა დონორის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები მხედველობის ნერვში შეიყვანეს, რათა მის აღდგენას ხელი შეუწყონ.

აარონ ჯეიმსი მე-19 ადამიანია აშშ-ში, რომელსაც სახის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება...წყარო