სურსათის და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ახალი მედიკამენტი დაამტკიცა, რომელიც კომპანია Eli Lilly-ის ეკუთვნის. პრეპარატი წონის დაკლებისთვისაა და ტირზეპატიდს წარმოადგენს. ტირზეპატიდი მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ დამტკიცებული აქტიური ნივთიერებაა.
FDA-ს მიერ ახალი მედიკამენტის დამტკიცება ნიშნავს, რომ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკულად აწუხებთ ჭარბი წონა, პრეპარატის გამოყენება მალე შეეძლებათ. ის Zepbound-ის სახელით შევა გაყიდვაში და ერთი თვის მარაგის ფასი, დაახლოებით, 1,060 დოლარი იქნება.
ზეპბაუნდი არის ინექცია, რომელიც კვირაში ერთხელ კეთდება. მისი დოზა 4-20 კვირამდე ვადაში უნდა გაიზარდოს და ყოველ 7 დღეში, 5,10 ან 15 მილიგრამამდე დოზით გაკეთდეს.FDA-მ ასევე აღნიშნა, რომ ზეპბაუნდი ვირთხებში ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს იწვევს, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, აქვს თუ არა პრეპარატს ასეთი ეფექტი ადამიანებზე. ამის გამო, სურსათის და წამლების ადმინისტრაცია ისეთ ადამიანებს, რომელთაც ფარისებრის სიმსივნის ოჯახური ისტორია აქვთ, ზეპბაუნდის გამოყენებას არ ურჩევს.
წყარო: cnbc
ერთი რამე მიკვირს. უფასოდ აცრებს უკეთებდნენ ხალხს არ ვიცით რა არისო არ გვინდაო ბოლოს დააძალეს და აიძულეს. ეხლა ამ პრეპარატზე არ ვიცით რა არის მარა 1000 დოლარად ყველას სურვილი აქვს გაიკეთოს კვირაში ერთხელ.
როგირც წავიკითხე ეს პრეპარატი 2022 -ში დაინერგა სამედიცინო პრაქტიკაში,ეს პერიოდი ძალიან მცირეა შედეგები დაიდოს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ჩვენებით-ბუნებრივია დაკვირვებაა საჭირო თუ პრეპარატი დაინერგა ჩვენთან საკმაოდ მაღალია დიაბეტის მაჩვენებელი და ბუნებრივია მათ დაუნიშნავენ-რაც შეეხება წონას ბევრი წერს კომენტარებში ნაკლენი ჭამეთ და სვით სითხე 18.00 საათამდე დილით კი გვიან დაიწყეთ ჭამა დაარა 9.00- ზე-ყველა პრეპსრატს სჭირდება დაკვირვება წლები მინიმუმ 10 წელი...