საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სან-ფრანცისკოში Globalize Silicon Valley Conference-ზე "თეგეტა ჰოლდინგის" ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს
სან-ფრანცისკოში Globalize Silicon Valley Conference-ზე "თეგეტა ჰოლდინგის" ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს

Globalize-ის რი­გით მე­ო­თხე კონ­ფე­რენ­ცია სან-ფრან­ცის­კო­ში, სი­ლი­კონ ველ­ზე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა Google Cloud Campus-ში ჩა­ტარ­და და ქარ­თულ და ამე­რი­კულ დი­ას­პო­რას, სი­ლი­კონ ვე­ლის ინ­ვეს­ტო­რებს, ად­გი­ლობ­რი­ვი ტექ­ქო­მუ­ნი­თის, სტარ­ტა­პე­ბი­სა და მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უმას­პინ­ძლა. დამ­სწრე აუ­დი­ტო­რი­ას 10-მა ქარ­თულ­მა სტარ­ტაპ­მა სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი­დეა გა­აც­ნო.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა კონ­ფე­რენ­ცია იყო, სა­დაც მოწ­ვე­ულ­მა სპი­კე­რებ­მა გლო­ბა­ლურ აუ­დი­ტო­რი­ას ბიზ­ნეს­გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს. სპი­კე­რებს შო­რის იყო „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის მრჩე­ვე­ლი. ნიკა კო­ხო­ძემ ისა­უბ­რა ციფ­რულ რე­ა­ლო­ბა­ზე და ამ სამ­ყა­რო­ში „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ხედ­ვა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე.

ნიკა კო­ხო­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის მრჩე­ვე­ლი:

„თე­გე­ტა, რო­გორც მულ­ტიბ­რენ­დუ­ლი კომ­პა­ნია, გა­მორ­ჩე­უ­ლია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. სწო­რედ ამი­ტომ ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ციფ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ თე­გე­ტას სტან­დარ­ტი და ხა­რის­ხი. დი­გი­ტა­ლი­ზა­ცია ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში - სწო­რედ ეს იყო თე­გე­ტას მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი Globalize Silicon Valley Conference-ის ფარ­გლებ­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გმე­ბა. სწო­რედ „თე­გე­ტაა“ პირ­ვე­ლი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ონ­ლა­ინ შერ­ჩე­ვი­სა და ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შექ­მნა. ასეთ ინო­ვა­ცი­ებ­ზე დგას ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, Google Cloud Campus-ში, გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხელი შე­ვუ­წყოთ სტარ­ტა­პე­ბის ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. თე­გე­ტას მხარ­და­ჭე­რით გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სხვა­დას­ხვა ქარ­თულ სტარ­ტაპს მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­სი პრო­დუქ­ტი უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის გა­ეც­ნო, რაც ვფიქ­რობ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია მათი სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“.

ციფ­რუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ აქ­ტი­უ­რად ინერ­გე­ბა სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სი. მათ შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია E-commerce მი­მარ­თუ­ლე­ბა და თე­გე­ტას ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია shop.tegetamotors.ge. კომ­პა­ნი­ის სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში პრო­ცე­სე­ბი უკვე მაქ­სი­მა­ლუ­რად დი­გი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია, და­ნერ­გი­ლია რი­გე­ბის მარ­თვის სის­ტე­მა, მწვა­ნე ოფი­სის კონ­ცეფ­ცი­ის ფარ­გლებ­ში კი ფურ­ცლის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. მხო­ლოდ 2022 წელს ამ პრო­ექ­ტის შე­დე­გად 1000-ამდე ხე გა­და­ურ­ჩა მოჭ­რას.

Globalize-ის მე­ო­თხე კონ­ფე­რენ­ცი­ას, სა­დაც „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ციფ­რულ ტრანსფორ­მა­ცი­ა­ზე გა­კეთ­და აქ­ცენ­ტი, 300-ამდე სტუ­მა­რი და­ეს­წრო. Globalize არის ბიზ­ნეს­სა­კონ­სულ­ტა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა, ხელი შე­უ­წყოს ქარ­თუ­ლი სტარ­ტა­პე­ბი­სა და ექ­სპორ­ტი­ო­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გა­ფარ­თო­ე­ბას, ინო­ვა­ცი­უ­რი, სან­დო და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით. Globalize Community უკვე აერ­თი­ა­ნებს 5,000-ამდე წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველ პრო­ფე­სი­ო­ნალს სა­ზღვარ­გა­რეთ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უკვე ჰყავს ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ჯგუ­ფე­ბი 12-ამდე ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

სან-ფრანცისკოში Globalize Silicon Valley Conference-ზე "თეგეტა ჰოლდინგის" ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს

სან-ფრანცისკოში Globalize Silicon Valley Conference-ზე "თეგეტა ჰოლდინგის" ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს

Globalize-ის რიგით მეოთხე კონფერენცია სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველზე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება Google Cloud Campus-ში ჩატარდა და ქართულ და ამერიკულ დიასპორას, სილიკონ ველის ინვესტორებს, ადგილობრივი ტექქომუნითის, სტარტაპებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. დამსწრე აუდიტორიას 10-მა ქართულმა სტარტაპმა საკუთარი ბიზნესიდეა გააცნო.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კონფერენცია იყო, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა გლობალურ აუდიტორიას ბიზნესგამოცდილება გაუზიარეს. სპიკერებს შორის იყო „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი. ნიკა კოხოძემ ისაუბრა ციფრულ რეალობაზე და ამ სამყაროში „თეგეტა ჰოლდინგის“ ხედვასა და გამოცდილებაზე.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი:

„თეგეტა, როგორც მულტიბრენდული კომპანია, გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზე. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია, ციფრული მიმართულებითაც შევინარჩუნოთ თეგეტას სტანდარტი და ხარისხი. დიგიტალიზაცია ავტოინდუსტრიაში - სწორედ ეს იყო თეგეტას მთავარი სათქმელი Globalize Silicon Valley Conference-ის ფარგლებში. ამ მიმართულებით ჰოლდინგში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. სწორედ „თეგეტაა“ პირველი, ვინც საქართველოს ბაზარზე ავტომობილების ონლაინ შერჩევისა და ყიდვის შესაძლებლობა შექმნა. ასეთ ინოვაციებზე დგას ჩვენი სამომავლო გეგმები დიგიტალიზაციის მიმართულებით.

რაც შეეხება კალიფორნიაში, Google Cloud Campus-ში, გამართულ ღონისძიებას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებას. თეგეტას მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე სხვადასხვა ქართულ სტარტაპს მიეცა შესაძლებლობა, თავისი პროდუქტი უცხოელი ინვესტორებისთვის გაეცნო, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი სამომავლო განვითარებისთვის“.

ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგში“ აქტიურად ინერგება სხვადასხვა სერვისი. მათ შორის მნიშვნელოვანია E-commerce მიმართულება და თეგეტას ონლაინმაღაზია shop.tegetamotors.ge. კომპანიის სერვისცენტრებში პროცესები უკვე მაქსიმალურად დიგიტალიზებულია, დანერგილია რიგების მართვის სისტემა, მწვანე ოფისის კონცეფციის ფარგლებში კი ფურცლის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი. მხოლოდ 2022 წელს ამ პროექტის შედეგად 1000-ამდე ხე გადაურჩა მოჭრას.

Globalize-ის მეოთხე კონფერენციას, სადაც „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრულ ტრანსფორმაციაზე გაკეთდა აქცენტი, 300-ამდე სტუმარი დაესწრო. Globalize არის ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. Globalize Community უკვე აერთიანებს 5,000-ამდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ, ორგანიზაციას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-ამდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS