ისრაელი ჩრდილოეთ ღაზას სექტორში ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციებში 4-საათიან პაუზებს აიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი პაუზების შესახებ სამი საათით ადრე გაავრცელებს ინფორმაციას.
“ისრაელურმა მხარემ გვითხრა, რომ ამ ტერიტორიებზე პაუზების განმავლობაში სამხედრო ოპერაციები არ იქნება, და ეს პროცესი დღეს იწყება”, - განაცხადა კირბიმ.
კირბი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ პაუზები “სწორი მიმართულებით ნაბიჯებია”.
მისი თქმით, “რამდენიმე საათით სუნთქვის შესაძლებლობას” მისცემს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც ბრძოლებს გაურბის.
“ისრაელს მოვუწოდებდით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმიზაცია მოეხდინა და ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ეს ციფრი შეემცირებინა”, - განაცხადა კირბიმ.