ავტორი:

"სასაფლაოდან წავედით ეკლესიაში 3 კაცი" - ვრცელდება ლევან დოთიაშვილის კადრები, რომელიც სავარაუდოდ საოკუპაციო რეჟიმის იზოლატორშია გადაღებული

"სასაფლაოდან წავედით ეკლესიაში 3 კაცი" - ვრცელდება ლევან დოთიაშვილის კადრები, რომელიც სავარაუდოდ საოკუპაციო რეჟიმის იზოლატორშია გადაღებული

საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს გატაცებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის ჩვენების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც კადრებში ჩანს, მან ჩვენება სავარაუდოდ იზოლატორში მისცა. ვიდეოში დოთიაშვილს ცხვირზე ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი ეტყობა.

ჩვენებას დოთიაშვილი ქართულ ენაზე აძლევს, ასევე ქართულ ენაზე უსვამენ მას კითხვებს.

"სასაფლაოზე ვსვამდით 6 კაცი - მე, ვალიკო დოთიაშილი, თამაზ გინტური, ვასიკო ჭიოტაშილ, მერაბ პაპიტაშვილი და მერაბ დათიაშვილი. ამის შემდეგ დავიშალეთ, ორი მანქანით წავედით. ერთ მანქანა სოფელში წავიდა, მეორით წავედით სასაფლაოზე. ჩვენს მანქანაში ვიყავით მე, თამაზ გინტური და მერაბ პაპიტაშვილი. საჭესთან იჯდა გინტური. ავედით ეკლესიაში სანთელი ავანთეთ, კარი დაკეტილი იყო და გავაღეთ ცულით" - ამბობს დოთიაშილი.

  • ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის “კგბ” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლევან დოთიაშვილს საქართველოს 9 ნოემბერს საღამოს გადასცემს.

“იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტის გამოძიება ოპერატიულად და სრულად მოხდა, ასევე, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებულია ლ. დოთიაშვილის საქართველოში გაძევების გადაწყვეტილება.

ამგვარად, დღეს საღამოს, 9 ნოემბერს ლ. დოთიაშვილი ქართულ მხარეს გადაეცემა,” - ნათქვამია ოკუირებული ცხინვალის “კგბ”-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს გაიტაცეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თამაზ გინტური კი ეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.