მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო სკანდალი: ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ მსოფლიო მედიასაშუალებები 7 ოქტომბრის თავდასხმის საქმის კურსში იყვნენ - როგორია პასუხი ბრალდებაზე?
საერთაშორისო სკანდალი: ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ მსოფლიო მედიასაშუალებები 7 ოქტომბრის თავდასხმის საქმის კურსში იყვნენ - როგორია პასუხი ბრალდებაზე?

ის­რა­ე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას სთხოვს. მათი თქმით, 7 ოქ­ტომ­ბერს ჰა­მა­სის ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის სამ­ხრეთ ის­რა­ელ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმის გა­შუ­ქე­ბი­სას, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რის ოფი­სი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ისი­ნიც და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

  • სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა უარ­ყვეს ბრალ­დე­ბა და გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მი­უ­ღი­ათ.

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სას­წრა­ფო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა მო­ი­თხო­ვა. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფის­მა X-ზე და­წე­რა: "სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის ეროვ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რა­ტი თვლის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ას­თან მო­მუ­შა­ვე ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბით, მათ შე­უ­ერ­თდნენ. ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გახ­დნენ. მათი ქმე­დე­ბე­ბი პრო­ფე­სი­ულ ეთი­კას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ერთ ღა­მე­ში, დი­რექ­ტო­რატ­მა მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს წე­რი­ლი მის­წე­რა, რო­მელ­შიც ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბი მოს­თხო­ვეს. სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის ეროვ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რა­ტი სას­წრა­ფო ზო­მე­ბის მი­ღე­ბას მო­ი­თხოვს" - წე­რია პრე­მი­ე­რის ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა მას შემ­დეგ აღ­შფოთ­და, რაც ებ­რა­ელ­მა დიპ­ლო­მატ­მა მე­დი­ის დამ­კვირ­ვებ­ლის მოხ­სე­ნე­ბა გა­ა­ზი­ა­რა, რო­მე­ლიც ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმის მო­მენ­ტში ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა.

ის­რა­ე­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­სულ­მა ტო­რონ­ტო­ში, იდიტ შა­მირ­მა მოხ­სე­ნე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მას შო­კის­მომ­გვრე­ლი გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა უწო­და.

მოხ­სე­ნე­ბა­ში იდენ­ტი­ფიც­რე­ბუ­ლია 6 ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლე­ბიც ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მუ­შა­ობ­დნენ, რო­გო­რი­ცაა Reuters, CNN და AP. მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს წი­ნას­წარ ჰქონ­დათ თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. თუმ­ცა თა­ვად ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყვეს: "Reuters-მა ფო­ტო­ე­ბი ღა­ზა­ში მცხოვ­რე­ბი ორი ფო­ტოგ­რა­ფის­გან შე­ი­ძი­ნა, რომ­ლე­ბიც 7 ოქ­ტომ­ბრის დი­ლას სა­ზღვარ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ". ბრალ­დე­ბა CNN-მაც უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ მათ მოხ­სე­ნე­ბა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი 6 ფო­ტოგ­რა­ფი­დან ერთ-ერ­თთან, ჰა­სან ეს­ლა­ი­ას­თან კავ­ში­რი უკვე გა­წყვი­ტა.

წყა­რო: timesofisrael

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალობა
1

ჩვენ რას გავიგებთ რეალობას , სინამდვილეში რა მოხდა, ფაქტია თავიანთ ხალხებს ისე სწირავენ როგორც არაფერი, თავიანთი სკამების გამო

ელგუჯა
2

ჟურნალისტმა თუ იცოდა და "მოსადი" აზრზე არ იყო, კარგად გქონიათ საქმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

საერთაშორისო სკანდალი: ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ მსოფლიო მედიასაშუალებები 7 ოქტომბრის თავდასხმის საქმის კურსში იყვნენ - როგორია პასუხი ბრალდებაზე?

საერთაშორისო სკანდალი: ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ მსოფლიო მედიასაშუალებები 7 ოქტომბრის თავდასხმის საქმის კურსში იყვნენ - როგორია პასუხი ბრალდებაზე?

ისრაელი საერთაშორისო მედიასაშუალებებს ახსნა-განმარტებას სთხოვს. მათი თქმით, 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების სამხრეთ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის გაშუქებისას, ფოტოგრაფები ადგილზე იმყოფებოდნენ. ისრაელის პრემიერის ოფისი მედიასაშუალებებს აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, ისინიც დანაშაულის თანამონაწილეები ყოფილიყვნენ.

  • საერთაშორისო მედია ორგანიზაციებმა უარყვეს ბრალდება და განაცხადეს, რომ მათ თავდასხმის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ მიუღიათ.

ისრაელის მთავრობამ ფოტორეპორტიორების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღება მოითხოვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა X-ზე დაწერა: "სახალხო დიპლომატიის ეროვნული დირექტორატი თვლის, რომ საერთაშორისო მედიასთან მომუშავე ფოტოჟურნალისტები ტერორისტების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობების გაშუქებით, მათ შეუერთდნენ. ეს ჟურნალისტები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეები გახდნენ. მათი ქმედებები პროფესიულ ეთიკას ეწინააღმდეგება",- ნათქვამია განცხადებაში.

"ერთ ღამეში, დირექტორატმა მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელებს წერილი მისწერა, რომელშიც ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვეს. სახალხო დიპლომატიის ეროვნული დირექტორატი სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვს" - წერია პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ისრაელის მთავრობა მას შემდეგ აღშფოთდა, რაც ებრაელმა დიპლომატმა მედიის დამკვირვებლის მოხსენება გააზიარა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ "ჰამასის" თავდასხმის მომენტში ფოტოჟურნალისტები კამერამ დააფიქსირა.

ისრაელის გენერალურმა კონსულმა ტორონტოში, იდიტ შამირმა მოხსენება გამოაქვეყნა და მას შოკისმომგვრელი გამოაშკარავება უწოდა.

მოხსენებაში იდენტიფიცრებულია 6 ფოტოჟურნალისტი, რომლებიც ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, როგორიცაა Reuters, CNN და AP. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტებს წინასწარ ჰქონდათ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია. თუმცა თავად ამ ორგანიზაციებმა ბრალდებები უარყვეს: "Reuters-მა ფოტოები ღაზაში მცხოვრები ორი ფოტოგრაფისგან შეიძინა, რომლებიც 7 ოქტომბრის დილას საზღვარზე იმყოფებოდნენ". ბრალდება CNN-მაც უარყო და განაცხადა, რომ მათ მოხსენებაში ჩამოთვლილი 6 ფოტოგრაფიდან ერთ-ერთთან, ჰასან ესლაიასთან კავშირი უკვე გაწყვიტა.

წყარო: timesofisrael

მოამზადა: ანა სიბოშვილმა