პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი ისრაელის ელჩს შეხვდა - რა ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს საპატრიარქო?
პატრიარქი ისრაელის ელჩს შეხვდა - რა ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს საპატრიარქო?

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე ის­რა­ე­ლის ელჩს, ჰა­დას მე­ი­ცა­დის შეხ­ვდა.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფო­რამ­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა ის­რა­ელ­ში გარ­დაც­ვლილ­თა და გა­ტა­ცე­ბულ­თა გამო და სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხებს.

"ა.წ. 9 ნო­ემ­ბერს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II, სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი), ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე და პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რი გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩს, მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა ჰა­დას მე­ი­ცადს და მის თან­მხლებ პი­რებს შეხ­ვდნენ.

შეხ­ვედ­რა ელ­ჩის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ი­მარ­თა. სა­უბ­რი­სას ხაზი გა­ეს­ვა ჩვენს ხალ­ხებს შო­რის სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე არ­სე­ბულ ძმურ ურ­თი­ერ­თო­ბას. ამას­თან, ჰა­დას მე­ი­ცად­მა დამ­სწრეთ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­აც­ნო და დაწ­ვრი­ლე­ბით ისა­უბ­რა 7 ოქ­ტომ­ბრის ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმი­სა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა ის­რა­ელ­ში გარ­დაც­ვლილ­თა და გა­ტა­ცე­ბულ­თა გამო, სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხებს და დას­ძი­ნა, რომ ჩვე­ნი ეკ­ლე­სია ლო­ცუ­ლობს მშვი­დო­ბი­სა და მძე­ვალ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის.

ის­რა­ე­ლის ელჩმა ჰა­დას მე­ი­ცად­მა მის უწ­მინ­დე­სო­ბას მი­ღე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი­სა და ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ი­სად­მი”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
! ნიშანს
0

ვაიმეეეე

!
13

პირბადეებით რატომ არიან? პანდემიის დროინდელი ფოტოა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

პატრიარქი ისრაელის ელჩს შეხვდა - რა ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს საპატრიარქო?

პატრიარქი ისრაელის ელჩს შეხვდა - რა ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს საპატრიარქო?

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადის შეხვდა.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორამციაშია აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს.

"ა.წ. 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ჰადას მეიცადს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა. საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა მანძილზე არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთან, ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის.

ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემა გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიისადმი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.