მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას შეიძენ 50 ლარის ფარგლებში თბილისის წიგნის დღეებზე
რას შეიძენ 50 ლარის ფარგლებში თბილისის წიგნის დღეებზე

შე­მოდ­გო­მის ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი „თბი­ლი­სის წიგ­ნის დღე­ე­ბი“ - იწყე­ბა! 10, 11 და 12 ნო­ემ­ბერს, ექ­სპო­ჯორ­ჯი­ას მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში წიგ­ნე­ბის ზღვა არ­ჩე­ვა­ნი დაგ­ხვდე­ბათ. ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”, ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ებს, ახალ გა­მო­ცე­მებ­სა და ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად წიგ­ნებს დიდი ფას­დაკ­ლე­ბე­ბით სთა­ვა­ზობს.

ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ რაც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია შე­თა­ვა­ზე­ბა, მით უფრო ძნე­ლია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. ამი­ტომ, გთა­ვა­ზობთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გზამ­კვლევს და გე­ტყვით, თუ რო­მე­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ 50 ლა­რის ფარ­გლებ­ში, „პა­ლიტ­რა L”-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბი­დან.

ოჰ, უი­ლი­ამ - ელი­ზა­ბეტ სტრა­უ­ტი

ელი­ზა­ბეტ სტრა­უ­ტი ამე­რი­კე­ლი რო­მა­ნის­ტი და ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­ყო­ველ­თა­ოდ არის ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­სა და მისი აღ­წე­რი­ლო­ბი­თი და­ხა­სი­ა­თე­ბის გამო. ლუსი ბარ­ტო­ნი მწე­რა­ლია, თუმ­ცა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, უი­ლი­ა­მის „ამო­კი­თხვა"" ყო­ველ­თვის უჭირ­და. აღი­ა­რებს კი­დეც, უი­ლი­ა­მი ჩემ­თვის ყო­ველ­თვის გა­მო­ცა­ნა იყოო. ისიც გა­მო­ცა­ნაა, და­შო­რე­ბი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა. ამი­ტომ, როცა უი­ლი­ამ­მა ლუ­სის სთხო­ვა, ოჯა­ხის სა­ი­დუმ­ლოს ამო­სახ­სნე­ლად მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­მომ­ყე­ვიო, ლუ­სის თან გა­უკ­ვირ­და და თან არა. თურ­მე სა­ი­დუმ­ლოც ისე­თი იყო, მისი გა­გე­ბის შემ­დეგ მთელ ცხოვ­რე­ბას სხვაგ­ვა­რად რომ უნდა შე­ხე­დო და უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­ლახ­ლა გა­იც­ნო. ამ წიგ­ნის თი­თო­ე­ულ ფურ­ცელ­ზე იმ ძა­ლებს იპო­ვით, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან და­შო­რე­ბის მე­რეც გვა­კავ­ში­რე­ბენ, უც­ნა­უ­რად, ხში­რად გა­უ­გებ­რად.

კირ­კე - მა­დე­ლინ მი­ლე­რი

ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი მა­დე­ლინ მი­ლე­რი ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და შექ­სპი­რის შე­მოქ­მე­დე­ბის მკვლე­ვა­რია. რო­გორც მწე­რალ­მა, სა­ხე­ლი გა­ით­ქვა რო­მა­ნე­ბით ”აქი­ლევ­სის სიმ­ღე­რა“ და ”კირ­კე“, რომ­ლებ­შიც ან­ტი­კუ­რი მი­თე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოდ, თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლის თვა­ლით არის და­ნა­ხუ­ლი. კირ­კე, მზის ღმერ­თის, ტი­ტან ჰე­ლი­ო­სის ქა­ლიშ­ვი­ლი, მარ­ტო­სუ­ლი და ახ­ლობ­ლე­ბის­გან ათ­ვალ­წუ­ნე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მათ­სა­ვით ლა­მა­ზი არ არის, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს აღ­მო­ა­ჩენს, რომ მა­მა­ზე ნაკ­ლე­ბი ღვთა­ებ­რი­ვი ძალა არც მას აქვს, რომ ჰე­ლი­ო­სის დი­დე­ბუ­ლი და კაშ­კა­შა დარ­ბა­ზე­ბის მიღ­მა მოკ­ვდავ­თა სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ყა­როა, სავ­სე სულ სხვაგ­ვა­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით თუ სი­ძულ­ვი­ლით, სევ­დით თუ სი­ხა­რუ­ლით. კირ­კეს ჯა­დოს­ნო­ბის ძა­ლამ თვით ოლიმ­პო­ე­ლი ზევ­სიც და­აფრ­თხო და სას­ჯე­ლი სას­ტი­კია _ გა­და­სახ­ლე­ბა უკაც­რი­ელ კუნ­ძულ­ზე, სა­მუ­და­მო მარ­ტო­ო­ბა. გრძნე­ულ­მა ქალღმერ­თმა კირ­კემ კუნ­ძულ­ზე ღმერ­თე­ბის რის­ხვაც იწ­ვნია, მოკ­ვდავ­თა სი­სას­ტი­კეც და კი­დევ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი... მოკ­ვდა­ვის, რომ­ლის გა­მო­ჩე­ნამ გან­მარ­ტო­ე­ბულ ცხოვ­რე­ბა­ში სიტ­კბო­ე­ბა­ზე მე­ტად სიმ­წა­რე არ­გუ­ნა 2018 წელს კომ­პა­ნი­ამ შე­ის­ყი­და ”კირ­კეს“ ეკ­რა­ნი­ზე­ბის უფ­ლე­ბა.

დიდი გეტსბი - ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დი

ირ­ლან­დი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დი XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ უდი­დეს ამე­რი­კელ მწერ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. ეს არის მა­მა­კა­ცი­სა და ქა­ლის დიდი ამ­ბა­ვი, უჩ­ვე­უ­ლო სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია. მი­ლი­ო­ნე­რი ჯეი გეტსბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებს და­კარ­გულ საყ­ვა­რელ ქალს და სჯე­რა მისი ერ­თგუ­ლე­ბი­სა. იპო­ვის კი­დეც, მაგ­რამ იგი ამ დროს უკვე სხვი­სი მე­უღ­ლეა, ერთი ქა­რაფ­შუ­ტა ქალი, თუმ­ცა კი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გეტსბის­თვის ისევ ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი. ჯეი არა­ფერს იშუ­რებს მისი გუ­ლის მო­სა­გე­ბად... რო­გორ მთავ­რდე­ბა იმ კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც თან ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და და თან - არა­ფე­რი? „დიდი გეტსბი“ იმ რო­მა­ნებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, მარ­თლაც ერთი ამო­სუნ­თქვით რომ იკი­თხე­ბა, მაგ­რამ ბევრ სა­ფიქ­რალ­საც ტო­ვებს.

მე­გა­პო­ლი­სი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი - და­ვით ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ესე­ეს­ტი­სა და პრო­ზა­ი­კო­სის, და­ვით ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის, სამ­წერ­ლო­ბო საქ­მი­ა­ნო­ბა 2001 წლი­დან იწყე­ბა. მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია, მათ შო­რის, 2008 წელს სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლის­თვის "საბა" მი­ე­ნი­ჭა. ძა­ლი­ან მალე, თით­ქმის 12-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, მწე­რა­ლი და­ვით ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი სამ­შობ­ლო­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ახა­ლი წიგ­ნით - "მე­გა­პო­ლი­სი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი" და­უბ­რუნ­და. ამ ყო­ველ­მხრივ დაქ­სე­ლილ რო­მან­ში მა­ღა­ლოს­ტა­ტუ­რა­დაა მო­თხრო­ბი­ლი, თუ რა რე­ა­ლუ­რი და ში­ნა­გა­ნი აღ­მართ-დაღ­მარ­თე­ბის და­ლაშ­ქვრა უწევს სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში (შო­რე­ულ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში) მოხ­ვედ­რილ მთა­ვარ გმირს. ასე­თი ბმუ­ლი ტექსტს უამ­რა­ვი აქვს, იქ­ნე­ბა ეს მწვა­ვე ემო­ცი­უ­რი ბმე­ბი შო­რე­ულ წარ­სულ­თან, რომ­ლის გა­რე­შეც ეს აწ­მყო არ შედ­გე­ბო­და, თუ ამ აწ­მყოს სა­მო­მავ­ლო მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი ბმულ-გრა­და­ცი­ე­ბი. არ გა­მო­ტო­ვოთ შან­სი, შე­ი­ძი­ნოთ ეს ფას­დაკ­ლე­ბით.

მოვ­ლე­ნა - ანი ერნო

2022 წელს ანი ერნო გახ­და ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი „გამ­ბე­და­ო­ბი­სა და კლი­ნი­კუ­რი სიმ­ძაფ­რის­თვის, რომ­ლი­თაც იგი ახ­სნის პი­რა­დი მეხ­სი­ე­რე­ბის ფეს­ვებს, გა­უ­ცხო­ე­ბას და კო­ლექ­ტი­ურ იძუ­ლე­ბას“. თა­ვის უმ­თავ­რეს ნა­წარ­მო­ებ­ში, 2008 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მე­მუ­ა­რულ რო­მან­ში, „წლე­ბი“, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ქა­ლის "2022 წელს ანი ერნო გახ­და ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი „გამ­ბე­და­ო­ბი­სა და კლი­ნი­კუ­რი სიმ­ძაფ­რის­თვის, რომ­ლი­თაც იგი ახ­სნის პი­რა­დი მეხ­სი­ე­რე­ბის ფეს­ვებს, გა­უ­ცხო­ე­ბას და კო­ლექ­ტი­ურ იძუ­ლე­ბას. „იყ­ვნენ სხვა გო­გო­ე­ბი, რო­მელ­თა მუც­ლე­ბიც ცა­რი­ე­ლი იყო, და ვი­ყა­ვი მე“ – 1963 წელს, 23 წლის ასაკ­ში თავს გა­დამ­ხდა­რი ამ­ბა­ვი ავ­ტორ­მა 40 წლის შემ­დეგ და­წე­რა, 2021 წელს კი მის მი­ხედ­ვით ოდრი დი­ვა­ნის მიერ გა­და­ღე­ბულ­მა ფილმმა ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პრე­მია, ოქ­როს ლომი და­იმ­სა­ხუ­რა.

ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, სტამ­ბე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მკი­თხველს წიგ­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას­თან ერ­თად, „თბი­ლი­სის წიგ­ნის დღე­ე­ბი“ მრა­ვალ­ფე­რო­ვან კულ­ტუ­რულ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და გა­სარ­თობ პროგ­რა­მას გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. არ გა­მო­ტო­ვოთ სა­უ­კე­თე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბი და ფას­დაკ­ლე­ბე­ბი „პა­ლიტ­რა L”-ის­გან!

იხი­ლეთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის კა­ტა­ლო­გი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას შეიძენ 50 ლარის ფარგლებში თბილისის წიგნის დღეებზე

რას შეიძენ 50 ლარის ფარგლებში თბილისის წიგნის დღეებზე

შემოდგომის ყველაზე ჯადოსნური ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ - იწყება! 10, 11 და 12 ნოემბერს, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში წიგნების ზღვა არჩევანი დაგხვდებათ. ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობა „პალიტრა L”, ლიტერატურის მოყვარულებს საინტერესო სიახლეებს, ახალ გამოცემებსა და ყველაზე მოთხოვნად წიგნებს დიდი ფასდაკლებებით სთავაზობს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ რაც უფრო მრავალფეროვანია შეთავაზება, მით უფრო ძნელია არჩევანის გაკეთება. ამიტომ, გთავაზობთ ლიტერატურულ გზამკვლევს და გეტყვით, თუ რომელი წიგნების შეძენას შეძლებთ 50 ლარის ფარგლებში, „პალიტრა L”-ის გამომცემლობიდან.

ოჰ, უილიამ - ელიზაბეტ სტრაუტი

ელიზაბეტ სტრაუტი ამერიკელი რომანისტი და ავტორია, რომელიც საყოველთაოდ არის ცნობილი ლიტერატურული მხატვრული ნაწარმოებებისა და მისი აღწერილობითი დახასიათების გამო. ლუსი ბარტონი მწერალია, თუმცა ყოფილი მეუღლის, უილიამის „ამოკითხვა"" ყოველთვის უჭირდა. აღიარებს კიდეც, უილიამი ჩემთვის ყოველთვის გამოცანა იყოო. ისიც გამოცანაა, დაშორებიდან წლების განმავლობაში როგორ შეინარჩუნეს კარგი ურთიერთობა. ამიტომ, როცა უილიამმა ლუსის სთხოვა, ოჯახის საიდუმლოს ამოსახსნელად მოგზაურობაში გამომყევიო, ლუსის თან გაუკვირდა და თან არა. თურმე საიდუმლოც ისეთი იყო, მისი გაგების შემდეგ მთელ ცხოვრებას სხვაგვარად რომ უნდა შეხედო და უახლოესი ადამიანები ხელახლა გაიცნო. ამ წიგნის თითოეულ ფურცელზე იმ ძალებს იპოვით, რომლებიც ერთმანეთთან დაშორების მერეც გვაკავშირებენ, უცნაურად, ხშირად გაუგებრად.

კირკე - მადელინ მილერი

ამერიკელი მწერალი მადელინ მილერი ანტიკური ლიტერატურისა და შექსპირის შემოქმედების მკვლევარია. როგორც მწერალმა, სახელი გაითქვა რომანებით ”აქილევსის სიმღერა“ და ”კირკე“, რომლებშიც ანტიკური მითები საინტერესოდ, თანამედროვე მწერლის თვალით არის დანახული. კირკე, მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილი, მარტოსული და ახლობლებისგან ათვალწუნებული მხოლოდ იმიტომ, რომ მათსავით ლამაზი არ არის, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მამაზე ნაკლები ღვთაებრივი ძალა არც მას აქვს, რომ ჰელიოსის დიდებული და კაშკაშა დარბაზების მიღმა მოკვდავთა საინტერესო სამყაროა, სავსე სულ სხვაგვარი, ადამიანური სიყვარულით თუ სიძულვილით, სევდით თუ სიხარულით. კირკეს ჯადოსნობის ძალამ თვით ოლიმპოელი ზევსიც დააფრთხო და სასჯელი სასტიკია _ გადასახლება უკაცრიელ კუნძულზე, სამუდამო მარტოობა. გრძნეულმა ქალღმერთმა კირკემ კუნძულზე ღმერთების რისხვაც იწვნია, მოკვდავთა სისასტიკეც და კიდევ დიდი სიყვარული... მოკვდავის, რომლის გამოჩენამ განმარტოებულ ცხოვრებაში სიტკბოებაზე მეტად სიმწარე არგუნა 2018 წელს კომპანიამ შეისყიდა ”კირკეს“ ეკრანიზების უფლება.

დიდი გეტსბი - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. ეს არის მამაკაცისა და ქალის დიდი ამბავი, უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა, ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი. ჯეი არაფერს იშურებს მისი გულის მოსაგებად... როგორ მთავრდება იმ კაცის სიყვარული, რომელსაც თან ყველაფერი ჰქონდა და თან - არაფერი? „დიდი გეტსბი“ იმ რომანებს განეკუთვნება, მართლაც ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება, მაგრამ ბევრ საფიქრალსაც ტოვებს.

მეგაპოლისი და ფიზიკური პირები - დავით ქართველიშვილი

თანამედროვე ქართველი ესეესტისა და პროზაიკოსის, დავით ქართველიშვილის, სამწერლობო საქმიანობა 2001 წლიდან იწყება. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, მათ შორის, 2008 წელს საუკეთესო პროზაული კრებულისთვის "საბა" მიენიჭა. ძალიან მალე, თითქმის 12-წლიანი პაუზის შემდეგ, მწერალი დავით ქართველიშვილი სამშობლოსა და ლიტერატურას ახალი წიგნით - "მეგაპოლისი და ფიზიკური პირები" დაუბრუნდა. ამ ყოველმხრივ დაქსელილ რომანში მაღალოსტატურადაა მოთხრობილი, თუ რა რეალური და შინაგანი აღმართ-დაღმართების დალაშქვრა უწევს სრულიად უცხო გარემოში (შორეულ კალიფორნიაში) მოხვედრილ მთავარ გმირს. ასეთი ბმული ტექსტს უამრავი აქვს, იქნება ეს მწვავე ემოციური ბმები შორეულ წარსულთან, რომლის გარეშეც ეს აწმყო არ შედგებოდა, თუ ამ აწმყოს სამომავლო მეტაფიზიკური ბმულ-გრადაციები. არ გამოტოვოთ შანსი, შეიძინოთ ეს ფასდაკლებით.

მოვლენა - ანი ერნო

2022 წელს ანი ერნო გახდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი „გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებას და კოლექტიურ იძულებას“. თავის უმთავრეს ნაწარმოებში, 2008 წელს გამოქვეყნებულ მემუარულ რომანში, „წლები“, საზოგადოების და ქალის "2022 წელს ანი ერნო გახდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი „გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებას და კოლექტიურ იძულებას. „იყვნენ სხვა გოგოები, რომელთა მუცლებიც ცარიელი იყო, და ვიყავი მე“ – 1963 წელს, 23 წლის ასაკში თავს გადამხდარი ამბავი ავტორმა 40 წლის შემდეგ დაწერა, 2021 წელს კი მის მიხედვით ოდრი დივანის მიერ გადაღებულმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრემია, ოქროს ლომი დაიმსახურა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი გამომცემლობები, სტამბები და მაღაზიები, რომლებიც მკითხველს წიგნების მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებენ. წიგნების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, „თბილისის წიგნის დღეები“ მრავალფეროვან კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას გააერთიანებს. არ გამოტოვოთ საუკეთესო შეთავაზებები, სიახლეები და ფასდაკლებები „პალიტრა L”-ისგან!

იხილეთ გამომცემლობა „პალიტრა L”-ის კატალოგი.

R