მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: "ჩვენი ხმა ევროპას“
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: "ჩვენი ხმა ევროპას“

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია გან­მარ­ტავს, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ მო­ქა­ლა­ქე­ებს ხელი მო­ა­წე­რონ პე­ტი­ცი­ას: "ჩვე­ნი ხმა ევ­რო­პას“. სა­უ­ბა­რია პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით გუ­შინ და­წყე­ბულ კამ­პა­ნი­ა­ზე, რო­მელ­საც ხელი პირ­ველ­მა თა­ვად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მო­ა­წე­რა.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს დო­კუ­მენტზე ხე­ლის მო­წე­რა რო­გორც ონ­ლა­ინ, ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტის ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში ად­გილ­ზე მის­ვლით შე­უძ­ლი­ათ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ევ­რო­პის ლი­დე­რებს მი­მარ­თავს და დე­კემ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას სთხოვს.

"ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მოგ­მარ­თავთ თქვენ, ევ­რო­პის ლი­დე­რებს, დე­კემ­ბრის ის­ტო­რი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე. გვსურს მო­გაწ­ვდი­ნოთ ჩვე­ნი, ხალ­ხის ერ­თობ­ლი­ვი ხმა და და­გა­ნა­ხოთ ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი სუ­ლის­კვე­თე­ბა.

მოგ­მარ­თავთ, მი­ა­ნი­ჭოთ ჩვენს ქვე­ყა­ნას კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, თა­ნახ­მად სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი ხალ­ხის მრა­ვალ­წლი­ა­ნი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სწრაფ­ვი­სა და ურ­ყე­ვი ნე­ბი­სა. სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხის გა­მო­ხა­ტუ­ლი ნება ვერ შე­არ­ყია ვერ­ცერ­თმა ურ­თუ­ლეს­მა გა­მოწ­ვე­ვამ, ვერც ომმა და ვერც ოკუ­პა­ცი­ამ. ჩვე­ნი წარ­სუ­ლით და სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით დიდი ხა­ნია ერ­თნი ვართ. მა­შა­სა­და­მე, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თქვენ­თა­ნაა, ევ­რო­პა­შია და ამას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია!

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რი­ლი პი­რო­ბის თა­ნახ­მად, ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებთ და არა­ფერს და­ვაკ­ლებთ ჩვენს მი­ზანს: სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თო­ბის ძა­ლით ხელს ვა­წერთ ამ პე­ტი­ცი­ას და ვი­თხოვთ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს“, - ნათ­ქვა­მია პე­ტი­ცი­ა­ში.

პე­ტი­ცი­ა­ზე ონ­ლა­ინ მი­ერ­თე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა იხი­ლეთ ბმუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*&
3

ზედმეტი პრანჭვები არაა საჭირო

ლიანა
9

დიახ დილის 6 საათზე იტალიის დროით მოვაწერე ხელი. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის....

ყველა ფიქრობს ისე როგორც მას ეკადრება. მე ვფიქრობ რომ დღეს ჩვენ ვჭირდებით ჩვენი შვილების მომავალს. ვჭირდებით ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს‼🇬🇪

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: "ჩვენი ხმა ევროპას“

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: "ჩვენი ხმა ევროპას“

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: "ჩვენი ხმა ევროპას“. საუბარია პრეზიდენტის ინიციატივით გუშინ დაწყებულ კამპანიაზე, რომელსაც ხელი პირველმა თავად სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც ონლაინ, ასევე პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში ადგილზე მისვლით შეუძლიათ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის ლიდერებს მიმართავს და დეკემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.

მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ, ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, - ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციაზე ონლაინ მიერთების მსურველებმა იხილეთ ბმული.