სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასოდეს დაკარგო დრო ფუჭად! - საცობში მოსასმენი წიგნები
არასოდეს დაკარგო დრო ფუჭად! - საცობში მოსასმენი წიგნები

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ყო­ვე­ლი წუთი ძვირ­ფა­სია, სა­ცო­ბე­ბი ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის ნა­წი­ლი გახ­და. თუმ­ცა, იმის ნაც­ვლად, რომ სა­ცო­ბებ­ში დრო უაზ­როდ და­ხარ­ჯოთ, შე­გიძ­ლი­ათ ეს სა­ა­თე­ბი თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს გამ­დიდ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბად აქ­ცი­ოთ და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებ­ში ჩა­ი­ძი­როთ.

ამ სტა­ტი­ა­ში გირ­ჩევთ, თუ რა წიგ­ნებს უნდა მო­უს­მი­ნოთ სა­ცობ­ში ყოფ­ნი­სას, რათა გზებ­ზე თქვე­ნი დრო უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლი გახ­დეს. აუ­დიო წიგ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში არის ად­გი­ლი რო­გორც კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რე­ბის­თვის და არ­ჩე­ვა­ნი მხო­ლოდ თქვენს ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრე­ფე­რენ­ცი­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

სე­ლესტ ინგი - ყველ­გან ხან­ძრის კე­რე­ბია

თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რი ”ყველ­გან ხან­ძრის კე­რე­ბია“ მოგ­ვი­თხრობს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის წო­ნა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა თუ იდენ­ტო­ბის ბუ­ნე­ბა­ზე, დე­დო­ბის ძა­ლა­სა და იმ საფრ­თხე­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლავს რწმე­ნას, რომ წე­სე­ბით ცხოვ­რე­ბა კა­ტას­ტრო­ფას აგა­რი­დებს. წიგ­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლია სე­რი­ა­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

მო­უს­მი­ნე

ელიფ შა­ფა­ქი - სტამ­ბო­ლე­ლი ნა­ბიჭ­ვა­რი

ელიფ შა­ფა­ქის რო­მან­ში "სტამ­ბო­ლე­ლი ნა­ბიჭ­ვა­რი" მო­თხრო­ბი­ლია ორი ოჯა­ხის, თურ­ქე­ბი­სა და სომ­ხე­ბის ის­ტო­რია. ჩახ­მახ­ჩი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ახლა აშშ-ში ცხოვ­რობს, 1915 წლის სომ­ხე­ბის გე­ნო­ცი­დის მსხვერ­პლია. იმ სის­ხლი­ან­მა დრო­ე­ბამ ისი­ნი დევ­ნი­ლად აქ­ცია. მას შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და და ჯე­რაც არ მო­შუ­შე­ბი­ათ ჭრი­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ ჰგო­ნი­ათ, სა­მუ­და­მოდ და­აღ­წი­ეს თავი თურ­ქეთს, სტამ­ბოლს, ჰგო­ნი­ათ...

მო­უს­მი­ნე

ნი­კო­ლას სპარ­ქსი - დღი­უ­რი

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან ახ­ლა­ხან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ნოა კოლ­ჰუ­ნი სამ­ხრეთ­ში სა­კუ­თარ პლან­ტა­ცი­ას უვ­ლის.მას გრძე­ლი დღე­ე­ბი წლე­ბის წი­ნან­დე­ლი თავ­გა­და­სავ­ლის გახ­სე­ნე­ბა­ში გაჰ­ყავს - იმის მი­უ­ხე­და­ვად,რომ ამ ამ­ბი­დან 14 წელი გა­ვი­და, ნოას არ ტო­ვებს საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის სახე. ელის და­კარ­გვის შემ­დეგ ნოა მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბე­ბით აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას მა­ნამ, სა­ნამ ელი მო­უ­ლოდ­ნე­ლად არ და­უბ­რუნ­დე­ბა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს. „დღი­უ­რი„ ნი­კო­ლა სპარ­ქსის პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თქმუ­ლი რო­მა­ნია. წიგ­ნი 1996 წელს გა­მო­ი­ცა და დღე­საც მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბის სი­ა­შია.

მო­უს­მი­ნე

მა­დე­ლინ მი­ლე­რი - კირ­კე

მი­თო­ლო­გი­ის მოყ­ვა­რუ­ლებს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა გე­ლით. ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი მა­დე­ლინ მი­ლე­რი ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და შექ­სპი­რის შე­მოქ­მე­დე­ბის მკვლე­ვა­რია. რო­გორც მწე­რალ­მა, სა­ხე­ლი გა­ით­ქვა რო­მა­ნე­ბით ”აქი­ლევ­სის სიმ­ღე­რა“ და ”კირ­კე“, რომ­ლებ­შიც ან­ტი­კუ­რი მი­თე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოდ, თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლის თვა­ლით არის და­ნა­ხუ­ლი. კირ­კე, მზის ღმერ­თის, ტი­ტან ჰე­ლი­ო­სის ქა­ლიშ­ვი­ლი, მარ­ტო­სუ­ლი და ახ­ლობ­ლე­ბის­გან ათ­ვალ­წუ­ნე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მათ­სა­ვით ლა­მა­ზი არ არის, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს აღ­მო­ა­ჩენს, რომ მა­მა­ზე ნაკ­ლე­ბი ღვთა­ებ­რი­ვი ძალა არც მას აქვს, რომ ჰე­ლი­ო­სის დი­დე­ბუ­ლი და კაშ­კა­შა დარ­ბა­ზე­ბის მიღ­მა მოკ­ვდავ­თა სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ყა­როა, სავ­სე სულ სხვაგ­ვა­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით თუ სი­ძულ­ვი­ლით, სევ­დით თუ სი­ხა­რუ­ლით.

მო­უს­მი­ნე

ჟიულ ვერ­ნი - კა­პი­ტან ჰა­ტე­რა­სის თავ­გა­და­სა­ვა­ლი

ჟიულ ვერ­ნი მისი მთა­ვა­რი წიგ­ნე­ბით და­უ­ვი­წყარ მოგ­ზა­უ­რო­ბას, თავ­გა­და­სავ­ლებ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გპირ­დე­ბათ. და­ემ­გზავ­რეთ კა­პი­ტან ნე­მო­სა და პრო­ფე­სორ არო­ნაკსს წყალ­ქვე­შა უკი­დე­გა­ნო სამ­ყა­როს­კენ - იქ სა­ო­ცა­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გე­ლო­დე­ბათ; ინ­ჟი­ნერ სმიტს კი უკაც­რი­ელ, სა­ი­დუმ­ლო კუნ­ძულ­ზე გაჰ­ყე­ვით; რო­ბერტ და მერი გრან­ტე­ბი მა­მას - კა­პი­ტან გრანტს ეძე­ბენ... გა­ი­გეთ, სად ჩა­უშ­ვე­ბენ ღუ­ზას და იპო­ვი­ან თუ არა მა­მას; ჩრდი­ლო­ე­თი პო­ლუ­სი ახ­ლოს მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, თუ შე­უ­პო­ვა­რი და გა­ბე­დუ­ლი კა­პი­ტან ჯონ ჰა­ტე­რა­სის სა­ო­ცარ თავ­გა­და­სა­ვალს გა­ეც­ნო­ბით; ამის მერე კი აღარც აფ­რი­კის სა­ნა­პი­რო­ე­ბის­კენ „პი­ლიგ­რი­მით” მგზავ­რო­ბის შე­გე­შინ­დე­ბათ, თუნ­დაც გემს თხუთ­მე­ტი წლის კა­პი­ტა­ნი მარ­თავ­დეს. რაც მთა­ვა­რია, თი­თო­ე­უ­ლი “მგზავ­რო­ბი­სას” ფა­თე­რა­კე­ბი და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, უჩ­ვე­უ­ლო და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი კი ის თი­ლის­მა, რო­მე­ლიც მკი­თხველს ჟიულ ვერ­ნი­სე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლად აქ­ცევს.

მო­უს­მი­ნე

არ­თურ კო­ნან დო­ი­ლი - შერ­ლოკ ჰოლმსის თავ­გა­და­სა­ვა­ლი

გა­იხ­სე­ნეთ ბავ­შვო­ბა და ჩა­ი­ძი­რეთ გე­ნი­ო­სი გა­მომ­ძი­ებ­ლის, შერ­ლოკ ჰოლმსის თავ­გა­და­სავ­ლებ­ში. სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ის გარ­და, დე­ტექ­ტი­ვის ჟან­რი ტვინს ააქ­ტი­უ­რებს.

მო­უს­მი­ნე

მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი - მარ­გა­ლი­ტე­ბი

15 წლის მარ­გო სვა­ნე­თი­სუ­ბან­ში ცხოვ­რობს, ანა­ნა­სებ­ზე ოც­ნე­ბობს, ძა­ლი­ან ბევ­რს კი­თხუ­ლობს და ამ­ჩნევს ყვე­ლა­ფერს, რა­საც სხვე­ბი ვერ ხე­და­ვენ. მისი ცხოვ­რე­ბა სავ­სეა წვრილ­მა­ნი სას­წა­უ­ლე­ბით და ამ სას­წა­უ­ლე­ბის შუ­ა­გულ­ში სამ­ნი არი­ან: მარ­გო, მისი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი და, ანა, და პუტ­კუ­ნა, საყ­ვა­რე­ლი ბი­ძაშ­ვი­ლი, ბელა. დიდი ქა­ლა­ქის ამ პა­ტა­რა უბან­ში დღე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ჰგავს _ უდე­ნო­ბის გამო ტე­ლე­ვი­ზორს იშ­ვი­ა­თად რთა­ვენ, სა­მე­ზობ­ლო­ში ყვე­ლას პი­რად თუ სა­ჯა­რო ამ­ბებს ხან უბ­ნის ბირ­ჟა­ზე, ხან ეკ­ლე­სი­ა­ში და ხა­ნაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში, ლამ­პის შუქ­ზე, ფინ­ჯა­ნი ყა­ვის თან­ხლე­ბით გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ჭო­რა­ო­ბენ, ჩხუ­ბო­ბენ, კა­მა­თო­ბენ, სიყ­ვა­რულს უხ­სნი­ან... მარ­გო, რო­მელ­საც უნდა, რომ მწე­რა­ლი და ში­ნა­ბე­რა გა­მო­ვი­დეს“, დე­ტა­ლუ­რად გვიყ­ვე­ბა ამ ამ­ბებს _ ” ხან გვაბ­რა­ზებს, ხან გვა­ცი­ნებს... და ამა­სო­ბა­ში ხდე­ბა რა­ღაც, რაც ყვე­ლა­ფერს ცვლის... დე­ბი­უ­ტან­ტი მწერ­ლის, მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლის, რო­მა­ნი 1990იანი წლე­ბის და­სა­წყი­სის თბი­ლისს სრუ­ლე­ბით ახ­ლე­ბუ­რად და­გა­ნახ­ვებთ. მკი­თხვე­ლის თვალ­წინ დრო­ზე ადრე გაზ­რდი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ყვე­ლა­ფერს უძ­ლე­ბენ, რისი გაძ­ლე­ბაც, ერთი შე­ხედ­ვით, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს არის სი­ცი­ლი­თა და ცრემ­ლე­ბით სავ­სე ამ­ბა­ვი ქვე­ყა­ნა­სა და გო­გო­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლონ და გა­დარ­ჩნენ.

მო­უს­მი­ნე

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

არასოდეს დაკარგო დრო ფუჭად! - საცობში მოსასმენი წიგნები

არასოდეს დაკარგო დრო ფუჭად! - საცობში მოსასმენი წიგნები

თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველი წუთი ძვირფასია, საცობები ბევრი ჩვენგანისთვის ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ საცობებში დრო უაზროდ დახარჯოთ, შეგიძლიათ ეს საათები თქვენი შინაგანი სამყაროს გამდიდრების შესაძლებლობად აქციოთ და საინტერესო ისტორიებში ჩაიძიროთ.

ამ სტატიაში გირჩევთ, თუ რა წიგნებს უნდა მოუსმინოთ საცობში ყოფნისას, რათა გზებზე თქვენი დრო უფრო პროდუქტიული გახდეს. აუდიო წიგნების სამყაროში არის ადგილი როგორც კლასიკური ლიტერატურისთვის, ასევე თანამედროვე ბესტსელერებისთვის და არჩევანი მხოლოდ თქვენს ლიტერატურულ პრეფერენციებზეა დამოკიდებული.

სელესტ ინგი - ყველგან ხანძრის კერებია

თანამედროვე ბესტსელერი ”ყველგან ხანძრის კერებია“ მოგვითხრობს საიდუმლოების წონაზე, ხელოვნებისა თუ იდენტობის ბუნებაზე, დედობის ძალასა და იმ საფრთხეზე, რომელიც ახლავს რწმენას, რომ წესებით ცხოვრება კატასტროფას აგარიდებს. წიგნის მიხედვით გადაღებულია სერიალი, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით.

მოუსმინე

ელიფ შაფაქი - სტამბოლელი ნაბიჭვარი

ელიფ შაფაქის რომანში "სტამბოლელი ნაბიჭვარი" მოთხრობილია ორი ოჯახის, თურქებისა და სომხების ისტორია. ჩახმახჩიანების ოჯახი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, 1915 წლის სომხების გენოციდის მსხვერპლია. იმ სისხლიანმა დროებამ ისინი დევნილად აქცია. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ჯერაც არ მოშუშებიათ ჭრილობები, მაგრამ ჰგონიათ, სამუდამოდ დააღწიეს თავი თურქეთს, სტამბოლს, ჰგონიათ...

მოუსმინე

ნიკოლას სპარქსი - დღიური

მეორე მსოფლიო ომიდან ახლახან დაბრუნებული ნოა კოლჰუნი სამხრეთში საკუთარ პლანტაციას უვლის.მას გრძელი დღეები წლების წინანდელი თავგადასავლის გახსენებაში გაჰყავს - იმის მიუხედავად,რომ ამ ამბიდან 14 წელი გავიდა, ნოას არ ტოვებს საყვარელი ქალის სახე. ელის დაკარგვის შემდეგ ნოა მხოლოდ მოგონებებით აგრძელებს ცხოვრებას მანამ, სანამ ელი მოულოდნელად არ დაუბრუნდება მშობლიურ ქალაქს. „დღიური„ ნიკოლა სპარქსის პირველი და ყველაზე სახელგანთქმული რომანია. წიგნი 1996 წელს გამოიცა და დღესაც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია.

მოუსმინე

მადელინ მილერი - კირკე

მითოლოგიის მოყვარულებს დიდი სიამოვნება გელით. ამერიკელი მწერალი მადელინ მილერი ანტიკური ლიტერატურისა და შექსპირის შემოქმედების მკვლევარია. როგორც მწერალმა, სახელი გაითქვა რომანებით ”აქილევსის სიმღერა“ და ”კირკე“, რომლებშიც ანტიკური მითები საინტერესოდ, თანამედროვე მწერლის თვალით არის დანახული. კირკე, მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილი, მარტოსული და ახლობლებისგან ათვალწუნებული მხოლოდ იმიტომ, რომ მათსავით ლამაზი არ არის, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მამაზე ნაკლები ღვთაებრივი ძალა არც მას აქვს, რომ ჰელიოსის დიდებული და კაშკაშა დარბაზების მიღმა მოკვდავთა საინტერესო სამყაროა, სავსე სულ სხვაგვარი, ადამიანური სიყვარულით თუ სიძულვილით, სევდით თუ სიხარულით.

მოუსმინე

ჟიულ ვერნი - კაპიტან ჰატერასის თავგადასავალი

ჟიულ ვერნი მისი მთავარი წიგნებით დაუვიწყარ მოგზაურობას, თავგადასავლებსა და შთაბეჭდილებებს გპირდებათ. დაემგზავრეთ კაპიტან ნემოსა და პროფესორ არონაკსს წყალქვეშა უკიდეგანო სამყაროსკენ - იქ საოცარი აღმოჩენები გელოდებათ; ინჟინერ სმიტს კი უკაცრიელ, საიდუმლო კუნძულზე გაჰყევით; რობერტ და მერი გრანტები მამას - კაპიტან გრანტს ეძებენ... გაიგეთ, სად ჩაუშვებენ ღუზას და იპოვიან თუ არა მამას; ჩრდილოეთი პოლუსი ახლოს მოგეჩვენებათ, თუ შეუპოვარი და გაბედული კაპიტან ჯონ ჰატერასის საოცარ თავგადასავალს გაეცნობით; ამის მერე კი აღარც აფრიკის სანაპიროებისკენ „პილიგრიმით” მგზავრობის შეგეშინდებათ, თუნდაც გემს თხუთმეტი წლის კაპიტანი მართავდეს. რაც მთავარია, თითოეული “მგზავრობისას” ფათერაკები და მოულოდნელობები ჩვეულებრივი ამბავია, უჩვეულო და წარმოუდგენელი სიტუაციები კი ის თილისმა, რომელიც მკითხველს ჟიულ ვერნისეული ლიტერატურის მოყვარულად აქცევს.

მოუსმინე

ართურ კონან დოილი - შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი

გაიხსენეთ ბავშვობა და ჩაიძირეთ გენიოსი გამომძიებლის, შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლებში. საინტერესო ისტორიის გარდა, დეტექტივის ჟანრი ტვინს ააქტიურებს.

მოუსმინე

მარიამ გურგენიშვილი - მარგალიტები

15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს _ უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს _ ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ.

მოუსმინე

R