ავტორი:

რა ვითარებაა ორბელიანის სასახლესთან, სადაც პრეზიდენტის ინიციატივით მოქალაქეები შეიკრიბნენ - გადაწყდა, რომ დღეიდან იწყება ხელმოწერების კამპანია - "ჩვენი ხმა ევროპას" (ფოტოები)

რა ვითარებაა ორბელიანის სასახლესთან, სადაც პრეზიდენტის ინიციატივით მოქალაქეები შეიკრიბნენ - გადაწყდა, რომ დღეიდან იწყება ხელმოწერების კამპანია - "ჩვენი ხმა ევროპას" (ფოტოები)

ორბელიანების სასახლესთან ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლოზუნგით - "ჩვენი ხმა ევროპას“ მოქალაქეები არიან შეკრებილები.

შეკრება პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიგეგმა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

ასევე, პრეზიდენტის ინიციატივით, დღეიდან იწყება ხელმოწერების კამპანია - "ჩვენი ხმა ევროპას".

"დღეს იწყება ჩვენი ხელმოწერების კამპანია - "ჩვენი ხმა ევროპას". კამპანია, რომელიც ჩემზე კი არა თქვენზეა დამოკიდებული, მთელ ქვეყანაზე, უნდა იყოს გაშლილი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ღონისძიებას ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 20:00 საათზე, დაგეგმილი იყო კონცერტი, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო კონცერტი გაუქმდა.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი, "ინტერპრესნიუსი"