ხელვაჩაურში სოფელ მახოში 29 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მცირეწლოვანი ძმების მამაც გარდაიცვალა. ჯაბა ბერიძე კლინიკაში ათი დღის განმავლობაში მკურნალობდა.
"10 დღის შემდეგ ჯაბა წავიდა თავის შვილებთან იმიერში" - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.
ცნობისთვის, სოფელ მახოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე თქმით, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო შუახნის მამაკაცი კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.