ავტორი:

"ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას - ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა" - ხაბეიშვილი

"ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას - ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ,  საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა" - ხაბეიშვილი

ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ევროპელები ქართველები არიან, ხოლო მთავარი ევროპული პარტია - "ნაციონალური მოძრაობაა“.

"ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა. მე მინდა ეს პირველი წარმატება და ნაბიჯი, რომელიც არ არის საბოლოო და საბოლოოდ ჩვენ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ პარტიაზე, მივულოცო ქართველ ხალხს.

მინდა ასევე მივულოცო უკრაინის მოსახლეობას, უკრაინელ ხალხს, მოლდოველებს, რომლებიც კიდევ უფრო წარმატებულები არიან და გადადგეს უდიდესი ნაბიჯი, რომ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მთავარი ევროპელები ვართ ჩვენ, მთავარი ევროპული პარტია არის "ნაციონალური მოძრაობა“, მთავარია ხალხის ურყევი ნება, რომელსაც სურს ევროკავშირში. ახლა ჯერი არის ჩვენზე. ევროპამ გადაწყვიტა და ცხადია, რომ ეს ასეც იქნებოდა, საქართველო არ დატოვოს და მიატოვოს ტერორისტი პუტინის და რუსეთის ამარა, ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე იხილეთ: