ავტორი:

რა თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს შესახებ კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის გაცემისას?

რა თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს შესახებ კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის გაცემისას?

"პირველ რიგში, ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის",- ამის შესახებ ვროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

  • მისივე თქმით, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად.

"პირველ რიგში, ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის.

ხშირად, როდესაც ვანიჭებთ კნადიდატის სტატუსს, ან ვუწევთ რეკომენდაციას ამ სტატუსის მინიჭებას, ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი.

ეს დეტალურად არის გაწერილი რეკომენდაციებში. ეს ნამდვილად უზარმაზარი ნაბიჯია საქართველოსთვის, ასევე, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად.

ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნას ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, უნდა ფოკუსირდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც გაიცა წარსულში და ახლა კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში.

მთავრობამ უნდა მიაღწიოს უფრო მეტ პროგრესს 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. ახლა ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მთავრობამ გადადგა ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯები, მაგალითად დეოლიგარქიზაციის კუთხით გადაიდგა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, პერსონალური მიდგომა დაინერგა, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, შესაბამისად კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.