ავტორი:

ევროკომისია უკრაინის, მოლდოვის და ბოსნია ჰერცეგოვინასთან მიმართებაში ევროკავშირში გაწევრების რეკომენდაციას იძლევა

ევროკომისია უკრაინის, მოლდოვის და ბოსნია ჰერცეგოვინასთან მიმართებაში ევროკავშირში გაწევრების რეკომენდაციას იძლევა

ევროკომისია უკრაინის, მოლდოვის და ბოსნია ჰერცეგოვინასთან მიმართებაში ევროკავშირში გაწევრების რეკომენდაციას იძლევა.

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბოსნია ჰერცეგოვინასთან მიმართებაში იქნება კონკრეტული დათქმები.

"საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭომ დაიწყოს მიერთების მოლაპარაკებები.

კომისია, ასევე, გაწევრების მოლაპარაკების რეკომენდაციას იძლევა მოლდოვასთან, ასევე ბოსნია ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება წევრობის კრიტერიუმთან შესაბამისობა და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.