პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისოლ ჯგუფი" "საბვეისთან" ექსკლუზიური, მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში 80 ამერიკულ რესტორანს გახსნის
"ვისოლ ჯგუფი" "საბვეისთან" ექსკლუზიური, მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში 80 ამერიკულ რესტორანს გახსნის

„ვი­სოლ ჯგუფ­მა“ „საბ­ვე­ის­თან“ - სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის მსოფ­ლიო ლი­დერ­თან - მას­ტერ ფრენ­ჩა­ი­ზის ექ­სკლუ­ზი­ურ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხელი.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, “ვი­სოლ ჯგუ­ფი” მო­მა­ვა­ლი რა­მო­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში“საბ­ვე­ის” 80 რეს­ტო­რანს გახ­სნის. ხელ­მო­წე­რის ოფი­ცი­ა­ლურ ცე­რე­მო­ნი­ალს ამე­რი­კუ­ლი სა­რეს­ტორ­ნო ქსე­ლის, „საბ­ვე­ის“ დე­ლე­გა­ცია და­ეს­წრო.

რო­გორც „საბ­ვე­ის“ MAMCIP რე­გი­ო­ნის მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი, კა­გან სან­ლი აღ­ნიშ­ნავს, „საბ­ვე­ის“ ბრენ­დის „ვი­სოლ ჯგუფ­თან“ ერ­თად გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბის ახალ ის­ტო­რი­ას შექ­მნის.

„ვი­სოლ ჯგუფ­თან“ პარტნი­ო­რო­ბა პა­ტი­ვია და მას დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვი­წყებთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნი „საბ­ვე­ის“ ქსე­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით გან­ვი­თა­რე­ბაა, „ვი­სოლ ჯგუ­ფი“ კი გა­მორ­ჩე­უ­ლი და წამ­ყვა­ნი ბიზ­ნეს ჯგუ­ფია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში მსხვი­ლი გლო­ბა­ლუ­რი ბრენ­დე­ბის წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია უზ­რუნ­ველ­ყოფს და ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნებ­სა და გე­მოვ­ნე­ბას ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნობს. შე­სა­ბა­მი­სად, „საბ­ვე­ის“ ბრენ­დის „ვი­სოლ ჯგუფ­თან“ ერ­თად გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბის ახალ ის­ტო­რი­ას შექ­მნის“, -აცხა­დებს კა­გან სან­ლი.

„ვი­სოლ ჯგუ­ფი“ დღეს­დღე­ო­ბით „ვენ­დი­სა“ და „დან­კი­ნის“ 100-ზე მეტ ამე­რი­კულ რეს­ტო­რანს მარ­თავს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. „საბ­ვე­ის­თან“ ფრენ­ჩა­ი­ზის ექ­სკლუ­ზი­უ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გახ­სნი­ლი 80 ახა­ლი ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნით „ვი­სოლ ჯგუ­ფი“ რა­მო­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში უკვე 200-ზე მეტი რეს­ტორ­ნის ოპე­რი­რე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და ინ­დუსტრი­ის უპი­რო­ბო ლი­დე­რი გახ­დე­ბა, რაც ჯა­მუ­რად 3000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას შექ­მნის.

რო­გორც “ვენ­დი­სის”, “დან­კი­ნი­სა” და “საბ­ვე­ის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი მშვილ­და­ძე აღ­ნიშ­ნავს, „საბ­ვე­ის­თან “- სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის მსოფ­ლიო ლი­დერ­თან - მას­ტერ ფრენ­ჩა­ი­ზის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია.

„სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია კი, რო­მელ­საც „საბ­ვე­ის“ ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­ვი­ღებთ, კი­დევ უფრო მეტ პო­ზი­ტი­ურ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ქარ­თულ ბიზ­ნეს­სა და ეკო­ნო­მი­კა­ზე. „საბ­ვე­ის­თვის“ „ვი­სოლ ჯგუფ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ზრდის­კენ ჩვენ­მა მუდ­მივ­მა სწრაფ­ვამ, ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა და თუ სხვა ტი­პის ინო­ვა­ცი­ებ­მა, მა­ღა­ლი ხა­რის­ხობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვამ და დაც­ვამ, ასე­ვე მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე მუდ­მივ­მა ზრუნ­ვამ შექ­მნა. ჩვენ “საბ­ვე­ის­თან” ერ­თად სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს ხა­რის­ხის, ჯან­სა­ღი და ახალ­მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბის კუ­თხით. შე­სა­ბა­მი­სად, „ვი­სოლ ჯგუფ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით „საბ­ვე­ის“ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სენდვი­ჩე­ბი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი, მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი მიმ­ზიდ­ვე­ლი ერ­გო­ნო­მი­კის მქო­ნე რეს­ტორ­ნებ­ში, სა­დაც ასო­ბით ახალ სა­მუ­შაო ად­გილს შევ­ქმნით“,- აცხა­დებს გი­ორ­გი მშვილ­და­ძე.

რო­გორც „საბ­ვე­ის“ ხმელ­თა­შუა, ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის დი­რექ­ტორ­მა, ბრუ­ნო მა­კა­ნე­ი­რომ აღ­ნიშ­ნა, „სა­ქარ­თვე­ლო მდი­და­რი ის­ტო­რი­ით და კულ­ტუ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებს შევ­თა­ვა­ზოთ მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და მომ­სა­ხუ­რე­ბა. "ვი­სოლ ჯგუფს“ გლო­ბა­ლუ­რი ბრენ­დე­ბის რეს­ტორ­ნე­ბის მარ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და “საბ­ვე­ის“ ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნია, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მათი ჩარ­თუ­ლო­ბა რეს­ტორ­ნე­ბის სა­თა­ნა­დო ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბე­ბის შერ­ჩე­ვი­სა­საც, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლოს ვი­ყოთ მომ­ხმა­რე­ბელ­თან. მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზებთ მათ­თვის მი­სა­ღებ რე­ცეპ­ტებს გა­მორ­ჩე­უ­ლი ერ­გო­ნო­მი­კის მქო­ნე, თბილ გა­რე­მო­ში“,- აღ­ნიშ­ნა ბრუ­ნო მა­კა­ნე­ი­რომ.

“საბ­ვეი“ 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი 37000-ზე მეტი რეს­ტორ­ნით სწრა­ფი კვე­ბის სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მო­თა­მა­შეა მსოფ­ლი­ო­ში. “საბ­ვე­ის“ გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რია 1965 წლი­დან იწყე­ბა და დღეს „საბ­ვე­ის“ ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი წე­ლი­წად­ში მი­ლი­არდ ადა­მი­ანს მას­პინ­ძლო­ბენ, ყო­ველ­დღი­უ­რად 5 000 000 უგემ­რი­ე­ლე­სი სენდვი­ჩით.

R

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
0

არც მაგათ საწვავს არ ვასხამ და მითუმეტეს საჭმელად არ შევიდე,ხელოვნურად გამოყვანილი ,,ბიზნესმებები",არ დამთავრდა საქართველოში კამსამილობა

`
0

მაგ აკლდა კიდევ ვისოლს;)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ვისოლ ჯგუფი" "საბვეისთან" ექსკლუზიური, მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში 80 ამერიკულ რესტორანს გახსნის

"ვისოლ ჯგუფი" "საბვეისთან" ექსკლუზიური, მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში 80 ამერიკულ რესტორანს გახსნის

„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ - სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან - მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ხელშეკრულების შესაბამისად, “ვისოლ ჯგუფი” მომავალი რამოდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში“საბვეის” 80 რესტორანს გახსნის. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალს ამერიკული სარესტორნო ქსელის, „საბვეის“ დელეგაცია დაესწრო.

როგორც „საბვეის“ MAMCIP რეგიონის მმართველი დირექტორი, კაგან სანლი აღნიშნავს, „საბვეის“ ბრენდის „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად განვითარება საქართველოში წარმატების ახალ ისტორიას შექმნის.

„ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობა პატივია და მას დიდი ენთუზიაზმით ვიწყებთ. ჩვენი მიზანი „საბვეის“ ქსელის საერთაშორისო მასშტაბით განვითარებაა, „ვისოლ ჯგუფი“ კი გამორჩეული და წამყვანი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგიონში მსხვილი გლობალური ბრენდების წარმატებულ საქმიანობას უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს და ქართველი მომხმარებლის მოთხოვნებსა და გემოვნებას ყველაზე კარგად იცნობს. შესაბამისად, „საბვეის“ ბრენდის „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად განვითარება საქართველოში წარმატების ახალ ისტორიას შექმნის“, -აცხადებს კაგან სანლი.

„ვისოლ ჯგუფი“ დღესდღეობით „ვენდისა“ და „დანკინის“ 100-ზე მეტ ამერიკულ რესტორანს მართავს მთელი საქართველოს მასშტაბით. „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე გახსნილი 80 ახალი ამერიკული რესტორნით „ვისოლ ჯგუფი“ რამოდენიმე წელიწადში უკვე 200-ზე მეტი რესტორნის ოპერირებას განახორციელებს და ინდუსტრიის უპირობო ლიდერი გახდება, რაც ჯამურად 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის.

როგორც “ვენდისის”, “დანკინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვილდაძე აღნიშნავს, „საბვეისთან “- სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან - მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულების გაფორმება „ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპია.

„სოლიდური ინვესტიცია კი, რომელსაც „საბვეის“ ქსელის განვითარებისთვის გავიღებთ, კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე. „საბვეისთვის“ „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობის მყარი საფუძველი განვითარებისა და ზრდისკენ ჩვენმა მუდმივმა სწრაფვამ, ტექნოლოგიურმა და თუ სხვა ტიპის ინოვაციებმა, მაღალი ხარისხობრივი სტანდარტების დანერგვამ და დაცვამ, ასევე მომხმარებლებზე მუდმივმა ზრუნვამ შექმნა. ჩვენ “საბვეისთან” ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობით „საბვეის“ მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები, მთელს საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი მიმზიდველი ერგონომიკის მქონე რესტორნებში, სადაც ასობით ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით“,- აცხადებს გიორგი მშვილდაძე.

როგორც „საბვეის“ ხმელთაშუა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დირექტორმა, ბრუნო მაკანეირომ აღნიშნა, „საქართველო მდიდარი ისტორიით და კულტურით გამოირჩევა. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ქართველ მომხმარებლებს შევთავაზოთ მათზე მორგებული პროდუქტები და მომსახურება. "ვისოლ ჯგუფს“ გლობალური ბრენდების რესტორნების მართვის გამორჩეული გამოცდილება აქვს და “საბვეის“ ქსელის განვითარების უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათი ჩართულობა რესტორნების სათანადო ადგილმდებარეობების შერჩევისასაც, რომ მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ მომხმარებელთან. მომხმარებელს შევთავაზებთ მათთვის მისაღებ რეცეპტებს გამორჩეული ერგონომიკის მქონე, თბილ გარემოში“,- აღნიშნა ბრუნო მაკანეირომ.

“საბვეი“ 100-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა მსოფლიოში. “საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება და დღეს „საბვეის“ ამერიკული რესტორნები წელიწადში მილიარდ ადამიანს მასპინძლობენ, ყოველდღიურად 5 000 000 უგემრიელესი სენდვიჩით.

R