ლიტერატურული დღესასწაული - თბილისის წიგნის დღეები მკითხველს საინტერესო სიახლეებს უმზადებს. გამოფენა ტრადიციულად, „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 10-11-12 ნოემბერს გაიმართება და ლიტერატურის მოყვარულებს ათეულობით ადგილობრივ გამომცემლობას, სტამბასა და მაღაზიას გააცნობს.
განსაკუთრებული სიურპრიზები ელოდებათ ბავშვებს: გამომცემლობა „პალიტრა L” მათ როგორც ახალ, ისე კლასიკურ ნამუშევრებს წარუდგენს სპეციალურად პატარა სტუმრებისთვის მოწყობილ გარემოში. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ თანამედროვე ავტორებს, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო აქტივობებში და დრო ხალისიანად გაატარონ.
ამასთან, მკითხველებს საშუალება ექნებათ, „პალიტრა L-ის“ სივრცეში სასურველი წიგნები გრანდიოზული ფასდაკლებით შეიძინონ.
„ყველაფერი იწყება წიგნით, ამიტომ გვსურს, ის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც პატარა, ისე მოზრდილი მკითხველისთვის. შესაბამისად, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებშიც სტუმრებს საინტერესო სიურპრიზებს დავახვედრებ გვესტუმრე ლიტერატურულ დღესასწაულზე და იკითხე საუკეთესო“, - აღნიშნეს „პალიტრა L-ში“.
გამოფენაზე პატარა მკითხველებს დახვდებათ ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის - თოვლის გუნდას ზღაპრები და სათამაშოები. „პალიტრა L-ის“ სპეციალური მიმართულება, „გუნდას წიგნები“ კი მკითხველს შემდეგ ლიტერატურულ ნამუშევრებს შესთავაზებს:
„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ ის წიგნია, რომელიც მშობელმა და პატარამ ერთად უნდა წაიკითხონ, დაათვალიერონ ულამაზესი ილუსტრაციები, აღმოაჩინონ საოცარი ამბავი მამაშვილობაზე, ოჯახზე, ზრუნვასა და სიყვარულზე.
„ჩვენი სახლი“ თქვენთვისაა, ვინც 9+ წლისანი ხართ, კითხვაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ და იუმორთანაც არ ხართ მწყრალად. „ჩვენი სახლი“ სიტყვების თამაშითა და უცნაური სიტყვათშეთანხმებებით, სახელებითა და სათაურებით, პერსონაჟებითა და მათი ყოველდღიურობის აღწერით საინტერესო ამბებით სავსე მოგზაურობაში გეპატიჟებათ. აჰყევით ამ თამაშს და პერსონაჟებისა და მათი ყოფის ამსახველ ამ მხიარულ წიგნში საკუთარ ადგილსაც იპოვით. მერე მოიძიეთ თქვენ გარშემო მსგავსი მხიარული თუ სერიოზული ამბები და ადამიანები და მოჰყევით მათ შესახებ ისე, როგორც ჯერ არავის მოუყოლია.
ბებე მოხერხებული, მახვილგონიერი და კეთილი ბიჭუნაა, რომელთან ერთადაც დიდ თავგადასავალში გაეხვევით. წიგნის გმირებთან ერთად წარმოუდგენელ ქალაქში გადასახლდებით, სადაც ხან ცრუპენტელების ქუჩაზე აღმოჩნდებით, ხან ჭორისუბანში, ხან ალალმართალთა შესახვევში ამოყოფთ თავს და ხან ტრაბახის გამზირზე... ვის არ გაიცნობთ: დოდი ღვეზელყლაპიას, ბიცოლა დარიჩინას, ყაჩაღების უფროს ბარნაბას, პოლიციელ კაპიტონს, ქალბატონ ღვარღვარას გულჩვილთა ქუჩიდან, ფოსტალიონ ჩიტოს..."
ამბავი იწყება ასე: თავიდან მხოლოდ ოთხნი ვიყავით: მე, ლუკა, დედა და მამა. მერე ლილი დაიბადა და გავხუთდით. 4+1=5. მე ლუნა მქვია და მაშინ მეც ხუთი წლის ვიყავი. ლუკა ჩემზე დიდია, სამი წლით. 5+3=8. დედა და მამა ბევრის იყვნენ, მაგდენი მიმატება, აბა, რა ვიცოდი.
ალექსანდრე ლორთქიფანიძის მთავარი პერსონაჟი თავისი ოჯახის შესახებ საინტერესო ამბებს მოგითხრობთ.
გაინტერესებს, როგორ გაჩნდა ქარი? ან თეთრი ყვავის შესახებ თუ გსმენია? ალბათ, არც კაკლის ხის ზღაპარი იცი და არც ის ტრამვაი, პატარა ლამაზ გოგონას გულის ფანცქალით რომ ელოდებოდა ხოლმე. ვასო გულეურის ეს მშვენიერი წიგნი სწორედ ასეთი ამბებით არის სავსე. თითოეული მათგანი დაუვიწყარი და ძალიან საყვარელია. წაიკითხე. აუცილებლად მოგეწონება და გული სითბოთი და სიყვარულით აგევსება.
ეს პოსტმოდერნისტული მხიარული ზღაპარი დიდებისთვისაცაა- ისინი სტრიქონებს შორის და პერსონაჟებში რუსთაველს, გურამიშვილს, ლინდდრენს, ძმებ გრიმებს, ნიცშეს და კიდევ ბევრ სხვა ავტორს ამოიკითხავენ, პატარები კი ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში თათიასა და ნათიასთან ერთად იმოგზაურებენ და იმხიარულებენ.
ამ ზღაპარში თოვლის გუნდა მეგობრის პოვნას ცდილობს, დედა ბუს კი თავისი შვილი, სახელად ტუსურა, დაჰკარგვია და მის მოსაძებნად მიეშურება. გინდა გაიგო, იპოვის თუ არა გუნდა მეგობარს ან ბუ ტუსურა შეხვდება თუ არა დედიკოს? მაშინ წაიკითხე ეს ჯადოსნური წიგნი და ზღაპრის გმირებთან ერთად ეძებე, იპოვე და გამხიარულდი.
ესტუმრეთ თბილისის წიგნის დღეებს და აღმოაჩინეთ ლიტერატურული სიახლეები „პალიტრა L-სგან“.
R