მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 რამ, რაც დახვეწილი და გამძლე ინტერიერის შექმნაში დაგვეხმარება - დიზაინერის რეკომენდაციები
3 რამ, რაც დახვეწილი და გამძლე ინტერიერის შექმნაში დაგვეხმარება - დიზაინერის რეკომენდაციები

სახ­ლსა თუ სა­მუ­შაო სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს. შე­სა­ბა­მი­სად, დი­ზა­ი­ნის შექ­მნის პრო­ცეს­ში სწო­რად უნდა და­ვი­სა­ხოთ მიზ­ნე­ბი და ეფექ­ტუ­რად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ისი­ნი. მა­გა­ლი­თად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის შექ­მნი­სას აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი­სა და მშვი­დი გა­რე­მოს შექ­მნა­ზე, ხოლო სა­მუ­შაო სივ­რცე კი პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის გაზ­რდა­ში უნდა გვეხ­მა­რე­ბო­დეს.

ამ­გვა­რი ატ­მოს­ფე­როს შექ­მნა­ში წამ­ყვან როლს თა­მა­შობს სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ინ­ტე­რი­ე­რის მა­სა­ლე­ბი­სა და ფე­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ავეჯ­თან და აქ­სე­სუ­ა­რებ­თან ერთ მთლი­ა­ნო­ბას ქმნის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის ხა­რის­ხი და დი­ზა­ი­ნი. სწო­რედ ეს გან­სა­ზღვრავს სივ­რცის მდგრა­დო­ბა­სა და იერ­სა­ხეს, ამი­ტომ მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს. ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გა­მორ­ჩე­უ­ლი დი­ზა­ი­ნის შე­საქ­მნე­ლად გირ­ჩევთ ეს­ტუმ­როთ შო­უ­რუმ Mosaics-ს სა­დაც ევ­რო­პუ­ლი პრე­მი­უმ კლა­სის მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

Mosaics-ის შო­უ­რუმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბით მო­წყო­ბი­ლი და მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი აბა­ზა­ნა. მის.: თბი­ლი­სი, აკ.ბე­ლი­აშ­ვი­ლის 68

ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი თვით­გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ვა - ჩვენს გე­მოვ­ნე­ბა­ზე, ინ­ტე­რე­სებ­სა და ცხოვ­რე­ბის წეს­ზე მე­ტყვე­ლებს. სახ­ლი ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო უნდა იყოს, სა­დაც გან­ტვირ­თვა­სა და ენერ­გი­ის აღ­დგე­ნას სა­უ­კე­თე­სოდ მო­ვა­ხერ­ხებთ. ოფი­სის შემ­თხვე­ვა­ში კი ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი კომ­პა­ნი­ის იდენ­ტო­ბა­სა და იქ არ­სე­ბულ გა­რე­მო­ზე მე­ტყვე­ლებს.

ტენ­დენ­ცი­ე­ბი ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხში­რად იც­ვლე­ბა, თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია, მას­ში შე­ვი­ტა­ნოთ ისე­თი ელე­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც არც აქ­ტუ­ა­ლო­ბას და­კარ­გავს და ჩვენს გე­მოვ­ნე­ბა­სა და ხა­სი­ათ­საც მო­ერ­გე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ოფი­სის მო­წყო­ბას უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და სივ­რცეს თე­მა­ტუ­რო­ბას ამის მი­ხედ­ვით შევ­ძენთ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინ­ტე­რი­ე­რის მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი იყოს: ხა­რის­ხი­ა­ნი იმის­თვის, რომ დიდ­ხანს გვემ­სა­ხუ­როს; დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი შტრი­ხე­ბით, იმის­თვის რომ ტენ­დენ­ცი­უ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სივ­რცე შევ­ქმნათ, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ფე­რე­ბი იმის­თვის, რომ ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­წყო­ბა შე­ვუქ­მნათ სა­კუ­თარ თავს.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის­თვის ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნერს - თა­მარ ია­მა­ნი­ძეს მივ­მარ­თეთ, შე­ვარ­ჩი­ეთ ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი, რაც სივ­რცის გა­ნახ­ლე­ბი­სას უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ:

  • ზო­მი­ე­რე­ბა და ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში ყოფ­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია

ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რი თა­მარ ია­მა­ნი­ძე გან­მარ­ტავს, რომ დღეს ტენ­დენ­ცი­ებს შო­რის წამ­ყვან ად­გილს მი­ნი­მა­ლიზ­მი იკა­ვებს. ის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

„ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა მი­ნი­მა­ლიზმს, ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­ას, ინ­დუსტრი­ულ სტილ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში, რაც ყო­ველ­თვის მომ­გე­ბი­ა­ნია.“

რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, მი­ნი­მა­ლიზ­მი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ეკ­ლექ­ტი­კუ­რი დი­ზა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­შიც. ეს ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს.

  • ჩვე­ნი ფარ­თი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ ფერ­თა კომ­ბი­ნა­ცია

ფე­რე­ბი ჩვენს გან­წყო­ბა­ზე იმა­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით გვგო­ნია. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, მათ­ზე იმის მი­ხედ­ვით გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი, თუ რა მიზ­ნის მიღ­წე­ვა გვსურს. მა­გა­ლი­თად, ლურ­ჯი­სა და მწვა­ნეს ტო­ნა­ლო­ბე­ბი და­მამ­შვი­დებ­ლად მოქ­მე­დებს; წი­თე­ლი უფრო გა­ბე­დულ ხა­სი­ათ­თან, ემო­ცი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა და სხვა. მათ უკეთ გა­მო­საკ­ვე­თად კი კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ნე­იტ­რა­ლუ­რი ფე­რე­ბი - თეთ­რი, კრე­მის­ფე­რი ან ნაც­რის­ფე­რი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რი თა­მარ ია­მა­ნი­ძე გან­მარ­ტავს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ინ­ტე­რი­ერ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­ტუ­რა­ლურ ფე­რებ­ზე კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი.

„ამ ეტაპ­ზე უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა ზე­თის­ხი­ლის­ფერ, თაფ­ლის­ფერ ტო­ნა­ლო­ბებს და მათ, ვი­საც ინ­ტე­რი­ერ­ში ფე­რე­ბის შე­მო­ტა­ნა სურს, ვურ­ჩევ­დი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბუ­ნებ­რივ ტო­ნებ­ზე გა­ა­კე­თონ აქ­ცენ­ტი“.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ნე­იტ­რა­ლუ­რი და ღია ფე­რის ტო­ნა­ლო­ბე­ბი პა­ტა­რა ფარ­თე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რია, რად­გან სივ­რცის აღ­ქმას ზრდის, მეტი სიმ­ყუდ­რო­ვის­თვის კი შეგ­ვიძ­ლია, ინ­ტე­რი­ერ­ში მუქი ფე­რის ელე­მენ­ტე­ბიც შე­ვი­ტა­ნოთ.

  • ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლე­ბი ეს­თე­ტი­კურ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს

ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის გა­ნახ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლოდ ყო­ველ 5 წელ­შია რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სახ­ლი­სა თუ ოფი­სის „სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა“ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა.

ამას­თან, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, თუ ინ­ტე­რი­ერ­ში კლა­სი­კურ და ბუ­ნებ­რივ ტო­ნა­ლო­ბებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც Mosaics-ის შო­უ­რუმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ბრენ­დე­ბი გვაძ­ლევს, დი­ზა­ი­ნი დროს გა­უძ­ლებს.

დი­ზა­ი­ნე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეკო­ლო­გი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა იზ­რდე­ბა:

„ხა­რის­ხი­ა­ნი, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ინ­ტე­რი­ერ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის შერ­ჩე­ვის დროს ჩვენ არ­ჩე­ვანს ვა­კე­თებთ გრძელ­ვა­დი­ან, უსაფრ­თხო მა­სა­ლებ­ზე რო­მე­ლიც დიდი ხნით მოგ­ვემ­სა­ხუ­რე­ბა და შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ეს­თე­ტი­კურ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას. ამი­ტომ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­თხოვ­ნა­დია და აქ­ცენ­ტი­რე­ბა კეთ­დე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ცი­ა­ზე“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ ია­მა­ნი­ძემ.

ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, ხა­რის­ხი­ა­ნი და რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე, ისე კლა­სი­კუ­რი, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი თუ ვინ­ტა­ჟუ­რი მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და ინ­ტე­რი­ერ­ში გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს შო­უ­რუმ Mosaics-ში გა­გი­წე­ვენ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

3 რამ, რაც დახვეწილი და გამძლე ინტერიერის შექმნაში დაგვეხმარება - დიზაინერის რეკომენდაციები

3 რამ, რაც დახვეწილი და გამძლე ინტერიერის შექმნაში დაგვეხმარება - დიზაინერის რეკომენდაციები

სახლსა თუ სამუშაო სივრცეში არსებული ინტერიერის დიზაინი ჩვენი ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. შესაბამისად, დიზაინის შექმნის პროცესში სწორად უნდა დავისახოთ მიზნები და ეფექტურად განვახორციელოთ ისინი. მაგალითად, საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინის შექმნისას აქცენტი კეთდება მაქსიმალური კომფორტისა და მშვიდი გარემოს შექმნაზე, ხოლო სამუშაო სივრცე კი პროდუქტიულობის გაზრდაში უნდა გვეხმარებოდეს.

ამგვარი ატმოსფეროს შექმნაში წამყვან როლს თამაშობს სწორად შერჩეული ინტერიერის მასალებისა და ფერების კომბინაცია, რომელიც ავეჯთან და აქსესუარებთან ერთ მთლიანობას ქმნის. მნიშვნელოვანია მოსაპირკეთებელი მასალების ხარისხი და დიზაინი. სწორედ ეს განსაზღვრავს სივრცის მდგრადობასა და იერსახეს, ამიტომ მასალების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს. ყველაზე მრავალფეროვანი და გამორჩეული დიზაინის შესაქმნელად გირჩევთ ესტუმროთ შოურუმ Mosaics-ს სადაც ევროპული პრემიუმ კლასის მოსაპირკეთებელი მასალებია წარმოდგენილი.

Mosaics-ის შოურუმში წარმოდგენილი მასალებით მოწყობილი და მოპირკეთებული აბაზანა. მის.: თბილისი, აკ.ბელიაშვილის 68

ინტერიერის დიზაინი თვითგამოხატვის საშუალებასაც იძლევა - ჩვენს გემოვნებაზე, ინტერესებსა და ცხოვრების წესზე მეტყველებს. სახლი ჩვენთვის ყველაზე კომფორტული გარემო უნდა იყოს, სადაც განტვირთვასა და ენერგიის აღდგენას საუკეთესოდ მოვახერხებთ. ოფისის შემთხვევაში კი ინტერიერის დიზაინი კომპანიის იდენტობასა და იქ არსებულ გარემოზე მეტყველებს.

ტენდენციები ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ხშირად იცვლება, თუმცა შეგვიძლია, მასში შევიტანოთ ისეთი ელემენტები, რომელიც არც აქტუალობას დაკარგავს და ჩვენს გემოვნებასა და ხასიათსაც მოერგება. რაც შეეხება ოფისის მოწყობას უკეთესი იქნება, თუ ვიხელმძღვანელებთ კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე და სივრცეს თემატურობას ამის მიხედვით შევძენთ.

აღნიშნული შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალები იყოს: ხარისხიანი იმისთვის, რომ დიდხანს გვემსახუროს; დიზაინერული შტრიხებით, იმისთვის რომ ტენდენციური და განსხვავებული სივრცე შევქმნათ, სწორად შერჩეული ფერები იმისთვის, რომ ჰარმონიული განწყობა შევუქმნათ საკუთარ თავს.

რეკომენდაციებისთვის ინტერიერის დიზაინერს - თამარ იამანიძეს მივმართეთ, შევარჩიეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც სივრცის განახლებისას უნდა გავითვალისწინოთ:

  • ზომიერება და ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნა მნიშვნელოვანია

ინტერიერის დიზაინერი თამარ იამანიძე განმარტავს, რომ დღეს ტენდენციებს შორის წამყვან ადგილს მინიმალიზმი იკავებს. ის თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია.

„ინტერიერის დიზაინში უპირატესობა ენიჭება მინიმალიზმს, ბუნებასთან ჰარმონიას, ინდუსტრიულ სტილთან კოლაბორაციაში, რაც ყოველთვის მომგებიანია.“

რეკომენდებულია, მინიმალიზმი შევინარჩუნოთ ეკლექტიკური დიზაინის შემთხვევაშიც. ეს ზომიერების დაცვის საშუალებას მოგვცემს.

  • ჩვენი ფართისა და მოთხოვნების მიხედვით სწორად შევარჩიოთ ფერთა კომბინაცია

ფერები ჩვენს განწყობაზე იმაზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია. რეკომენდებულია, მათზე იმის მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი, თუ რა მიზნის მიღწევა გვსურს. მაგალითად, ლურჯისა და მწვანეს ტონალობები დამამშვიდებლად მოქმედებს; წითელი უფრო გაბედულ ხასიათთან, ემოციებთან ასოცირდება და სხვა. მათ უკეთ გამოსაკვეთად კი კომბინაციაში ნეიტრალური ფერები - თეთრი, კრემისფერი ან ნაცრისფერი უნდა გამოვიყენოთ.

ინტერიერის დიზაინერი თამარ იამანიძე განმარტავს, რომ თანამედროვე ტენდენციების თანახმად, ინტერიერში მაქსიმალურად ნატურალურ ფერებზე კეთდება აქცენტი.

„ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება ზეთისხილისფერ, თაფლისფერ ტონალობებს და მათ, ვისაც ინტერიერში ფერების შემოტანა სურს, ვურჩევდი, მაქსიმალურად ბუნებრივ ტონებზე გააკეთონ აქცენტი“.

გასათვალისწინებელია, რომ ნეიტრალური და ღია ფერის ტონალობები პატარა ფართებისთვის ყველაზე ოპტიმალურია, რადგან სივრცის აღქმას ზრდის, მეტი სიმყუდროვისთვის კი შეგვიძლია, ინტერიერში მუქი ფერის ელემენტებიც შევიტანოთ.

  • ხარისხიანი მასალები ესთეტიკურ მიმზიდველობას დიდხანს შეინარჩუნებს

ინტერიერის დიზაინის განახლება საშუალოდ ყოველ 5 წელშია რეკომენდებული, თუმცა ხარისხიანი მასალების გამოყენების შემთხვევაში, სახლისა თუ ოფისის „სიცოცხლისუნარიანობა“ მნიშვნელოვნად იზრდება.

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ ინტერიერში კლასიკურ და ბუნებრივ ტონალობებს გამოვიყენებთ, რის საშუალებასაც Mosaics-ის შოურუმში წარმოდგენილი დიზაინერული ბრენდები გვაძლევს, დიზაინი დროს გაუძლებს.

დიზაინერი აღნიშნავს, რომ ეკოლოგიური გამოწვევების გათვალისწინებით, ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება:

„ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენება ინტერიერში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის. ხარისხიანი პროდუქციის შერჩევის დროს ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ გრძელვადიან, უსაფრთხო მასალებზე რომელიც დიდი ხნით მოგვემსახურება და შეინარჩუნებს ესთეტიკურ მიმზიდველობას. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია და აქცენტირება კეთდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე“, - აღნიშნა თამარ იამანიძემ.

ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი და როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური, მინიმალისტური თუ ვინტაჟური მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევასა და ინტერიერში გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებით რეკომენდაციებს შოურუმ Mosaics-ში გაგიწევენ.

NS