ავტორი:

"სტატუსს მოგვცემენ გარკვეული დათქმებით. ჩვენს ხელისუფლებას არავინ ეტყვის, კარგი ბიჭები ხართ და იმიტომაც გაძლევთ სტატუსსო" - ექსპერტი

"სტატუსს მოგვცემენ გარკვეული დათქმებით. ჩვენს ხელისუფლებას არავინ ეტყვის, კარგი ბიჭები ხართ და იმიტომაც გაძლევთ სტატუსსო" - ექსპერტი

დღეს, 8 ნოემბერს ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამოაქვეყნებს ყოველწლიურ მოხსენებას, რომელსაც ბევრი ქვეყანა სულმოუთქმელად ელის. ამ დოკუმენტით უნდა შეფასდეს 10 ქვეყანა - ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა და ჩრდილოეთი მაკედონია. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ევროკომისია, დიდი ალბათობით, რეკომენდაციებს გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. როგორც ამბობენ, ყველაზე რთული გადაწყვეტილება ევროკომისიისათვის იქნება საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკითხი და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყება. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპელებს არაერთი საკითხი აშფოთებთ და 12 რეკომენდაციაც სრულყოფილად არ შესრულებულა, ჩვენი ქვეყანა ევროკომისიისგან დადებით შეფასებას, საბოლოოდ კი კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო ხანს დაბეჯითებით ამბობენ, რომ ბრიუსელიდან პოზიტიურ გზავნილებს ელიან. რა აძლევთ მათ ამის საფუძველს და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე:

- ხელისუფლების მტკიცებას, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს სტატუსს, ნამდვილად არა აქვს საფუძვლად ის, რომ ქვეყანამ დავალება, რომელიც ევროკომისიისგან მიიღო, პირნათლად შეასრულა. საქმე ისაა, რომ თავიდანვე, ანუ როცა საქართველოს პირველ ჯერზე უარი ეთქვა სტატუსზე, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, ახლაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით მოუწევთ ევროპელებს დასკვნების გაკეთება. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ცხადი გახდა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი.

რა თქმა უნდა, სტატუსს მოგვცემენ გარკვეული დათქმებით. ჩვენს ხელისუფლებას არავინ ეტყვის, კარგი ბიჭები ხართ და იმიტომაც გაძლევთ სტატუსსო. გარდა გეოპოლიტიკური ვითარებისა, ევროპელები ხედავენ იმასაც, თუ რამდენად ძლიერია დასავლური კურსის მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში. მარტის აქციებმა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის სულისკვეთება ყველას კარგად დაანახა... გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველოსთვის სტატუსზე კვლავ უარის თქმას რუსეთი აღიქვამს როგორც საკუთარ წარმატებას და შეეცდება უფრო მეტად მოაქციოს ჩვენი ქვეყანა თავის გავლენაში. ამ ყველაფერს ხედავენ ჩვენი პარტნიორები, გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მიიღებენ. ხელისუფლებაც ხედავს ამ ყველაფერს და დაბეჯითებით იმიტომაც აცხადებს, სტატუსს მივიღებთო, თან ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს მათ დაიმსახურეს, რადგან თითქოს შეასრულეს ევროკომისიის რეკომენდაციები. მოკლედ, ყველანაირად შეეცდებიან, ეს საკუთარ წარმატებად გაასაღონ. არადა, სტატუსს თუ მართლაც მოგვცემენ, მოგვცემენ დიდწილად იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან მძლავრი პროდასავლური განწყობა, ამასთანავე, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება.

ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიცია ტყუის, როდესაც ამბობს, სტატუსს მისცემენ ხალხს და არა ხელისუფლებასო. "ქართული ოცნება" ამტკიცებს, ჩვენ და ხალხი რამ გაგვყო, ჩვენ ვართ ამ ხალხის არჩეულიო, რაც ასე არ არის... თუ გავიხსენებთ 2020 წელს, როდესაც არჩევნები გაიმართა, "ქართული ოცნების" დასავლეთისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვა იყო, რაც მკვეთრად 2022 წლის თებერვლიდან შეიცვალა, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ომის დაწყების პირველივე დღეებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში გააკეთა განცხადება, რომელიც შეიძლება ითქვას, რუსეთის მხარდამჭერი უფრო იყო. გახსოვთ, ალბათ, თქვა, ომი უკრაინაშია და ჩვენ ჩვენი საქმეები გვაქვსო. ამის მერე ხელისუფლებამ სრულიად გაუგებარი პოლიტიკის გატარება დაიწყო - ვითომ ბალანსის დაცვას ცდილობდნენ, თუმცა ამით აშკარად აქეზებდნენ პრორუსულ ძალებს და უპირისპირდებოდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ასე რომ, ხელისუფლება დაშორდა ხალხს, იმ ამომრჩეველს, რომელმაც 2020 წელს მხარი დაუჭირა და დღეს გვაქვს სრულიად სხვა რეალობა. ხელისუფლება აღარ გამოხატავს უმრავლესობის ინტერესებს, რასაც მოწმობს ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მეც დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება.

- ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, "რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთიათად გაიზარდა და რევოლუციას ვერავინ მოაწყობს", ე.წ. კარვების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა თურმე "საჩქარო აღარაა". ამ განცხადებიდან ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას ძალიან აშფოთებდა, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა სტატუსზე უარის თქმას ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, ისინიც გრძნობენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს აღარ გამოხატავენ?

- ვფიქრობ, ხელისუფლება კარგად ხვდება, თუ როგორ დაშორდა ხალხს, თუმცა იმედოვნებს, რომ ძალოვან უწყებებზე დაყრდნობითა და სახელისუფლებო პროპაგანდით შეძლებს საზოგადოების უკმაყოფილო ნაწილის დაშოშმინებასა და მოთოკვას. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: