ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტელერადიოკომპანია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორც ცდილობენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური და გატაცებული ლევან დოთიაშვილი ლომისის ტაძარში შესვლას.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გინტური და დოთიაშვილი ეკლესიაში შესვლას ახერხებენ, რის შემდეგაც ვიდეო აღარ გრძელდება.
"ლომისა შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედაც... რაზე ჩაკეტეს ეს კარი" - ამბობს ვიდეოში გინტური.
თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
გინტურის ოჯახმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა. გივი გინტურის ინფორმაციით, მის ძმას ზურგში 2 ტყვია აქვს მოხვედრილი. მისივე თქმით, თამაზ გინტური 2008 წლის ომში მონაწილეობდა და აქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ ოკუპანტების მას ეძებდნენ. გივი გინტური ამბობს, რომ მისი ძმა წოდებით მაიორი იყო.
"არ ვიყავი სოფელში, როგორც გადმომცეს, ჩემი ძმა ჩემი მშობლების საფლავზე, დაანთო სანთელი. იქიდან წამოსვლისას ლომისის ეკლესიაში ავიდა, სამჯერ შემოუარა, დაანთო სანთლები, რომ წამოვიდა მანქანით უკნიდან დაცხრილეს, ეს არის ჩემი ინფორმაცია. ორი ტყვია აქვს ზურგში მოხვედრილი, რომ ჩამოიყვანეს უკვე დაღუპული იყო.
2008 წლის ომში მონაწილეობდა, წოდებით მაოირი იყო და როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც" - ამბობს გივი გინტური.
წაიკითხეთ ასევე:
ასეთი კაცების მხრებზე იდგა,დგას და იდგება ეს ქვეყანა, გარე და შიდა მტრების გულის გასახეთქად. რაც არ უნდა ილაპარაკოთ და გესლი ანთხიოთ, მის დიდებას და კაცობას ვერ შებღალაბთ.
დიდება გმირებს!!!!!!
თავის დროზე ყველას მიეზღვევა. ყველა იმას მიიღებთ რასაც იმსახურებთ.
ჟურნალისტებო როცა ჩახვალთ სამძიმარზე ,უთხარით ოჯახის წევრებს ,რომ არცერთი ქოცი მთავრობიდან არ მიუშვან სამძიმარზე . აუხსენით თუ როგორ ქირაობენ ტროლებს და თანხის გადახდის შემდეგ როგორ აშავებენ ამ პატრიოტ კაცს და პროვოკატორად გამოყავთ ამ სულგაყიდულებს.