მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის ეროვნული სააგენტო ბოლნისში 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევას ატარებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ბოლნისში 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევას ატარებს

ბოლ­ნის­ში ბავ­შვე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მოკ­ვლე­ვას ატა­რებს. რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჯგუ­ფი ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის N6 სა­ბავ­შვო ბაღ­ში არა­გეგ­მურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს.

"შე­მოწ­მე­ბა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან 15 ბავ­შვის სა­ვა­რა­უ­დო კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შე­მოწ­მე­ბის პრო­ცეს­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის­თვის აღე­ბუ­ლია შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სურ­სა­თის/ნედ­ლე­უ­ლის ნი­მუ­შე­ბი. ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით ეც­ნო­ბე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სურსათის ეროვნული სააგენტო ბოლნისში 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევას ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბოლნისში 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევას ატარებს

ბოლნისში ბავშვების ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებს.

"შემოწმება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს.

შემოწმების პროცესში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია შეტყობინებაში დასახელებული სურსათის/ნედლეულის ნიმუშები. ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.