სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი საზოგადოებას 8 ნოემბერს, ორბელიანის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს - "ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე... ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში"
პრეზიდენტი საზოგადოებას 8 ნოემბერს, ორბელიანის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს - "ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე... ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სი­ის დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხვალ, 20:00 სა­ათ­ზე და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ თა­მაზ გინ­ტუ­რის მკვლე­ლო­ბის გამო აღარ ჩა­ტარ­დე­ბა, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ახლა არა­ნა­ი­რი კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რის გა­მოც, ღო­ნის­ძი­ე­ბის სახე შე­იც­ვლე­ბა, თუმ­ცა, მისი არსი, რომ ქვეყ­ნის "მო­მა­ვა­ლი რუ­სე­თი არაა“, უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

"ხვალ იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სი­ის დას­კვნა, რო­მე­ლიც ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის, მაგ­რამ ეს დას­კვნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ ვა­პი­რებ­დით და ვგეგ­მავ­დით ხვალ, 20:00 სა­ათ­ზე დიდ ღო­ნის­ძი­ე­ბას და დიდ კონ­ცერტს არა ზე­ი­მის­თვის (ზე­ი­მი იქ­ნე­ბა, თუ ჩვენ პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ დე­კემ­ბერ­ში), მაგ­რამ იმის­თვის, რომ ჩვენ დაგ­ვე­წყო ხელ­მო­წე­რე­ბის დიდი კამ­პა­ნია, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ნი იქ­ნე­ბით ჩარ­თუ­ლი - ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ნა­წი­ლი. ეს უნდა იყოს ერ­თი­ა­ნი, დიდი ინი­ცი­ა­ტი­ვა, დიდი მო­ბი­ლი­ზა­ცია, დიდი აქ­ტი­უ­რო­ბა და ხვალ იქ­ნე­ბა ამ დღის სა­წყი­სი, რად­გან, რუ­სეთ­მა სცა­და კი­დევ შეგ­ვიც­ვა­ლოს ჩვე­ნი დღის წეს­რი­გი და ჩვენ მარ­თლაც დღეს, მიგ­ვაჩ­ნია, რომ არ შე­იძ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი კონ­ცერ­ტი, შევ­ცვა­ლეთ ხვა­ლინ­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის სახე, მაგ­რამ არა მისი არსი, ჩვენ ხვალ შე­ვიკ­რი­ბე­ბით და კი­დევ ერთხელ ვი­ტყვით, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი არ არის რუ­სეთ­ში და ჩვენ გვექ­ნე­ბა დიდი გზავ­ნი­ლი ევ­რო­პის­კენ, ევ­რო­პა­ში გა­ვაგ­ზავ­ნით ჩვენს ხმას - შენს ხმას, ყვე­ლა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და ყვე­ლა­ნი ერ­თად, აქ ყვე­ლა­ნი უნდა ვი­ყოთ და ვიდ­გეთ, არ იქ­ნე­ბა კონ­ცერ­ტი, მაგ­რამ ამას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ჩვენ შე­ვიკ­რი­ბე­ბით და და­ვი­წყებთ, რო­გორც ვა­პი­რებ­დით, ხელ­მო­წე­რე­ბის კამ­პა­ნი­ას, რად­გან რუ­სე­თი ვე­რას­დროს ვე­ღარ შეგ­ვიც­ვლის დღის წეს­რიგს, ეს ჩვე­ნი წარ­სუ­ლი­დან მა­გა­ლი­თია, რო­მე­ლიც მოგ­ვყვე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ არას­დროს, თა­ვი­სი გზა არ შეც­ვა­ლა და ჩვენ ამ გზას არ შევ­ცვლით, ეს არის ნება ხალ­ხი­სა და ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი პა­სუ­ხი თა­მაზ გინ­ტუ­რის მკვლე­ლო­ბა­ზე, ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი პა­სუ­ხი ყვე­ლა გა­ტა­ცე­ბულ ადა­მი­ან­ზე, ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი პა­სუ­ხი დღემ­დე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და მათ ძა­ლი­ან მძი­მე ბედ­ზე. ჩვე­ნი პა­სუ­ხია, რომ ჩვენ ევ­რო­პა­ში შე­ვალთ და იქ გვექ­ნე­ბა ის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ეკუთ­ვნის, იმ ევ­რო­პულ ოჯახ­ში ერ­თად ყოფ­ნა და მშვი­დო­ბი­ა­ნი ყოფ­ნის მო­მა­ვა­ლი. ხვალ, 20:00 სა­ათ­ზე შე­ვიკ­რი­ბე­ბით და ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ხმა ევ­რო­პა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რა მო­ლო­დი­ნი აქვს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ამა­ზე წინმსწრე­ბად ვერ ისა­უბ­რებს.

"არ და­ვი­წყებ ამ თე­მის გაშ­ლას, ხვალ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ვი­სა­უბ­როთ 8 ნო­ემ­ბრის დას­კვნა­ზე, მაგ­რამ ყვე­ლამ უნდა გა­ი­გოს, ცრუ მო­ლო­დი­ნე­ბი არ იყოს, ეს არის დას­კვნა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა­საც ჰქვია, იქ­ნე­ბა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც 15 დე­კემ­ბერს იქ­ნე­ბა 27 წევ­რი ქვეყ­ნის მიერ მი­ღე­ბუ­ლი. არა­ვის შე­უძ­ლია დღეს, იმ ქვეყ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე წინ­სწრე­ბით რამე თქვას, ეს თუნ­დაც პა­ტი­ვის­ცე­მაა ამ ქვეყ­ნე­ბის სუ­ვე­რე­ნუ­ლო­ბის მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
1

მე ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი სულით ხორცამდე ქართველი ბედნიერი ვარ ევროკომისიის პოზიტიური გადაწყვეტილების გამო და დიდი იმედით დაველოდები დეკემბრის სბოლოო სიტყვას, გილოცავ ჩემ ქვეყანავ და ჩემო ხალხო დღევანდელ დღეს გამარჯვებებისკენ გვევლოს სიყვარულით და არამც და არამც სიძულვილით.......................

???
2

ანი ეს არის " ყველაფერს გავაეთებ საქართველოს ევროპული მომავლისთვისო"? ამას ხომ ჩემი 14 წლის შვილიც აკეთებს, რად უნდა ამას პრეზიდენტობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პრეზიდენტი საზოგადოებას 8 ნოემბერს, ორბელიანის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს - "ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე... ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში"

პრეზიდენტი საზოგადოებას 8 ნოემბერს, ორბელიანის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს - "ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე... ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში"

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ხვალ, 20:00 საათზე დაგეგმილი კონცერტი, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო აღარ ჩატარდება, თუმცა პრეზიდენტი საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ახლა არანაირი კონცერტის ჩატარება არ შეიძლება, რის გამოც, ღონისძიების სახე შეიცვლება, თუმცა, მისი არსი, რომ ქვეყნის "მომავალი რუსეთი არაა“, უცვლელი რჩება.

"ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც ჯერ გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაპირებდით და ვგეგმავდით ხვალ, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს არა ზეიმისთვის (ზეიმი იქნება, თუ ჩვენ პასუხი მივიღეთ დეკემბერში), მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველანი იქნებით ჩართული - ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილი. ეს უნდა იყოს ერთიანი, დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან, რუსეთმა სცადა კიდევ შეგვიცვალოს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ მართლაც დღეს, მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი, ჩვენ ხვალ შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ, ევროპაში გავაგზავნით ჩვენს ხმას - შენს ხმას, ყველანი ინდივიდუალურად და ყველანი ერთად, აქ ყველანი უნდა ვიყოთ და ვიდგეთ, არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რადგან რუსეთი ვერასდროს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს, ეს ჩვენი წარსულიდან მაგალითია, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ არასდროს, თავისი გზა არ შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით, ეს არის ნება ხალხისა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ ევროპაში შევალთ და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნა და მშვიდობიანი ყოფნის მომავალი. ხვალ, 20:00 საათზე შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამაზე წინმსწრებად ვერ ისაუბრებს.

"არ დავიწყებ ამ თემის გაშლას, ხვალ გვექნება საშუალება, რომ ვისაუბროთ 8 ნოემბრის დასკვნაზე, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, ცრუ მოლოდინები არ იყოს, ეს არის დასკვნა, გადაწყვეტილება რასაც ჰქვია, იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც 15 დეკემბერს იქნება 27 წევრი ქვეყნის მიერ მიღებული. არავის შეუძლია დღეს, იმ ქვეყნების გადაწყვეტილებაზე წინსწრებით რამე თქვას, ეს თუნდაც პატივისცემაა ამ ქვეყნების სუვერენულობის მიმართ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.