ავტორი:

"ამბობენ, ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცაო... რა სიყვარულზეა ლაპარაკი 12 წლის ბავშვთან..." - რა ხდება ცნობილი ქარელის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ დანაშაულზე?

"ამბობენ, ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცაო... რა სიყვარულზეა ლაპარაკი 12 წლის ბავშვთან..." - რა ხდება ცნობილი ქარელის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ დანაშაულზე?

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგონა მოიტაცეს და სექსუალურად იძალადეს. გოგონა 12 წლისაა, გამტაცებელი კი 22-ის. გავრცელებული ინფორმაციით, გოგო ბებიასთან იყო სტუმრად. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. 22 წლის ბიჭი დაკავებულია.

ambebi.ge-მ წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა ინფორმაცია, რის მიხედვითაც, 22 წლის ბიჭმა 12 წლის გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა, რის შემდეგაც მოხდა სექსუალური დანაშაული.

"დანაშაულია, აბა, რა არის, როცა ასეთი პატარა ასაკის ბავშვთან ამყარებ სქესობრივ კავშირს, სოფელში ამბობენ, ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცაო... რა სიყვარულზეა ლაპარაკი 12 წლის ბავშვთან... დამნაშავე მალევე დააკავეს. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორივე ეთნიკურად ქართველია“, - გვეუბნება წყარო.

იხილეთ ასევე: