ავტორი:

ბუდაპეშტში 32 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს - რას წერს უნგრული პრესა?

ბუდაპეშტში 32 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს - რას წერს უნგრული პრესა?

ბუდაპეშტში 26 წლის თურქი და 32 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მათ უნგრეთის დედაქალაქში ათობით არალეგალი მიგრანტის უკანონო გადაყვანაში ედებათ ბრალი.

სამართალდამცავთა თქმით, ქართველი და თურქი მამაკაცი ადამიანებით კონტრაბანდაში იყვნენ ჩართულები და ბუდაპეშტიდან გერმანიაში 65 მიგრანტის გადაყვანას ცდილობდნენ.

მიგრანტები უნგრეთში ოქტომბრის დასაწყისში ჩავიდნენ. ეჭვმიტანილებმა თურქეთიდან და ავღანეთიდან ჩამოყვანილი 65 არალეგალური მიგრანტი ბუდაპეშტის ორ ბინაში შეასახლეს.

მიგრანტების თქმით, მათ საკვებით თურქი მამაკაცი ამარაგებდათ. მოგვიანებით, 26 წლის მამაკაცმა მათ ტელეფონები წაართვა, ქართველმა კი ისინი ბინაში გამოკეტა.

9 ოქტომბერს პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდის შემდეგ, ორივე ეჭვმიტანილმა გაქცევა სცადა, თუმცა ისინი სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.

წყარო: hungarianconservative

მოამზადა: ანა სიბოშვილმა