პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა მკაფიოდ მოუწოდა ყველას შიდა არეულობის დასრულებისკენ და პატარა ბავშვისთვისაც ცხადი იყო, ვის გულისხმობდა" - ანა წითლიძე
"სააკაშვილმა მკაფიოდ მოუწოდა ყველას შიდა არეულობის დასრულებისკენ და პატარა ბავშვისთვისაც ცხადი იყო, ვის გულისხმობდა" - ანა წითლიძე

სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მკა­ფი­ოდ მო­უ­წო­და ყვე­ლას შიდა არე­უ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის­კენ და პა­ტა­რა ბავ­შვის­თვი­საც ცხა­დი იყო, ვის გუ­ლის­ხმობ­და - მე­ო­რე გან­ცხა­დე­ბით შან­სი მის­ცა ამ ადა­მი­ა­ნებს, და­ას­რუ­ლონ შიდა დომ­ხა­ლი,- ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ანა წით­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, მე­ლი­ას ბრალ­დე­ბას, რომ "სა­ა­კაშ­ვი­ლი ორ­მაგ ტყვე­ო­ბა­შია“, წით­ლი­ძე "არა­სე­რი­ო­ზულს“ უწო­დებს.

"რა გა­მო­დის, მა­შინ ბოლო სტა­ტუ­სიც ორ­მაგ ტყვე­ო­ბა­ში რომ იყო, ისე და­წე­რა? ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია ეგ ამ­ბა­ვი“,- აღ­ნიშ­ნა წით­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ა­ნებს, ვინც პარ­ტი­ას არ­ყევს და ვისი რი­ტო­რი­კაც ხში­რად ემ­თხვე­ვა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რი­ტო­რი­კას, შე­უძ­ლი­ათ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბოლო გან­ცხა­დე­ბა მი­ი­ღონ, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის დიდსუ­ლოვ­ნე­ბა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ხელს უწყობ­და ერ­თო­ბას, ყო­ველ­თვის ყვე­ლას­თან ცდი­ლობ­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, რომ ეს შიდა გა­უ­გებ­რო­ბა და რყე­ვე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, მისი პირ­ვე­ლი სტა­ტუ­სი იყო მკა­ფიო და ეს მან თქვა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, მკა­ფი­ოდ მო­უ­წო­და ყვე­ლას შიდა არე­უ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის­კენ. ყვე­ლას­თვის ცხა­დია და პა­ტა­რა ბავ­შვის­თვი­საც ცხა­დი იყო მისი გან­ცხა­დე­ბის პა­თო­სი, ვის გუ­ლის­ხმობ­და. გუ­ლის­ხმობ­და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც პარ­ტი­ა­ში ხელს უწყობს იმას, რომ მთა­ვა­რი სა­მიზ­ნი­დან, ივა­ნიშ­ვი­ლი­დან ის­რე­ბი გა­და­ვი­დეს სა­ერ­თოდ სხვა რა­მე­ზე. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლას აძ­ლევს შანსს, მას შემ­დეგ, რაც სწო­რად გან­სა­ზღვრავს სა­მიზ­ნეს და მი­უ­თი­თებს შეც­დო­მის­კენ, შემ­დეგ ყვე­ლას აძ­ლევს კი­დევ ერთ შანსს იმის­თვის, რომ და­ას­რუ­ლონ ეს შიდა გა­უ­გებ­რო­ბა. არ ვთვლი, რომ წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბით მკა­ფი­ოდ თქვა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა დას­რულ­დეს, უნდა ჰქონ­დეს გა­მო­სა­ვა­ლი და მი­უ­თი­თა ყვე­ლა ამ ადა­მი­ანს, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­სა­ვა­ლი, მე­ო­რე სტა­ტუ­სით მის­ცა შან­სი ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ და­ას­რუ­ლონ ეს შიდა დომ­ხა­ლი და გა­და­ერ­თონ მთა­ვარ სა­მიზ­ნე­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და წით­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ახალ სა­ხე­ებს ეხე­ბა, წით­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ახა­ლი სა­ხე­ე­ბი არამ­ხო­ლოდ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“, მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცი­ას სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ძველ სა­ხე­ებს ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ზი­ა­რებ და მგო­ნია, რომ არა მხო­ლოდ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას“, მთელ პო­ლი­ტი­კურ სპექტრს სჭირ­დე­ბა ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და ახა­ლი სახე არის ყო­ველ­თვის ახა­ლი სის­ხლი, სი­ახ­ლის შე­მომ­ტა­ნი პო­ლი­ტი­კა­ში. თუ გა­და­ხე­დავთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ის­ტო­რი­ას, ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე, მათ შო­რის საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო­შიც, ახა­ლი კად­რე­ბი ჰყავ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით ის პარ­ტი­აა, სა­დაც მუდ­მი­ვად ხდე­ბა ახა­ლი სა­ხე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნა. ახა­ლი კად­რე­ბის მოს­ვლა ძვე­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბას არ ნიშ­ნავს, ესაა ინ­ტერპრე­ტა­ცია, რო­მე­ლიც გინ­დათ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხებს, რომ მის გან­ცხა­დე­ბას მის­ცეთ. მე რომ პარ­ტი­ა­ში მო­ვე­დი და ახა­ლი კად­რი ვი­ყა­ვი, ეს არ ნიშ­ნავ­და იმას, რომ გია ბა­რა­მი­ძე ჩა­ვა­ნაც­ვლე ამ პარ­ტი­ა­ში ან ვინ­მე,“ - გა­ნა­ცხა­და წით­ლი­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე!
1

უარს ვაცხადებ ბიუჯეტში ჩემი შენატანით ამის და მთლიანად ნაცხროვის შენახვაზე!!!

ეშმაკი
1

ამ სააკიანს რა აქვს ასეთი მიბმული რომ ერთიანად ქ ა ლ ე ბ ი და კაცებიც რომ გიჟდებიან. ვაი მას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"სააკაშვილმა მკაფიოდ მოუწოდა ყველას შიდა არეულობის დასრულებისკენ და პატარა ბავშვისთვისაც ცხადი იყო, ვის გულისხმობდა" - ანა წითლიძე

"სააკაშვილმა მკაფიოდ მოუწოდა ყველას შიდა არეულობის დასრულებისკენ და პატარა ბავშვისთვისაც ცხადი იყო, ვის გულისხმობდა" - ანა წითლიძე

სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე მკაფიოდ მოუწოდა ყველას შიდა არეულობის დასრულებისკენ და პატარა ბავშვისთვისაც ცხადი იყო, ვის გულისხმობდა - მეორე განცხადებით შანსი მისცა ამ ადამიანებს, დაასრულონ შიდა დომხალი,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

ამასთან, მელიას ბრალდებას, რომ "სააკაშვილი ორმაგ ტყვეობაშია“, წითლიძე "არასერიოზულს“ უწოდებს.

"რა გამოდის, მაშინ ბოლო სტატუსიც ორმაგ ტყვეობაში რომ იყო, ისე დაწერა? ძალიან არასერიოზულია ეგ ამბავი“,- აღნიშნა წითლიძემ.

მისივე თქმით, ადამიანებს, ვინც პარტიას არყევს და ვისი რიტორიკაც ხშირად ემთხვევა სახელისუფლებო რიტორიკას, შეუძლიათ სააკაშვილის ბოლო განცხადება მიიღონ, როგორც სააკაშვილის დიდსულოვნება.

"სააკაშვილი ყოველთვის ხელს უწყობდა ერთობას, ყოველთვის ყველასთან ცდილობდა კომუნიკაციას, რომ ეს შიდა გაუგებრობა და რყევები დასრულებულიყო, მისი პირველი სტატუსი იყო მკაფიო და ეს მან თქვა სასამართლო სხდომაზე, მკაფიოდ მოუწოდა ყველას შიდა არეულობის დასრულებისკენ. ყველასთვის ცხადია და პატარა ბავშვისთვისაც ცხადი იყო მისი განცხადების პათოსი, ვის გულისხმობდა. გულისხმობდა ყველა იმ ადამიანს, ვინც პარტიაში ხელს უწყობს იმას, რომ მთავარი სამიზნიდან, ივანიშვილიდან ისრები გადავიდეს საერთოდ სხვა რამეზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას აძლევს შანსს, მას შემდეგ, რაც სწორად განსაზღვრავს სამიზნეს და მიუთითებს შეცდომისკენ, შემდეგ ყველას აძლევს კიდევ ერთ შანსს იმისთვის, რომ დაასრულონ ეს შიდა გაუგებრობა. არ ვთვლი, რომ წინააღმდეგობრივი განცხადებები გააკეთა, პირველი განცხადებით მკაფიოდ თქვა, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, უნდა ჰქონდეს გამოსავალი და მიუთითა ყველა ამ ადამიანს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, მეორე სტატუსით მისცა შანსი ამ ადამიანებს, რომ დაასრულონ ეს შიდა დომხალი და გადაერთონ მთავარ სამიზნეზე,“ - განაცხადა წითლიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომელიც ახალ სახეებს ეხება, წითლიძე ამბობს, რომ ახალი სახეები არამხოლოდ "ნაცმოძრაობას“, მთლიანად ოპოზიციას სჭირდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ძველ სახეებს ჩაანაცვლებენ.

"აბსოლუტურად ვიზიარებ და მგონია, რომ არა მხოლოდ "ნაცმოძრაობას“, მთელ პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება ახალი სახეები და ახალი სახე არის ყოველთვის ახალი სისხლი, სიახლის შემომტანი პოლიტიკაში. თუ გადახედავთ "ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიას, ყველა არჩევნებზე, მათ შორის საკრებულოებში, საპარლამენტოშიც, ახალი კადრები ჰყავდა. "ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით ის პარტიაა, სადაც მუდმივად ხდება ახალი სახეების გამოჩენა. ახალი კადრების მოსვლა ძველების ჩანაცვლებას არ ნიშნავს, ესაა ინტერპრეტაცია, რომელიც გინდათ სახელისუფლებო არხებს, რომ მის განცხადებას მისცეთ. მე რომ პარტიაში მოვედი და ახალი კადრი ვიყავი, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ გია ბარამიძე ჩავანაცვლე ამ პარტიაში ან ვინმე,“ - განაცხადა წითლიძემ.

ასევე იხილეთ: