ავტორი:

ქართველი ძიუდოისტების ოთხი ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე: თუშიშვილი, გრიგალაშვილი, ბექაური და სულამანიძე მეორე ადგილს დასჯერდნენ

ქართველი ძიუდოისტების ოთხი ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე: თუშიშვილი, გრიგალაშვილი, ბექაური და სულამანიძე მეორე ადგილს დასჯერდნენ

მონპელიეში ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდისტებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

სხვების მსგავსად, გურამ თუშიშვილიც (+100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა

თუშიშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, ხოლო შემდეგ ერიკ აბრამოვი (გერმანია), მუნირ ერტუგი (თურქეთი) და რიჩარდ სიპოჩი (უნგრეთი) დაამარცხა, ფინალში კი დამატებით დროში მარტი პუუმალაინენთან (ფინეთი) მარცხი განიცადა. არადა, ვაზარით იგებდა, მაგრამ მეტოქემ ძირითადი დროის დასასრულს ანგარიში გაუთანაბრა და საბოლოოდ სძლია.

ამრიგად, ტურნირზე ფინალში ოთხი ქართველი დამარცხდა - თუშიშვილის გარდა ვერცხლის მედლები ლაშა ბექაურმა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს.

sportall.ge