საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან უკარება ვიყავი. ჩემი პირველი სიყვარული გიორგია" - რას ჰყვება საკუთარ თავზე "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი და გიორგი უშიკიშვილის მეუღლე
"ძალიან უკარება ვიყავი. ჩემი პირველი სიყვარული გიორგია" - რას ჰყვება საკუთარ თავზე "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი და გიორგი უშიკიშვილის მეუღლე

"თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე ვერ იქ­ნე­ბი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვერც ოჯახ­ში, ვერც პრო­ფე­სი­ა­ში..."

"ჩემი პერ­სო­ნა­ჟი არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გოგო, რო­მე­ლიც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც უყ­ვარს და გო­გოს­გან, რომ­ლი­თაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია", - ამ­ბობს მა­კოს რო­ლის (სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი") შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნა­ნუ­კა კუ­პა­ტა­ძე.

რას ეუბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი იმ გო­გო­ნებს, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა­შიც მსგავ­სი ამ­ბა­ვი ხდე­ბა; რა­ტომ არ უყუ­რებს სე­რი­ალს მე­უღ­ლეს­თან (გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი) ერ­თად, ვინ ენატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად და რას თვლის თა­ვის ყვე­ლა­ზე დიდ სი­სუს­ტედ? – ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1989 წლის 28 მა­ი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. იმ­დე­ნად პა­ტა­რა ასა­კი­დან მქონ­და ეს სურ­ვი­ლი, არც მახ­სოვს, ინ­ტე­რე­სი რო­გორ გა­მიჩ­ნდა. ბა­ღი­დან აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. ვთვლი, რომ პრო­ფე­სი­ა­ში სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...რომ ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ვარ.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით...

- ...ოჯა­ხის წევ­რებს, ყვე­ლა მხარ­ში მედ­გა, გან­სა­კუთ­რე­ბით - დე­ი­და, ის ძა­ლი­ან იბ­რძო­და იმის­თვის, რომ თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა.

- ჩემი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია...

- ...ღი­მი­ლი, სი­ცი­ლი, კარ­გი გან­წყო­ბა.

- ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

- ...პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ამის­თვის მუდ­მი­ვად ვშრო­მობ.

- თბი­ლის­ში ცხოვ­რობთ და ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის და­სის წევ­რი ხართ. ამას რო­გორ ახერ­ხებთ?

- ეს ჩემი ოჯა­ხი­სა და მე­უღ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ის ძა­ლი­ან მი­წყობს ხელს, რომ ვა­კე­თო საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ჩემს საყ­ვა­რელ ქა­ლაქ­ში და ჩემს საყ­ვა­რელ თე­ატ­რში. მე ხომ ქუ­თა­ი­სე­ლი ვარ.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...ერ­თგუ­ლე­ბა შე­მიძ­ლია.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ გა­მო­ვას­წო­რო...

- ...(იცი­ნის) ძა­ლი­ან ფი­ცხი ვარ და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ, ემო­ცი­ე­ბი ვა­კონ­ტრო­ლო.

- სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლე...

- ...ვა­კონ­ტრო­ლო სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი.

- პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ის ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- თუ ასე არ არის, მა­შინ?

- ადა­მი­ანს არ დავ­კარ­გავ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, ძვე­ლე­ბუ­რი ხა­რის­ხი ურ­თი­ერ­თო­ბას აღარ გვქონ­დეს. ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვა არ მიყ­ვარს და ამი­ტომ ვცდი­ლობ ხოლ­მე, ვა­პა­ტიო. ისიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­როვ­ნე­ბა ჩა­დე­ნილ საქ­ცი­ელს რამ­დე­ნად იაზ­რებს და ხვდე­ბა, რომ შე­ე­შა­ლა. სხვა­თა შო­რის, ყო­ველ­თვის გა­უ­მარ­თლე­ბი­ათ ის, რომ მი­პა­ტი­ე­ბია.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...არას­დროს ვფიქ­რობ, ხვალ რა იქ­ნე­ბა, დღე­ვან­დე­ლი დღით ვცხოვ­რობ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ემო­ცია, კარ­გი გან­წყო­ბა დღეს შევ­ქმნა ჩემ­თვის და ჩემ გარ­შე­მო მყოფ­თათ­ვი­საც. (პა­უ­ზის შემ­დეგ) მო­მა­ვალ­ზე არც არას­დროს მი­ფიქ­რია, ეს ახლა გა­ვი­აზ­რე და ჩემ­ში ამ აღ­მო­ჩე­ნამ ცო­ტა­თი გა­მაკ­ვირ­ვა.

- ვნა­ნობ...

- ...მძაფ­რი სი­ნა­ნუ­ლი არაფ­რის გამო არ მაქვს. და­უ­ფიქ­რებ­ლად არა­ფერს ვა­კე­თებ. თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ვი­ღებ. ერ­თა­დერ­თი იმას ვნა­ნობ, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც დღეს ჩემ გვერ­დით აღარ არი­ან, უფრო მეტი დრო არ გა­ვა­ტა­რე. ჩემი მე­გობ­რის, რეზი ქა­რო­სა­ნი­ძის წას­ვლამ ეს სი­ნა­ნუ­ლი კი­დევ უფრო გა­მიმ­ძაფ­რა.

- როლი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად მახ­სოვს...

- ...ეს არის პო­ლიქ­სე­ნე­სი მიშა ჩარ­კვი­ა­ნის მიერ დად­გმულ სპექ­ტაკლში "ჰე­კა­ბე". ეს როლი ბევ­რი ნიშ­ნით იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­მორ­ჩე­უ­ლი. ცი­ტა­ტას გე­ტყვით: "ვე­რა­გი ქა­ლის ძალა სა­ში­ნე­ლია". სუს­ტი სქე­სი არ არ­სე­ბობს. ქალი ძლი­ე­რია, ჩემი პერ­სო­ნა­ჟი შე­უ­რა­ცხყო­ფილ სი­ცო­ცხლეს სიკ­ვდილს ამ­ჯო­ბი­ნებს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
8

ხოჭო.

მიშელ ტერ-სააკიანი
21

გუბაზ სანიკიძეს ემსგავსება სისქე-სიგანეში:)))😀

ავტორი:

"ძალიან უკარება ვიყავი. ჩემი პირველი სიყვარული გიორგია" - რას ჰყვება საკუთარ თავზე "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი და გიორგი უშიკიშვილის მეუღლე

"ძალიან უკარება ვიყავი. ჩემი პირველი სიყვარული გიორგია" - რას ჰყვება საკუთარ თავზე "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი და გიორგი უშიკიშვილის მეუღლე

"თავისუფლების გარეშე ვერ იქნები რეალიზებული ვერც ოჯახში, ვერც პროფესიაში..."

"ჩემი პერსონაჟი არის შეყვარებული გოგო, რომელიც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება ადამიანისგან, რომელიც უყვარს და გოგოსგან, რომლითაც აღფრთოვანებულია", - ამბობს მაკოს როლის (სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები") შემსრულებელი ნანუკა კუპატაძე.

რას ეუბნება მსახიობი იმ გოგონებს, რომელთა ცხოვრებაშიც მსგავსი ამბავი ხდება; რატომ არ უყურებს სერიალს მეუღლესთან (გიორგი უშიკიშვილი) ერთად, ვინ ენატრება ყველაზე მეტად და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1989 წლის 28 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. იმდენად პატარა ასაკიდან მქონდა ეს სურვილი, არც მახსოვს, ინტერესი როგორ გამიჩნდა. ბაღიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა ღონისძიებაში. ვთვლი, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გავაკეთე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ძალიან ერთგული ვარ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ოჯახის წევრებს, ყველა მხარში მედგა, განსაკუთრებით - დეიდა, ის ძალიან იბრძოდა იმისთვის, რომ თეატრალურში ჩამებარებინა.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ღიმილი, სიცილი, კარგი განწყობა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...პროფესიული განვითარების და ამისთვის მუდმივად ვშრომობ.

- თბილისში ცხოვრობთ და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დასის წევრი ხართ. ამას როგორ ახერხებთ?

- ეს ჩემი ოჯახისა და მეუღლის დამსახურებაა. ის ძალიან მიწყობს ხელს, რომ ვაკეთო საყვარელი საქმე ჩემს საყვარელ ქალაქში და ჩემს საყვარელ თეატრში. მე ხომ ქუთაისელი ვარ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ერთგულება შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...(იცინის) ძალიან ფიცხი ვარ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ემოციები ვაკონტროლო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ვაკონტროლო საკუთარი ემოციები.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

- თუ ასე არ არის, მაშინ?

- ადამიანს არ დავკარგავ, მაგრამ შეიძლება, ძველებური ხარისხი ურთიერთობას აღარ გვქონდეს. ადამიანების დაკარგვა არ მიყვარს და ამიტომ ვცდილობ ხოლმე, ვაპატიო. ისიც მნიშვნელოვანია, პიროვნება ჩადენილ საქციელს რამდენად იაზრებს და ხვდება, რომ შეეშალა. სხვათა შორის, ყოველთვის გაუმართლებიათ ის, რომ მიპატიებია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...არასდროს ვფიქრობ, ხვალ რა იქნება, დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ყოველთვის ვცდილობ, ემოცია, კარგი განწყობა დღეს შევქმნა ჩემთვის და ჩემ გარშემო მყოფთათვისაც. (პაუზის შემდეგ) მომავალზე არც არასდროს მიფიქრია, ეს ახლა გავიაზრე და ჩემში ამ აღმოჩენამ ცოტათი გამაკვირვა.

- ვნანობ...

- ...მძაფრი სინანული არაფრის გამო არ მაქვს. დაუფიქრებლად არაფერს ვაკეთებ. თუ დარწმუნებული არ ვარ, გადაწყვეტილებას არ ვიღებ. ერთადერთი იმას ვნანობ, რომ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან, უფრო მეტი დრო არ გავატარე. ჩემი მეგობრის, რეზი ქაროსანიძის წასვლამ ეს სინანული კიდევ უფრო გამიმძაფრა.

- როლი, რომელიც გამორჩეულად მახსოვს...

- ...ეს არის პოლიქსენესი მიშა ჩარკვიანის მიერ დადგმულ სპექტაკლში "ჰეკაბე". ეს როლი ბევრი ნიშნით იყო მნიშვნელოვანი და გამორჩეული. ციტატას გეტყვით: "ვერაგი ქალის ძალა საშინელია". სუსტი სქესი არ არსებობს. ქალი ძლიერია, ჩემი პერსონაჟი შეურაცხყოფილ სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებს. განაგრძეთ კითხვა