მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე შეიარაღებული პირი ავტომობილით შეიჭრა, მას მანქანაში ბავშვი ჰყავს -  რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე შეიარაღებული პირი ავტომობილით შეიჭრა, მას მანქანაში ბავშვი ჰყავს -  რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა, გვი­ან ღა­მით, ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­დაკ­ვე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის ბა­რი­ე­რი და თვითმფრი­ნა­ვის ასაფ­რენ ზოლ­ზე შე­იჭ­რა.

პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ავ­ტო­მო­ბილ­ში სულ მცი­რე ორი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა შო­რის ერთი ბავ­შვია.

აერ­პორ­ტი ამ დრომ­დე და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი 35-ის, ხოლო ბავ­შვი 4 წლი­საა. ის დამ­ცა­ვი ჯე­ბი­რის გავ­ლით ასაფ­რენ ბი­ლიკ­ზე შე­ვი­და და მან­ქა­ნა თვითმფრი­ნა­ვის ქვეშ გა­ა­ჩე­რა.

ჰამ­ბურ­გის პო­ლი­ცი­ის ბოლო ცნო­ბე­ბის მი­ხე­დით, ოპე­რა­ცია ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა და აე­რო­პორ­ტი ამ დრომ­დე და­ხუ­რუ­ლია.

"ჩვე­ნი მომ­ლა­პა­რა­კებ­ლე­ბი კონ­ტაქ­ტზე არი­ან მან­ქა­ნა­ში მყოფ პი­რებ­თან”, - აცხა­დე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.

აე­რო­პორ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია მგზავ­რებს მო­უ­წო­დებს, შე­ა­მოწ­მონ თა­ვი­ან­თი ავი­ა­რე­ი­სის სტა­ტუ­სი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­კავ­შირ­დნენ თა­ვი­ანთ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას ან ტუ­რო­პე­რა­ტორს.

"პო­ლი­ცია ითხოვს, რომ მგზავ­რე­ბი, ამ დრო­ის­თვის, აე­რო­პორ­ტში არ მი­ვიდ­ნენ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბი­სათ­ვის, გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჰამ­ბურ­გის აე­რო­პორ­ტში, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ მა­მა­კაცს 4 წლის გო­გო­ნა მძევ­ლად ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა მა­მა­კა­ცის შვი­ლია და საქ­მე მასა და ბავ­შვის დე­დას შო­რის მე­ურ­ვე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ვას ეხე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე შეიარაღებული პირი ავტომობილით შეიჭრა, მას მანქანაში ბავშვი ჰყავს -  რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე შეიარაღებული პირი ავტომობილით შეიჭრა, მას მანქანაში ბავშვი ჰყავს -  რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შეიარაღებულმა მამაკაცმა, გვიან ღამით, ავტომობილით გადაკვეთა უსაფრთხოების ბარიერი და თვითმფრინავის ასაფრენ ზოლზე შეიჭრა.

პოლიციის ცნობით, ავტომობილში სულ მცირე ორი ადამიანია, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

აერპორტი ამ დრომდე დახურული რჩება.

სავარაუდოდ, შეიარაღებული მამაკაცი 35-ის, ხოლო ბავშვი 4 წლისაა. ის დამცავი ჯებირის გავლით ასაფრენ ბილიკზე შევიდა და მანქანა თვითმფრინავის ქვეშ გააჩერა.

ჰამბურგის პოლიციის ბოლო ცნობების მიხედით, ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და აეროპორტი ამ დრომდე დახურულია.

"ჩვენი მომლაპარაკებლები კონტაქტზე არიან მანქანაში მყოფ პირებთან”, - აცხადებენ სამართალდამცველები.

აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, შეამოწმონ თავიანთი ავიარეისის სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ თავიანთ ავიაკომპანიას ან ტუროპერატორს.

"პოლიცია ითხოვს, რომ მგზავრები, ამ დროისთვის, აეროპორტში არ მივიდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამბურგის აეროპორტში, შეიარაღებულ მამაკაცს 4 წლის გოგონა მძევლად ჰყავდა აყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მამაკაცის შვილია და საქმე მასა და ბავშვის დედას შორის მეურვეობასთან დაკავშირებულ დავას ეხება.

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"