პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას ნიშნავს უცხოეთის აგენტის ნათესავი"? - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი ალა პუგაჩოვას რუსეთში დაბრუნებაზე და მომღერლის მიმართ კრემლის მხარდამჭერთა კრიტიკაზე
"რას ნიშნავს უცხოეთის აგენტის ნათესავი"? - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი ალა პუგაჩოვას რუსეთში დაბრუნებაზე და მომღერლის მიმართ კრემლის მხარდამჭერთა კრიტიკაზე

გა­სულ კვი­რას, ალა პუ­გა­ჩო­ვა რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და. რა მიზ­ნით ჩა­ვი­და სამ­შობ­ლო­ში პრი­მა­დო­ნა ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია. ცნო­ბი­ლია, რომ ალამ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობ­და, ის­რა­ე­ლი­სა და ღა­ზის კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის შემ­დეგ შვი­ლე­ბი კვიპ­როს­ში წა­იყ­ვა­ნა.

ამ­ჟა­მად ევ­რო­ტურ­ნე აქვს პუ­გა­ჩო­ვას მე­უღ­ლეს, მაქ­სიმ გალ­კინს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში "უცხო­ე­თის აგენ­ტად" არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პუ­გა­ჩო­ვას რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, კრემ­ლის პო­ლი­ტი­კის ზო­გი­ერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი მის და­კა­ვე­ბას ითხოვ­და, სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზე, რომ "უცხო­ე­თის აგენ­ტის ახ­ლო­ბე­ლია".

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა, კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ომის დროს ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი რუ­სე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. მათ შო­რის ისა­უბ­რა ალა პუ­გა­ჩო­ვა­ზეც.

დი­მიტ­რი პეს­კო­ვი:

- რას ნიშ­ნავს "უცხო­ე­თის აგენ­ტის ნა­თე­სა­ვი“? არ არ­სე­ბობს ასე­თი ტერ­მი­ნი. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან სხვა ქვეყ­ნებ­ში, მუ­შა­ო­ბენ, ბრუნ­დე­ბი­ან რუ­სეთ­ში და შემ­დეგ ისევ ტო­ვე­ბენ. ეს მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია, ეს ხდე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სე­თის ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე - პა­ტივ­სა­ცე­მი, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ყო­ველ­თვის თა­ვი­სუფ­ლად ბრუნ­დე­ბა თა­ვის სამ­შობ­ლო­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში და ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლად ტო­ვებს მას სხვა­დას­ხვა მიზ­ნით, იქ­ნე­ბა ეს ტუ­რის­ტუ­ლი მი­ზა­ნი, თუ სხვა­გან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი და ა.შ“, - გა­ნუ­ცხა­და პეს­კოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

გალ­კი­ნის გა­რე­შე...

პუ­გა­ჩო­ვას რუ­სეთ­ში ჩას­ვლის შე­სა­ხებ ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს გახ­და ცნო­ბი­ლი. მომ­ღე­რა­ლი გა­სულ შე­მოდ­გო­მა­ზე შვი­ლებ­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში გა­ემ­გზავ­რა. რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლი მოჰ­ყვა. ამის სა­პა­სუ­ხოდ, მომ­ღე­რალ­მა თქვა, რომ ისი­ნი, ვინც მას აკ­რი­ტი­კე­ბენ, "ყმე­ბი იყ­ვნენ და მო­ნე­ბი გახ­დნენ".

ბო­ლოს მომ­ღე­რა­ლი რუ­სეთ­ში მა­ის­ში ჩა­ვი­და და მო­დის დი­ზა­ი­ნე­რის ვა­ლენ­ტინ იუ­დაშ­კი­ნის დაკ­რძალ­ვას და­ეს­წრო.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ გალ­კი­ნი უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის რე­ესტრში გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­იყ­ვა­ნა. დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ გალ­კი­ნი უკ­რა­ი­ნას აფი­ნან­სებ­და. ივ­ნის­ში მოს­კო­ვის ზა­მოსკვო­რეც­კის სა­სა­მარ­თლომ უარი თქვა გალ­კი­ნის­თვის უცხო­უ­რი აგენ­ტის სტა­ტუ­სის მოხ­სნა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკო
5

უკვე დატოვა რუსეთი 2 დღე იყო პირად საქმეებზე. დღეს ლატვაში ჩავიდა სადაც გალკინს გასტროლები აქვს! უმაგრრსი პიროვნეაა! ბოლო ნერვები დააწიწკნა სიმონიანს პესკოვს დუმადიც კი განიხილეს ალას 2 დღიანი მოსკობური ვოიაჟი! ბრავო ალა❤️

ველი
3

რუსეთმა კანონი მიიღო, ჩასულ უცხოელებს აეროპორტებში ვიდეოთი დააფიქსირებს თითის ანაბეჭდებს აუღებენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"რას ნიშნავს უცხოეთის აგენტის ნათესავი"? - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი ალა პუგაჩოვას რუსეთში დაბრუნებაზე და მომღერლის მიმართ კრემლის მხარდამჭერთა კრიტიკაზე

"რას ნიშნავს უცხოეთის აგენტის ნათესავი"? - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი ალა პუგაჩოვას რუსეთში დაბრუნებაზე და მომღერლის მიმართ კრემლის მხარდამჭერთა კრიტიკაზე

გასულ კვირას, ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა. რა მიზნით ჩავიდა სამშობლოში პრიმადონა ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია, რომ ალამ, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ისრაელში ცხოვრობდა, ისრაელისა და ღაზის კონფლიქტის დაწყების შემდეგ შვილები კვიპროსში წაიყვანა.

ამჟამად ევროტურნე აქვს პუგაჩოვას მეუღლეს, მაქსიმ გალკინს, რომელიც რუსეთში "უცხოეთის აგენტად" არის გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ პუგაჩოვას რუსეთში დაბრუნების შემდეგ, კრემლის პოლიტიკის ზოგიერთი მხარდამჭერი მის დაკავებას ითხოვდა, საუბრობდნენ იმაზე, რომ "უცხოეთის აგენტის ახლობელია".

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, კომენტარი გააკეთა ომის დროს ქვეყნიდან წასული რუსების სამშობლოში დაბრუნებაზე. მათ შორის ისაუბრა ალა პუგაჩოვაზეც.

დიმიტრი პესკოვი:

- რას ნიშნავს "უცხოეთის აგენტის ნათესავი“? არ არსებობს ასეთი ტერმინი. რუსეთის მოქალაქეები მიემგზავრებიან სხვა ქვეყნებში, მუშაობენ, ბრუნდებიან რუსეთში და შემდეგ ისევ ტოვებენ. ეს მუდმივი პროცესია, ეს ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ბუნებრივია, რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე - პატივსაცემი, კანონმორჩილი რუსეთის მოქალაქე, ყოველთვის თავისუფლად ბრუნდება თავის სამშობლოში, რუსეთის ფედერაციაში და ასევე თავისუფლად ტოვებს მას სხვადასხვა მიზნით, იქნება ეს ტურისტული მიზანი, თუ სხვაგან გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრების სურვილი და ა.შ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

გალკინის გარეშე...

პუგაჩოვას რუსეთში ჩასვლის შესახებ ხუთშაბათს საღამოს გახდა ცნობილი. მომღერალი გასულ შემოდგომაზე შვილებთან ერთად ისრაელში გაემგზავრა. რასაც სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარ-ცეცხლი მოჰყვა. ამის საპასუხოდ, მომღერალმა თქვა, რომ ისინი, ვინც მას აკრიტიკებენ, "ყმები იყვნენ და მონები გახდნენ".

ბოლოს მომღერალი რუსეთში მაისში ჩავიდა და მოდის დიზაინერის ვალენტინ იუდაშკინის დაკრძალვას დაესწრო.

იუსტიციის სამინისტრომ გალკინი უცხოური აგენტების რეესტრში გასული წლის სექტემბერში შეიყვანა. დოკუმენტში მითითებული იყო, რომ გალკინი უკრაინას აფინანსებდა. ივნისში მოსკოვის ზამოსკვორეცკის სასამართლომ უარი თქვა გალკინისთვის უცხოური აგენტის სტატუსის მოხსნაზე.