ავტორი:

თბილისში განსაკუთრებით საშიში დამნაშავე დააკავეს - ვინ არის ქემერონ სთენდჰართი, რომელსაც აშშ წითელი ცირკულარით პედოფილიის, ძალადობისა და სხვა დანაშაულებისთვის ეძებდა?

თბილისში განსაკუთრებით საშიში დამნაშავე დააკავეს - ვინ არის ქემერონ სთენდჰართი, რომელსაც აშშ წითელი ცირკულარით პედოფილიის, ძალადობისა და სხვა დანაშაულებისთვის ეძებდა?

თბილისში განსაკუთრებით საშიში დამნაშავე დააკავეს, რომელსაც რომელსაც აშშ წითელი ცირკულარით პედოფილიის, ძალადობისა და სხვა დანაშაულებისთვის ეძებდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ამჟამად ამ უწყებასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, წითელი ცირკულარით ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადირების პროცედურები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ძებნილი პირი 2023 წლის 30 ოქტომბერს დააკავეს.

"დაკავებულს ბრალი ედება აშშ-ში ტეხასის შტატში 2017-2021 წლებში არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში, ოჯახის წევრზე თავდასხმაში, ასევე, 2020-2021 წლებში ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობასა და სხვა დანაშაულების ჩადენაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ძებნილ პირს 2023 წლის 1 ნოემბერს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

ამჟამად საქართველოს გენერალური პროკურატურა განიხილავს ექსტრადიციის საკითხს და ატარებს ყველა ზომას, რათა დროულად მოხდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირის წარდგენა ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების წინაშე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, დაკავებული 31 წლის ქემერონ სთენდჰართია, რომლესაც სულ ცოტა 11 მძიმე დანაშუალში ედება ბრალი.

დაზარალებულთა შორის არიან ქემერონ სთენდჰართის არასრულწლოვანი შვილებიც. როგორც ირკვევა, ის კრიმინალურმა პოლიციამ ლისის მიმდებარედ, სავარჯიშო დარბაზში დააკავა.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, შევიწროება, გაგუდვის მცდელობა და შეიარაღებული თავდასხმა - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ტეხასის შტატის პროკურატურა ქემერონ სთენდჰართს ედავება. განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეზე საერთაშორისო ძებნა 27 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ორით თვით ადრე მან შეერთებული შტატები დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ძებნილი მამაკაცი კონსპირაციულად ცხოვრობდა და ადგილობრივებთან თითქმის არ კონტაქტობდა.

ტეხასის გარდა, ქემერონ სთენდჰართს დანაშაულის შვიდ ეპიზოდს ედავებიან ლუიზიანას შტატშიც. პედოფილიასა და ძალადობასთან ერთად მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი დოკუმენტების გაყალბების, თაღლითობისა და ქურდობისთვის. საუბარია დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მოპარული ავტომობილების რეალიზაციაზე. ყალბი დოკუმენტებით გაყიდულია 180 მანქანა, რომელთა საერთო ღირებულება 10 მილიონ დოლარს აღწევს.

ქემერონ სთენდჰართი ამჟამად გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.