პარტნიორები:
    ავტორი:

    ისრაელი დროებით ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება, ვიდრე ყველა მძევალი არ გათავისუფლდება - ბენიამინ ნეთანიაჰუ

    ისრაელი დროებით ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება, ვიდრე ყველა მძევალი არ გათავისუფლდება - ბენიამინ ნეთანიაჰუ

    ისრაელი დროებით ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება, ვიდრე ყველა მძევალი არ გათავისუფლდება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა.

    “ისრაელი ეწინააღმდეგება დროებით ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას არ მოიცავს. ისრაელი ღაზას სექტორში საწვავს არ უშვებს და ღაზას სექტორში სახსრების გადარიცხვას ეწინააღმდეგება”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

    ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აშშ-მა და ისრაელმა “გამოავლინეს მექანიზმები”, რის საშუალებითაც ღაზას საავადმყოფოებს საწვავი მიეწოდება.