Microsoft -ის დამფუძნებელი ბილ გეითსი ჯერ კიდევ 31 წლის ასაკში გახდა მილიარდერი. დღეს ის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც 118 მილიარდ დოლარს ფლობს. აქვს ულტრა თანამედროვე ავტომობილების კოლექცია, ვილები და საქველმოქმედო ხარჯების ვრცელი სია.
მისი ერთ- ერთი გამორჩეული შენაძენი სასახლე Xanadu 2.0-ია, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს. წარმოუდგენელი არქიტექტურის ძეგლი 124 მილიონი დოლარი ღირს.
ვინაიდან ბილ გეითსი დაიბადა და გაიზარდა სიეტლში და „მაიკროსოფტის“ შტაბ-ბინა იმავე ქალაქში გახსნა, გასაკვირი არ არის, რომ მაგნატს სურდა უზარმაზარი სასახლის აშენება თავის ქალაქში.
1988 წელს მან 2 მილიონ დოლარად ტბის პირას მიწა იყიდა და 66000 კვადრატული ფუტის ფართობის საოცნებო სახლის აშენებას შვიდი წელი დასჭირდა. Business Insider-ის ცნობით, მან სახლის მშენებლობაზე 63 მილიონი დოლარი დახარჯა და მას Xanadu 2.0 უწოდა. სახელი ფილმიდან Citizen Kane მომდინარეობს. მოგვიანებით გეითსმა 14 მილიონ დოლარად მეზობელი საკუთრება იყიდა.
Xanadu 2.0-ის ინტერიერი და ექსტერიერი შექმნილია წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში ნაპოვნი მასალებით. შვიდი ტიპის ქვასთან ერთად, მშენებლობისთვის გამოყენებული იქნა 500 წელზე მეტი ხნის დუგლას ნაძვის ხეები. მამული მოითხოვდა 300 ადამიანის შრომას, აქედან 100 ელექტრიკოსი იყო.
სახლის ინტერიერი დააპროექტა ფრანგმა არქიტექტორმა ტიერი დესპონტმა. ვილას აქვს შვიდი საძინებელი, 24 სველი წერტილი და ექვსი სამზარეულო. ექვსი სამზარეულოდან თითოეული განლაგებულია კუთხეებში. ოფიციალური სასადილო დარბაზი 200 ადამიანს იტევს. გარდა ამისა, სასახლეს აქვს ორთქლის ოთახი, საუნა და სპორტული დარბაზი, რომელიც მოიცავს 25,000 კვადრატულ ფუტს.
როგორც ხელოვნებისა და ლიტერატურის მოყვარულმა, ბილ გეითსმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ნამუშევრებისა და წიგნების სრულყოფილად ჩვენებას. ნახატები დაპროექტებულია კედელზე მიმაგრებულ კომპიუტერის ეკრანებზე...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები