მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი უყურებდა, რომ მამამისი თვეების განმავლობაში უმუშევარი იყო, რთულად მივიღე აშშ-ში წამოსვლის გადაწყვეტილება... აქ ტაქსის კომპანიაში ვმუშაობ" - როგორია მამუკა ლომაშვილის ცხოვრება ემიგრაციაში?
"ჩემი შვილი უყურებდა, რომ მამამისი თვეების განმავლობაში უმუშევარი იყო, რთულად მივიღე აშშ-ში წამოსვლის გადაწყვეტილება... აქ ტაქსის კომპანიაში ვმუშაობ" - როგორია მამუკა ლომაშვილის ცხოვრება ემიგრაციაში?

პა­რო­დი­ის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. ამ კუ­თხით მისი დე­ბი­უ­ტი სცე­ნა­ზე ზუს­ტად 20 წლის წინ, ნო­ემ­ბერ­ში შედ­გა. მახ­სოვს, მისი პირ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბიც, როცა ფი­ლარ­მო­ნი­ის კუ­ლი­სებ­ში კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ჩავ­წე­რე... მერე იყო, კონ­ცერ­ტე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი, ტაში, პე­და­გო­გო­ბა, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი... სცე­ნა­ზე ყოფ­ნის 20 წლის­თავს კი ახა­ლი ცხოვ­რე­ბით შეხ­ვდა - ის ემიგ­რან­ტია და უკვე მე­სა­მე წე­ლია, რაც ნიუ-იორკშია. "ვცდი­ლობ, კარ­გად ვიყო, შე­მარ­თე­ბით და ოპ­ტი­მის­ტუ­რად" - გვე­უბ­ნე­ბა მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ამე­რი­კა­ში და­ვუ­კავ­შირ­დი.

- კი, 20 წლის წინ და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რა ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე... მა­ნამ­დე იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ჩემი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბიც მქონ­და - აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დე­ბატკლუ­ბი, პო­ლიტკლუ­ბი... მერე თსუ-ს „კა­ვე­ენშჩი­კებ­მა“ მთხო­ვეს, რამ­დე­ნი­მე პა­რო­დია გა­ა­კე­თეო. ვი­ღა­ცე­ბის იმი­ტა­ცი­ას ისე­დაც ვა­კე­თებ­დი... მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­შინ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი იყო და მისი პა­რო­დი­აც გა­ვა­კე­თე... დათო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ბი­ჭე­ბი, ჩვე­ნი „კა­ვე­ენ­ში­კე­ბი“ მის­მენ­დნენ, უცებ სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი პა­უ­ზა შე­იქ­მნა... მოკ­ლედ, ასე მოვ­ხვდი "ღა­მის შოუს" კონ­ცერ­ტებ­ზე...

- ახლა ამე­რი­კა­ში იმ ყვე­ლაფ­რის ნოს­ტალ­გია არ გაქვს?

- მარ­ტო ნოს­ტალ­გია არ არის, ყვე­ლა­ფე­რია ერ­თად... სა­ნამ ადა­მი­ა­ნი ემიგ­რან­ტი არ გახ­დე­ბა, ვერ მიხ­ვდე­ბა, რა გან­ცდე­ბია. ვი­თომ შე­ნია გარ­შე­მო აქ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ შენი არა­ფე­რია. ხან­და­ხან ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მო­გე­ნატ­რე­ბა, ვერც წარ­მო­იდ­გენ... სა­ერ­თოდ, დიდი გან­სხვა­ვე­ბაა ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის ემიგ­რა­ცი­ას შო­რის. აქ ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლად გი­წევს, ვიდ­რე ევ­რო­პა­ში... დილა 5 სა­ათ­ზე იწყე­ბა, როცა ჯერ კი­დევ ბნე­ლა, რუ­ტი­ნა­ში ერ­თვე­ბი და და­ღა­მე­ბამ­დე ამ რუ­ტი­ნა­ში ხარ სულ - სამ­სა­ხუ­რი, სამ­სა­ხუ­რი, მუ­შა­ო­ბა, მუ­შა­ო­ბა. ფი­ზი­კუ­რად დრო არაფ­რის­თვის გრჩე­ბა... სრუ­ლი­ად სხვა რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდი - რა­ღა­ცე­ბი მიკ­ვირს, რა­ღა­ცე­ბი მომ­წონს, რა­ღა­ცე­ბი სწო­რად არ მი­მაჩ­ნია...

- რა იყო მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ამე­რი­კა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტე?

- არას­დროს არ ვსა­უბ­რობ ჩემს პრობ­ლე­მა­ზე, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ პან­დე­მი­ის დროს სა­ერ­თოდ არაფ­რის გა­რე­შე დავ­რჩი. ფი­ნან­სუ­რად კრი­ზი­სი შე­მექ­მნა, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რიც არ მქონ­და, რომ ხელ­ფა­სი ვინ­მეს გა­და­ე­ხა­და... რო­დემ­დე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ოჯა­ხის წევ­რე­ბის კმა­ყო­ფა­ზე?! ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი იმ ყვე­ლა­ფერს, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ზო­გა­დად, მაგ დროს ესტრა­დის არ­ტის­ტებს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ. ჩვენ ჰო­ნო­რარ­ზე, გა­მოს­ვლებ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­შინ ამა­ზე არა­ვინ ფიქ­რობ­და... რაც მთა­ვა­რია, ნიკო, ჩემი შვი­ლი უყუ­რებ­და იმას, მა­მა­მი­სი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ იყო უმუ­შე­ვა­რი. არ მინ­დო­და, უმუ­შე­ვა­რი მამა და­ე­ნა­ხა. ისე, მეც არ ვიცი, რო­გორ და რა­ნა­ი­რად გა­დავ­წყვი­ტე, მით უფრო, რომ სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი, სად მოვ­დი­ო­დი. უბ­რა­ლოდ ვთქვი, - ეს რომ არ გა­ვა­კე­თო, შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვუს­ვა თავს კი­თხვა, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ყო­ფი­ლი­ყო-თქო. თუმ­ცა არ ყო­ფი­ლა იოლი, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე და წა­მო­ვე­დი.

- ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან შენ გარ­შე­მო?

- ძა­ლი­ან ბევ­რნი ვართ. მათ შო­რის, ნაც­ნო­ბე­ბიც, ვი­საც თბი­ლის­ში ვერ ვნა­ხუ­ლობ­დი, აქ ვნა­ხუ­ლობ...

შვილ­თან ერ­თად

- ე.ი. არ იცო­დი, სად მი­დი­ო­დი?

- არა და სა­ერ­თოდ ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რა­მაა. გა­მოწ­ვე­ვაა და ეს გა­მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღე. აქ რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად არა­ვინ დამ­ნიშ­ნავ­და, ვი­ცო­დი და ისიც ვი­ცო­დი, რომ ცხოვ­რე­ბა ნუ­ლი­დან უნდა და­მე­წყო. თა­ვი­დან თით­ქოს იყო რა­ღა­ცე­ბი, მერე გა­ირ­კვა, რომ აღარ იყო, მაგ­რამ მა­ინც წა­მო­ვე­დი, სა­ბედ­ნი­ე­როდ ად­გილ­ზე ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და. ჩა­მო­ვე­დი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ოჯახ­ში, ქარ­თველ ქალ­ბა­ტონ­თან. გა­მი­მარ­თლა და სამ­სა­ხუ­რი მე­სა­მე დღეს­ვე და­ვი­წყე.

- ნი­კომ რა გი­თხრა?

- რა­ტომ ადრე არ წახ­ვე­დი, მე რომ პა­ტა­რა ვი­ყა­ვიო? ძა­ლი­ან გა­ნიც­დის ნიკო. 10 ნო­ემ­ბერს 10 წლის ხდე­ბა. ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვართ, ჩემ­ზე ძა­ლი­ან იყო მო­ჯაჭ­ვუ­ლი. ცოტა ხნის წინ, ერთი თვით ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი და ამ დროს უკვე გა­დავ­ლა­ხეთ სირ­თუ­ლე­ე­ბი. იცის, რომ თვი­თო­ნაც მალე უნდა წა­მო­ვი­დეს აქეთ... ხომ ვამ­ბობ, ჩემი აქეთ წა­მოს­ვლაც ნი­კოს უკავ­შირ­დე­ბო­და, მის­თვის გა­ვა­კე­თე ეს. მინ­დო­და, ცოტა მეტი რამ მი­მე­ცა შვი­ლის­თვის. თუმ­ცა­ღა, იმა­საც ვფიქ­რობ ხოლ­მე, რო­მე­ლი უკე­თე­სია, იქ ყოფ­ნა, თუ აქ წა­მოს­ვლა. სა­ერ­თოდ რთუ­ლია, ოჯა­ხის გა­რე­შე აქ ცხოვ­რე­ბა. ჩემი ცოლ-შვი­ლიც ცო­დოა იქ მარ­ტო და მეც ცოდო ვარ აქ მარ­ტო. ან მე უნდა წა­ვი­დე იქით, ან ისი­ნი უნდა წა­მო­ვიდ­ნენ ამე­რი­კა­ში.

- ფიქ­რობ, რომ ოჯა­ხიც წა­მო­ვი­დეს შენ­თან?

- ძა­ლი­ან არ მინ­და, მაგ­რამ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. მოკ­ლედ, სირ­თუ­ლე­ე­ბი არის, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს უნდა ჯან­სა­ღად შე­ხე­დო. დი­დე­ბი ვართ უკვე, მოგ­ვწონს, არ მოგ­ვწონს, ეს ამო­ცა­ნაა, რო­მე­ლიც უნდა ამოვხსნათ. ყვე­ლა­ფე­რი ხომ ისე არ არის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორც ჩვენ გვინ­და?! ცხოვ­რე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვაა.

- ამ წუ­თას რას საქ­მი­ა­ნობ?

- ახლა ვმუ­შა­ობ უბერ­ზე, უბე­რის­ტი ვარ. ეს არის ტაქ­სი. პა­რა­ლე­ლუ­რად ხელი მოვ­კი­დე ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას, ნინი შერ­მა­დინს აქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ვო­კა­ლუ­რი სტუ­დია „არ­ტჰა­ბი“. მი­უ­ზიკ­ლი შევ­თა­ვა­ზე, ჰოდა, პი­ე­სა სა­შო­ბაო ზღა­პა­რი დავ­წე­რე. ახლა ვემ­ზა­დე­ბით სა­შო­ბაო მი­უ­ზიკ­ლის­თვის, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ სტუ­დი­ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ტა­რე­ბის­თვის შევ­ქმე­ნი. სტუ­დია ნიუ-ჯერ­სი­შია, სა­დაც ქარ­თველ ბავ­შვებ­თან ერ­თად ამე­რი­კე­ლე­ბიც არი­ან, ძი­რი­თა­დად მა­ინც ქარ­თვე­ლე­ბი ჭარ­ბო­ბენ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მსა­ხი­ო­ბებ­თან პი­ე­სა­ზეც და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა... მოკ­ლედ, ვნა­ხოთ... ხომ ვამ­ბობ, ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა. რაც შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, უნდა გა­ა­კე­თო. თუ ხარ ოჯახ­ში მა­მა­კა­ცი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აიღო. აქა­ურ რიტმს უნდა აყვე.

- ემიგ­რა­ცი­ა­ში რომ მი­დის ადა­მი­ა­ნი, შენი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, რას იტყვი, რა უნდა იცო­დეს?

- მო­უს­მი­ნოს ყვე­ლას და არა­ვის და­უ­ჯე­როს. არა­ვის ცხოვ­რე­ბა შენ არ გა­მო­გად­გე­ბა, რად­გან ყვე­ლას თა­ვის გზა აქვს. ამ დროს ყვე­ლა ფი­ლო­სო­ფო­სობს და ეს არ ვარ­გა. მზად უნდა იყო გა­მოწ­ვე­ვის­თვის და გა­ი­მარ­ჯვებ. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად არ უნდა გა­ტყდე. აქ მთა­ვა­რია, სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია და უნდა შეძ­ლო მისი გა­გე­ბა, ვის­გან და სა­ი­დან უნდა მი­ი­ღო ის. ასე­ვე სან­დო ადა­მი­ა­ნის პოვ­ნაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი... აქ რა­ღაც­ნა­ი­რი ნოს­ტალ­გი­აა, გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია ხე­ლო­ვა­ნი და ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რა­ღა­ცებს სხვა­ნა­ი­რად რომ უყუ­რებს და გა­ნიც­დის. სა­ერ­თოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნე­ბით, აქ რო­გორ მუ­შა­ო­ბენ. დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა მათ...

- რას ეტყვი ჩვენს მკი­თხველს?

- მინ­და, რომ იყ­ვნენ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მეტი სი­ხა­რუ­ლის გან­ცდა ჰქონ­დეთ. მეტი დან­დო­ბა, ლმო­ბი­ე­რე­ბა. ხან­და­ხან ვკი­თხუ­ლობ ხოლ­მე ინ­ტერ­ნეტ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რებს და ცოტა რა­ღა­ცე­ბი მწყინს ხოლ­მე. არა­ვის გან­სჯა არ არის სა­ჭი­რო, ვინ რო­გო­რია და რა­ტო­მაა ასე­თი, თუ ისე­თი. მეტი სიყ­ვა­რუ­ლი და მო­ფე­რე­ბაა სა­ჭი­რო, ერ­თმა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დეთ, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ცალ­მხრი­ვად არ გა­მო­ვა. მა­გა­რი ხალ­ხი ვართ და უბ­რა­ლოდ, ბო­ლოს რა­ღაც დაგ­ვე­მარ­თა, რაც არ ვარ­გა... გვერ­დში უნდა და­ვუდ­გეთ. გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნის ფასი არა­ფე­რია... ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ სწო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ეპო­ვოთ. შეგ­ნე­ბა და ტაქ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სი­ტყვას დიდი ძალა აქვს. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი მინ­და, იყ­ვნენ თქვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბი, არა­სო­დეს ეფიქ­როთ ემიგ­რა­ცი­ა­ზე, ემიგ­რან­ტო­ბა­ზე. მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჩემი შვილი უყურებდა, რომ მამამისი თვეების განმავლობაში უმუშევარი იყო, რთულად მივიღე აშშ-ში წამოსვლის გადაწყვეტილება... აქ ტაქსის კომპანიაში ვმუშაობ" - როგორია მამუკა ლომაშვილის ცხოვრება ემიგრაციაში?

"ჩემი შვილი უყურებდა, რომ მამამისი თვეების განმავლობაში უმუშევარი იყო, რთულად მივიღე აშშ-ში წამოსვლის გადაწყვეტილება... აქ ტაქსის კომპანიაში ვმუშაობ" - როგორია მამუკა ლომაშვილის ცხოვრება ემიგრაციაში?

პაროდიის თეატრის მსახიობია. ამ კუთხით მისი დებიუტი სცენაზე ზუსტად 20 წლის წინ, ნოემბერში შედგა. მახსოვს, მისი პირველი ემოციებიც, როცა ფილარმონიის კულისებში კონცერტის შემდეგ ჩავწერე... მერე იყო, კონცერტები, სპექტაკლები, ტაში, პედაგოგობა, ხალხის სიყვარული... სცენაზე ყოფნის 20 წლისთავს კი ახალი ცხოვრებით შეხვდა - ის ემიგრანტია და უკვე მესამე წელია, რაც ნიუ-იორკშია. "ვცდილობ, კარგად ვიყო, შემართებით და ოპტიმისტურად" - გვეუბნება მამუკა ლომაშვილი, რომელსაც ამერიკაში დავუკავშირდი.

- კი, 20 წლის წინ დაიწყო ჩემი კარიერა ფილარმონიის სცენაზე... მანამდე იყო საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ჩემი სხვა მიმართულებებიც მქონდა - აგრარულ უნივერსიტეტში დებატკლუბი, პოლიტკლუბი... მერე თსუ-ს „კავეენშჩიკებმა“ მთხოვეს, რამდენიმე პაროდია გააკეთეო. ვიღაცების იმიტაციას ისედაც ვაკეთებდი... მიშა სააკაშვილი მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო და მისი პაროდიაც გავაკეთე... დათო გოგიჩაიშვილი და ბიჭები, ჩვენი „კავეენშიკები“ მისმენდნენ, უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, სერიოზული პაუზა შეიქმნა... მოკლედ, ასე მოვხვდი "ღამის შოუს" კონცერტებზე...

- ახლა ამერიკაში იმ ყველაფრის ნოსტალგია არ გაქვს?

- მარტო ნოსტალგია არ არის, ყველაფერია ერთად... სანამ ადამიანი ემიგრანტი არ გახდება, ვერ მიხვდება, რა განცდებია. ვითომ შენია გარშემო აქ ყველაფერი, მაგრამ შენი არაფერია. ხანდახან ისეთი რაღაცები მოგენატრება, ვერც წარმოიდგენ... საერთოდ, დიდი განსხვავებაა ამერიკისა და ევროპის ემიგრაციას შორის. აქ ყველაფერი გაცილებით რთულად გიწევს, ვიდრე ევროპაში... დილა 5 საათზე იწყება, როცა ჯერ კიდევ ბნელა, რუტინაში ერთვები და დაღამებამდე ამ რუტინაში ხარ სულ - სამსახური, სამსახური, მუშაობა, მუშაობა. ფიზიკურად დრო არაფრისთვის გრჩება... სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდი - რაღაცები მიკვირს, რაღაცები მომწონს, რაღაცები სწორად არ მიმაჩნია...

- რა იყო მიზეზი, რატომაც ამერიკაში წასვლა გადაწყვიტე?

- არასდროს არ ვსაუბრობ ჩემს პრობლემაზე, მაგრამ ფაქტია, რომ პანდემიის დროს საერთოდ არაფრის გარეშე დავრჩი. ფინანსურად კრიზისი შემექმნა, სახელმწიფო სამსახურიც არ მქონდა, რომ ხელფასი ვინმეს გადაეხადა... როდემდე უნდა ვყოფილიყავი ოჯახის წევრების კმაყოფაზე?! ძალიან განვიცდიდი იმ ყველაფერს, ამიტომ გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ზოგადად, მაგ დროს ესტრადის არტისტებს ძალიან გაუჭირდათ. ჩვენ ჰონორარზე, გამოსვლებზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ ფიქრობდა... რაც მთავარია, ნიკო, ჩემი შვილი უყურებდა იმას, მამამისი თვეების განმავლობაში როგორ იყო უმუშევარი. არ მინდოდა, უმუშევარი მამა დაენახა. ისე, მეც არ ვიცი, როგორ და რანაირად გადავწყვიტე, მით უფრო, რომ საერთოდ არ ვიცოდი, სად მოვდიოდი. უბრალოდ ვთქვი, - ეს რომ არ გავაკეთო, შეიძლება მთელი ცხოვრება დავუსვა თავს კითხვა, რომ წავსულიყავი, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო-თქო. თუმცა არ ყოფილა იოლი, მაგრამ გადავწყვიტე და წამოვედი.

- ქართველები არიან შენ გარშემო?

- ძალიან ბევრნი ვართ. მათ შორის, ნაცნობებიც, ვისაც თბილისში ვერ ვნახულობდი, აქ ვნახულობ...

შვილთან ერთად

- ე.ი. არ იცოდი, სად მიდიოდი?

- არა და საერთოდ ცხოვრება ძალიან საინტერესო რამაა. გამოწვევაა და ეს გამოწვევა მივიღე. აქ რომ პრემიერ-მინისტრად და კულტურის მინისტრად არავინ დამნიშნავდა, ვიცოდი და ისიც ვიცოდი, რომ ცხოვრება ნულიდან უნდა დამეწყო. თავიდან თითქოს იყო რაღაცები, მერე გაირკვა, რომ აღარ იყო, მაგრამ მაინც წამოვედი, საბედნიეროდ ადგილზე ყველაფერი დალაგდა. ჩამოვედი არაჩვეულებრივ ოჯახში, ქართველ ქალბატონთან. გამიმართლა და სამსახური მესამე დღესვე დავიწყე.

- ნიკომ რა გითხრა?

- რატომ ადრე არ წახვედი, მე რომ პატარა ვიყავიო? ძალიან განიცდის ნიკო. 10 ნოემბერს 10 წლის ხდება. ჩვენ მეგობრები ვართ, ჩემზე ძალიან იყო მოჯაჭვული. ცოტა ხნის წინ, ერთი თვით ჩამოსული ვიყავი და ამ დროს უკვე გადავლახეთ სირთულეები. იცის, რომ თვითონაც მალე უნდა წამოვიდეს აქეთ... ხომ ვამბობ, ჩემი აქეთ წამოსვლაც ნიკოს უკავშირდებოდა, მისთვის გავაკეთე ეს. მინდოდა, ცოტა მეტი რამ მიმეცა შვილისთვის. თუმცაღა, იმასაც ვფიქრობ ხოლმე, რომელი უკეთესია, იქ ყოფნა, თუ აქ წამოსვლა. საერთოდ რთულია, ოჯახის გარეშე აქ ცხოვრება. ჩემი ცოლ-შვილიც ცოდოა იქ მარტო და მეც ცოდო ვარ აქ მარტო. ან მე უნდა წავიდე იქით, ან ისინი უნდა წამოვიდნენ ამერიკაში.

- ფიქრობ, რომ ოჯახიც წამოვიდეს შენთან?

- ძალიან არ მინდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. მოკლედ, სირთულეები არის, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჯანსაღად შეხედო. დიდები ვართ უკვე, მოგვწონს, არ მოგვწონს, ეს ამოცანაა, რომელიც უნდა ამოვხსნათ. ყველაფერი ხომ ისე არ არის ცხოვრებაში, როგორც ჩვენ გვინდა?! ცხოვრება სირთულეების დაძლევაა.

- ამ წუთას რას საქმიანობ?

- ახლა ვმუშაობ უბერზე, უბერისტი ვარ. ეს არის ტაქსი. პარალელურად ხელი მოვკიდე ჩემს საქმიანობას, ნინი შერმადინს აქვს არაჩვეულებრივი ვოკალური სტუდია „არტჰაბი“. მიუზიკლი შევთავაზე, ჰოდა, პიესა საშობაო ზღაპარი დავწერე. ახლა ვემზადებით საშობაო მიუზიკლისთვის, რომელიც სპეციალურად ამ სტუდიის არაჩვეულებრივი პატარებისთვის შევქმენი. სტუდია ნიუ-ჯერსიშია, სადაც ქართველ ბავშვებთან ერთად ამერიკელებიც არიან, ძირითადად მაინც ქართველები ჭარბობენ. პროფესიონალურ მსახიობებთან პიესაზეც დავიწყეთ მუშაობა... მოკლედ, ვნახოთ... ხომ ვამბობ, ცხოვრება საინტერესოა. რაც შენი გასაკეთებელია, უნდა გააკეთო. თუ ხარ ოჯახში მამაკაცი, პასუხისმგებლობა უნდა აიღო. აქაურ რიტმს უნდა აყვე.

- ემიგრაციაში რომ მიდის ადამიანი, შენი გამოცდილებიდან, რას იტყვი, რა უნდა იცოდეს?

- მოუსმინოს ყველას და არავის დაუჯეროს. არავის ცხოვრება შენ არ გამოგადგება, რადგან ყველას თავის გზა აქვს. ამ დროს ყველა ფილოსოფოსობს და ეს არ ვარგა. მზად უნდა იყო გამოწვევისთვის და გაიმარჯვებ. ფსიქოლოგიურად არ უნდა გატყდე. აქ მთავარია, სწორი ინფორმაცია და უნდა შეძლო მისი გაგება, ვისგან და საიდან უნდა მიიღო ის. ასევე სანდო ადამიანის პოვნაა აუცილებელი... აქ რაღაცნაირი ნოსტალგიაა, განსაკუთრებით რთულია ხელოვანი და ემოციური ადამიანებისთვის, რაღაცებს სხვანაირად რომ უყურებს და განიცდის. საერთოდ გაოცებული ვარ ქართველი ემიგრანტი ქალბატონებით, აქ როგორ მუშაობენ. დიდი პატივისცემა მათ...

- რას ეტყვი ჩვენს მკითხველს?

- მინდა, რომ იყვნენ ძალიან ბედნიერები, ერთმანეთის მიმართ მეტი სიხარულის განცდა ჰქონდეთ. მეტი დანდობა, ლმობიერება. ხანდახან ვკითხულობ ხოლმე ინტერნეტში ადამიანების კომენტარებს და ცოტა რაღაცები მწყინს ხოლმე. არავის განსჯა არ არის საჭირო, ვინ როგორია და რატომაა ასეთი, თუ ისეთი. მეტი სიყვარული და მოფერებაა საჭირო, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, თუმცა ეს ყველაფერი ცალმხრივად არ გამოვა. მაგარი ხალხი ვართ და უბრალოდ, ბოლოს რაღაც დაგვემართა, რაც არ ვარგა... გვერდში უნდა დავუდგეთ. გულწრფელი ადამიანის ფასი არაფერია... ყველას ვუსურვებ სწორი ადამიანები ეპოვოთ. შეგნება და ტაქტი მნიშვნელოვანია, სიტყვას დიდი ძალა აქვს. ძალიან ბედნიერები მინდა, იყვნენ თქვენი მკითხველები, არასოდეს ეფიქროთ ემიგრაციაზე, ემიგრანტობაზე. მიყვარხართ ყველა...