უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ახლა "ომი ჩხიშია“ და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელია, - ამის შესახებ მან YouTube არხზე, Ходорковский LIVE საუბრისას განაცხადა.
"ფაქტობრივად, ახლა ომი ჩიხშია, იმიტომ რომ არც რუსეთს შეუძლია ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი ხელში ჩაიგდოს და არც ჩვენ - დეოკუპაცია.
ერთმანეთის უსასრულო და უაზრო ხოცვა რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევის გარეშე არც რუსი და არც უკრაინელი ხალხისთვის არ არის საჭირო.
ხალხი იწყებს ამის გაცნობიერებას. ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევრიგდეთ, ჩვენ უნდა დავიწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაგრამ ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს სამართლიანი და პარიტეტული“, - განაცხადა არესტოვიჩმა