გია ცეცხლაძე ამბობს, რომ პარტია "საქართველოსთვის" ტოვებს. ამის შესახებ ცეცხლაძე "ფეისბუქის" გვერდზე წერს.
"მინდა ჩემს მეგობრებს და საზოგადოებას ვაცნობო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ - ვტოვებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" და აღარ ვაპირებ მონაწილეობას პოლიტიკური პროცესებში. რაც შეეხება ჩემი გადაწყვეტილების მიზეზებს, დასამალი არაფერი მაქვს. მოკლედ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში მთავარმა თაღლითმა და მოღალატემ, გიორგი გახარიამ არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა. ყველას გვარწმუნებდა, რომ თითქოს მისი პროექტი “ზევით, ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული“.
დრომ და ფაქტებმა კი აჩვენა, რომ ჩვეულებრივი მოღალატე და მატყუარაა. კარგია ის, რომ გახარიას მიერ შეცდომაში შეყვანილმა ადამიანების უმრავლესობამ ეს უკვე გაიგო და მიხვდა, რომ მისი ერთადერთი მიზანი ნაცებთან ჩახუტება, მათი საქმის კეთება და ხალხის მოტყუებაა. განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდი და პატიებას ვითხოვ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი ნდობით შევიდა შეცდომაში" - წერს ცეცხლაძე.