მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამეფო ვარსკვლავი - ვინ არის 18 წლის ლეონორ დე ბურბონი, რომელსაც ესპანეთის სამეფო ოჯახისა და ხალხს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა ანდეს: ესპანეთი "ლეონორმანიამ" მოიცვა
სამეფო ვარსკვლავი -  ვინ არის 18 წლის ლეონორ დე ბურბონი, რომელსაც ესპანეთის სამეფო ოჯახისა და ხალხს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა ანდეს: ესპანეთი "ლეონორმანიამ" მოიცვა

ეს­პა­ნე­თის პრინ­ცე­სას, ლე­ო­ნორ დე ბურ­ბონს მე­დია "ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე ქა­რიზ­მა­ტულ დიდ­გვა­როვ­ნად" მო­იხ­სე­ნი­ებს. მას შემ­დეგ, რაც გო­გო­ნა 18 წლის გახ­და, ეს­პა­ნე­თი "ლე­ო­ნორ­მა­ნი­ამ" მო­იც­ვა და Google-ში მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძი­ე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 37%-ითაა გაზ­რდი­ლი.

გო­გო­ნა გა­სულ სამ­შა­ბათს სრულ­წლო­ვა­ნი გახ­და და ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, კონ­სტი­ტუ­ცი­ის ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი დადო.

მას შემ­დეგ, ბევ­რი და­ინ­ტე­რეს­და, მისი პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდა უბ­რა­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი ხიბ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუ მისი ქცე­ვე­ბი "ეს­პა­ნე­თის სრულ­ყო­ფი­ლი დე­დოფ­ლის შექ­მნის გეგ­მის ნა­წი­ლია."

გუ­ლუბ­რყვი­ლო სა­ხით, ცის­ფე­რი თვა­ლე­ბით და ღი­მი­ლით, პრინ­ცე­სა ლე­ო­ნორ­მა ეს­პა­ნე­ლი ხალ­ხის გული ად­ვი­ლად მო­ი­გო. მე­დია წერს, რომ ლე­ო­ნორ­მა ყო­ფი­ლი მე­ფის, ხუან კარ­ლო­სის ქმე­დე­ბე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლი კრი­ტი­კო­სე­ბიც გა­ა­ჩუ­მა და ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფო სახ­ლს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმი­ჯი გა­მო­უ­კე­თა.

ლე­ო­ნო­რის ბა­ბუ­ის, პენ­სი­ა­ზე გა­სუ­ლი მე­ფის სპი­ლო­ებ­ზე ნა­დი­რო­ბა, გა­და­მა­ლუ­ლი ფული შვე­ი­ცა­რი­ა­ში და სა­სა­მარ­თლო დავა ყო­ფილ საყ­ვა­რელ­თან კო­რინ ლარ­სენ­თან, ხალ­ხსა და სა­მე­ფო ოჯახს შო­რის უფსკრუ­ლად იქცა და დიდ­გვა­რო­ვან­თა იმი­ჯი მკვეთ­რად შე­ი­ლა­ხა.

თუმ­ცა ახლა მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ლე­ო­ნო­რი მისი ოჯა­ხის ეს­პა­ნელ ხალ­ხთან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხიდი გახ­და და ის და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც ეს­პა­ნე­ლებ­ში გო­გო­ნა იწ­ვევს, სა­მე­ფო ოჯახს ძველ დი­დე­ბას და­უბ­რუ­ნებს.

  • ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თი El Español-ი სა­მე­ფო ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ წევ­რად პრინ­ცე­სას ასა­ხე­ლებს. ლე­ო­ნორ­მა რე­ი­ტინ­გით მა­მა­მისს, ეს­პა­ნე­თის ამ­ჟა­მინ­დელ მე­ფეს, ფე­ლი­პე VI-საც კი აჯო­ბა.

ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის ვა­რა­უ­დით, გო­გო­ნას წარ­მა­ტე­ბა იმი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­პა­ნე­ლე­ბის თვალ­სა­წი­ე­რი­დან შორს იმ­ყო­ფე­ბო­და. ლე­ო­ნო­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ უფრო უღ­ვი­ვებ­და ინ­ტერსს მის მი­მართ.

"აქამ­დე ლე­ო­ნო­რი სა­ხალ­ხოდ იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და, თუმ­ცა სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში მსა­ხუ­რო­ბის შემ­დეგ, ახა­ლი ლე­ო­ნო­რი ვი­ხი­ლეთ: გაზ­რდი­ლი და ჯა­რის­კა­ცის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი. თა­ვი­სე­ბუ­რად, გა­სა­ო­ცა­რი იმი­ჯია",- გა­ნა­ცხა­და EuroNews-თან ფერ­ნან­დო რა­ი­ონ­მა, სან პაბ­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის პრო­ფე­სორ­მა.

ლე­ო­ნო­რი სამ­შობ­ლო­ში იმ­დე­ნად მოს­წონთ, რომ ეს­პა­ნე­ლე­ბის 79%-ის აზ­რით, გო­გო­ნა უკვე მზა­დაა დე­დოფ­ლო­ბის­თვის და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის.

"ლე­ო­ნო­რის იმი­ჯი ასე­თია: იყოს იქ, სა­დაც უნდა იყოს. ის არ აკე­თებს გან­ცხა­დე­ბებს და არ ვრცელ­დე­ბა მისი ყო­ველ­დღი­უ­რი ფო­ტო­ე­ბი სახ­ლში, ან წვე­უ­ლე­ბებ­ზე. ხალ­ხი მას ისეთს ხე­დავს, რო­გო­რიც არის: მო­მა­ვა­ლი დე­დო­ფა­ლი და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი",- ამ­ბობს რა­ი­ო­ნი.

არა­ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ექ­სპერ­ტი, ხოსე ლუის მარ­ტინ ოვე­ჯე­რო თვლის, რომ ლე­ო­ნორს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნია სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა, რად­გან ის ამის გა­რე­შეც ახერ­ხებს ხალ­ხში სიმ­პა­თი­ის გა­მოწ­ვე­ვას. "ვერ­ბა­ლუ­რი თუ არა­ვერ­ბა­ლუ­რი ქცე­ვით, ის ყო­ველ­თვის აჩ­ვე­ნებს, რომ ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი და ბედ­ნი­ე­რია. თქვენ ვერ ნა­ხავთ მის უხეშ ჟეს­ტებს ან ცუდ მა­ნე­რებს, არა იმი­ტომ, რომ ეს ფო­ტო­ე­ბი და­ცენ­ზუ­რე­ბუ­ლია, არა­მედ იმი­ტომ, რომ ლე­ო­ნო­რი ასე­თი არ არის",- ამ­ბობს ოვე­ჯე­რო.

მას ახლა მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის და ჯგუ­ფე­ბის გუ­ლის მო­გე­ბა მო­უ­წევს. პო­ლი­ტი­კო­სებ­მა თა­ვი­ან­თი პრო­ტეს­ტი იმით გა­მო­ხა­ტეს, რომ ლე­ო­ნო­რის ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას არ და­ეს­წრნენ.

წყა­რო: euronews

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*
0

ესპანელებს არანაკლებ უყვართ (და უფრო მეტადაც კი) მისი უმცროსი და - ინფანტა სოფია, თუმცა ტახტის მემკვიდრე ლეონორია და ამიტომ მეტი ყურადღება მისკენაა. კარგი ბავშვები არიან ორივე.

ნინუცა
2

მისმა მამა-ბაბუამ რაც მიქარა, ახლა ამ ბავშვს აიძულებენ რომ გამოასწოროს თავისი შესანიშნავი ქცევით და მათი მიქარული დაავიწყოს ხალხს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

სამეფო ვარსკვლავი - ვინ არის 18 წლის ლეონორ დე ბურბონი, რომელსაც ესპანეთის სამეფო ოჯახისა და ხალხს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა ანდეს: ესპანეთი "ლეონორმანიამ" მოიცვა

სამეფო ვარსკვლავი -  ვინ არის 18 წლის ლეონორ დე ბურბონი, რომელსაც ესპანეთის სამეფო ოჯახისა და ხალხს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა ანდეს: ესპანეთი "ლეონორმანიამ" მოიცვა

ესპანეთის პრინცესას, ლეონორ დე ბურბონს მედია "ევროპის ყველაზე ქარიზმატულ დიდგვაროვნად" მოიხსენიებს. მას შემდეგ, რაც გოგონა 18 წლის გახდა, ესპანეთი "ლეონორმანიამ" მოიცვა და Google-ში მასთან დაკავშირებული ძიებების რაოდენობა 37%-ითაა გაზრდილი.

გოგონა გასულ სამშაბათს სრულწლოვანი გახდა და ტრადიციისამებრ, კონსტიტუციის ერთგულების ფიცი დადო.

მას შემდეგ, ბევრი დაინტერესდა, მისი პოპულარობის ზრდა უბრალოდ ბუნებრივი ხიბლის დამსახურებაა, თუ მისი ქცევები "ესპანეთის სრულყოფილი დედოფლის შექმნის გეგმის ნაწილია."

გულუბრყვილო სახით, ცისფერი თვალებით და ღიმილით, პრინცესა ლეონორმა ესპანელი ხალხის გული ადვილად მოიგო. მედია წერს, რომ ლეონორმა ყოფილი მეფის, ხუან კარლოსის ქმედებებით აღშფოთებული კრიტიკოსებიც გააჩუმა და ესპანეთის სამეფო სახლს საზოგადოებაში იმიჯი გამოუკეთა.

ლეონორის ბაბუის, პენსიაზე გასული მეფის სპილოებზე ნადირობა, გადამალული ფული შვეიცარიაში და სასამართლო დავა ყოფილ საყვარელთან კორინ ლარსენთან, ხალხსა და სამეფო ოჯახს შორის უფსკრულად იქცა და დიდგვაროვანთა იმიჯი მკვეთრად შეილახა.

თუმცა ახლა მიიჩნევენ, რომ ლეონორი მისი ოჯახის ესპანელ ხალხთან დამაკავშირებელი ხიდი გახდა და ის დადებითი ემოციები, რომელსაც ესპანელებში გოგონა იწვევს, სამეფო ოჯახს ძველ დიდებას დაუბრუნებს.

  • ადგილობრივი გაზეთი El Español-ი სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარულ წევრად პრინცესას ასახელებს. ლეონორმა რეიტინგით მამამისს, ესპანეთის ამჟამინდელ მეფეს, ფელიპე VI-საც კი აჯობა.

ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, გოგონას წარმატება იმითაა განპირობებული, რომ ამდენი წლის განმავლობაში ესპანელების თვალსაწიერიდან შორს იმყოფებოდა. ლეონორის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა მოსახლეობას კიდევ უფრო უღვივებდა ინტერსს მის მიმართ.

"აქამდე ლეონორი სახალხოდ იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა სამხედრო აკადემიაში მსახურობის შემდეგ, ახალი ლეონორი ვიხილეთ: გაზრდილი და ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული. თავისებურად, გასაოცარი იმიჯია",- განაცხადა EuroNews-თან ფერნანდო რაიონმა, სან პაბლოს უნივერსიტეტის პოლიტიკური ინფორმაციების პროფესორმა.

ლეონორი სამშობლოში იმდენად მოსწონთ, რომ ესპანელების 79%-ის აზრით, გოგონა უკვე მზადაა დედოფლობისთვის და მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის.

"ლეონორის იმიჯი ასეთია: იყოს იქ, სადაც უნდა იყოს. ის არ აკეთებს განცხადებებს და არ ვრცელდება მისი ყოველდღიური ფოტოები სახლში, ან წვეულებებზე. ხალხი მას ისეთს ხედავს, როგორიც არის: მომავალი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური",- ამბობს რაიონი.

არავერბალური კომუნიკაციის ექსპერტი, ხოსე ლუის მარტინ ოვეჯერო თვლის, რომ ლეონორს საკომუნიკაციო კამპანია საერთოდ არ სჭირდება, რადგან ის ამის გარეშეც ახერხებს ხალხში სიმპათიის გამოწვევას. "ვერბალური თუ არავერბალური ქცევით, ის ყოველთვის აჩვენებს, რომ ძალიან ბუნებრივი და ბედნიერია. თქვენ ვერ ნახავთ მის უხეშ ჟესტებს ან ცუდ მანერებს, არა იმიტომ, რომ ეს ფოტოები დაცენზურებულია, არამედ იმიტომ, რომ ლეონორი ასეთი არ არის",- ამბობს ოვეჯერო.

მას ახლა მტრულად განწყობილი პოლიტიკური პარტიების და ჯგუფების გულის მოგება მოუწევს. პოლიტიკოსებმა თავიანთი პროტესტი იმით გამოხატეს, რომ ლეონორის ფიცის დადების ცერემონიას არ დაესწრნენ.

წყარო: euronews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა