სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰეზბოლას" ლიდერი ისრაელი-ღაზის კონფლიქტზე სიჩუმეს დაარღვევს? - რა ვიცით დაჯგუფების ლიდერზე, რა მოლოდინებია და რა განცხადებები კეთდება ისრაელში ჰასან ნასრალას დაანონსებულ მიმართვაზე
"ჰეზბოლას" ლიდერი ისრაელი-ღაზის კონფლიქტზე სიჩუმეს დაარღვევს? - რა ვიცით დაჯგუფების ლიდერზე, რა მოლოდინებია და რა განცხადებები კეთდება ისრაელში ჰასან ნასრალას დაანონსებულ მიმართვაზე

ლი­ბა­ნის ში­ი­ტუ­რი ის­ლა­მის­ტუ­რი ჯგუ­ფის, "ჰეზ­ბო­ლას“ ლი­დე­რი, ჰა­სან ნას­რა­ლა დღეს სი­ტყვით მი­მარ­თავს თა­ვის მიმ­დევ­რებს და ეს იქ­ნე­ბა მისი პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა ის­რა­ელ-ჰა­მა­სის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ.

გა­მოს­ვლა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც გა­ირ­კვე­ვა "ჰეზ­ბო­ლას" სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯე­ბი ღა­ზის სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ის­რა­ე­ლის და ლი­ბა­ნის სა­ზღვარ­ზე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი "ჰეზ­ბო­ლა­სა" და ის­რა­ე­ლელ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ამ დრომ­დე მხო­ლოდ სა­სა­ზღვრო ბრძო­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა და მას­შტა­ბუ­რი სახე არ აქვს. ნას­რა­ლას მი­მარ­თვის და­ა­ნონ­სე­ბის შემ­დეგ კი გაჩ­ნდა მო­ლო­დი­ნი, რომ შე­საძ­ლოა, და­პი­რის­პი­რე­ბამ მი­ი­ღოს გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი სახე.

  • 7 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, ანუ მას შემ­დეგ, რაც "ჰა­მა­სი“ თავს და­ეს­ხა ის­რა­ელს, ხოლო ის­რა­ე­ლი სა­პა­სუ­ხო იე­რიშს ღა­ზის სექ­ტორ­ზე ამ დრომ­დე ახორ­ცი­ე­ლებს. "ჰა­მა­სის“ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ის­რა­ე­ლი ღა­ზა­ში სახ­მე­ლე­თო შეჭ­რას აგ­რძე­ლებს და ეს მიზ­ნად ისა­ხავს "ჰა­მა­სის“ გა­ნად­გუ­რე­ბას. მა­თი­ვე ცნო­ბით, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ღუ­პუ­ლი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 9 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, "ჰა­მა­სმა“ არა­ერ­თხელ მო­უ­წო­და მო­კავ­ში­რე "ჰეზ­ბო­ლას", რომ შე­უ­ერ­თდეს ბრძო­ლას.

"ჰეზ­ბო­ლა“, რო­მელ­საც "ჰა­მა­სის“ მსგავ­სად, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, აშშ და სხვა ქვეყ­ნე­ბი ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვენ, ლი­ბა­ნის უდი­დე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო ძა­ლაა. მისი ლი­დე­რის, ჰა­სან ნას­რა­ლას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, რო­გორც ყო­ველ­თვის, ახ­ლაც სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა. მისი გა­მოს­ვლე­ბის ვი­დე­ო­ე­ბის ჩვე­ნე­ბას, რო­გორც წესი, "ჰეზ­ბო­ლას" წევ­რე­ბი ლი­ბა­ნის მას­შტა­ბით აორ­გა­ნი­ზე­ბენ, აწყო­ბენ ჩა­ნა­წე­რის, ვი­დე­ო­კად­რე­ბის სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბას. "ჰეზ­ბო­ლას" წევ­რე­ბი მის ყო­ველ მი­მარ­თვას "მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენტს" უწო­დე­ბენ.

"ჰეზ­ბო­ლას“ აქვს ია­რა­ღის უზარ­მა­ზა­რი არ­სე­ნა­ლი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის მარ­თვად რა­კე­ტებს, ჰყავთ ათი­ა­თა­სო­ბით კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი და ბრძო­ლებ­ში გა­მოწ­ვრთნი­ლი მებ­რძო­ლე­ბი.

დაჯ­გუ­ფე­ბა ასე­ვე მხარ­და­ჭე­რი­ლია ირა­ნის მიერ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად უც­ნო­ბია, რა პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნა აქვს თე­ი­რანს "ჰეზ­ბო­ლა­ზე", მაგ­რამ და­სავ­ლე­თი მი­იჩ­ნევს, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, ისი­ნი რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­დნენ ირა­ნის გა­რე­შე.

ცნო­ბის­თვის, გა­სულ კვი­რას ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ებ­რა­ჰიმ რა­ი­სიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­მა წი­თე­ლი ხა­ზე­ბი გა­დაკ­ვე­თეს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა აი­ძუ­ლოს ყვე­ლა, რომ მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი.“ვა­შინგტო­ნი ჩვენ­გან ითხოვს რომ არა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, მაგ­რამ ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ ის­რა­ე­ლის მხარ­და­ჭე­რას“, - გა­ნა­ცხა­და მან.

  • თუ "ჰეზ­ბო­ლა" მას­შტა­ბურ კონ­ფლიქ­ტში ჩა­ერ­თვე­ბა - რას აცხა­დე­ბენ ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი?

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­აჰუ "წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მას­შტა­ბის პა­სუხზე" სა­უბ­რობს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "ჰეზ­ბო­ლა" მე­ო­რე ფრონტს გახ­სნის.

"ის­რა­ე­ლი "ჰეზ­ბო­ლას“ მხრი­დან ჩრდი­ლო­ეთ სა­ზღვარ­ზე რა­ი­მე სა­ხის ეს­კა­ლა­ცი­ას მოქ­მე­დე­ბით უპა­სუ­ხებს და არა სი­ტყვე­ბით", - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კერ­მა, და­ნი­ელ ჰა­გა­რიმ გა­ნა­ცხა­და.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ბა­ნე­ლებს, ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, "ჰეზ­ბო­ლას“ და მის ქმე­დე­ბებს არ აქვთ მხარ­და­ჭე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­და სა­კუთ­რივ დაჯ­გუ­ფე­ბის მიმ­დევ­რე­ბი­სა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩალმა
0

შაითანი არ გაგიწყრეს ჰასან თორემ ლიბანისაგან "სრალ"-ა დარჩება!

ჟირაფი ჟოზე ამერიკაში
3

ნასრალა და ტერორისტები კი არა. 5 საათზე იუთუბზე დაიდება ჟირაფ ჟოზეს ამერიკული პრემიერა. ვინმე გიორგი მარშანია ყოფილა, იუთუბზე ნახატ ფილმებს დებს ჟირაფ ჟოზეზე. ათეული მილიონიბით ნახვა აქვს. დადეთ სტატია. ხალხმა არ იცის ბევრმა არაფერი. დადებითი ინფორმაცია კარგია განწყობისთვის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"ჰეზბოლას" ლიდერი ისრაელი-ღაზის კონფლიქტზე სიჩუმეს დაარღვევს? - რა ვიცით დაჯგუფების ლიდერზე, რა მოლოდინებია და რა განცხადებები კეთდება ისრაელში ჰასან ნასრალას დაანონსებულ მიმართვაზე

"ჰეზბოლას" ლიდერი ისრაელი-ღაზის კონფლიქტზე სიჩუმეს დაარღვევს? - რა ვიცით დაჯგუფების ლიდერზე, რა მოლოდინებია და რა განცხადებები კეთდება ისრაელში ჰასან ნასრალას დაანონსებულ მიმართვაზე

ლიბანის შიიტური ისლამისტური ჯგუფის, "ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა დღეს სიტყვით მიმართავს თავის მიმდევრებს და ეს იქნება მისი პირველი საჯარო გამოსვლა ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ.

გამოსვლაში, სავარაუდოდ, ნაწილობრივ მაინც გაირკვევა "ჰეზბოლას" სამომავლო ნაბიჯები ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ისრაელის და ლიბანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები "ჰეზბოლასა" და ისრაელელ სამხედროებს შორის აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ სასაზღვრო ბრძოლებით შემოიფარგლება და მასშტაბური სახე არ აქვს. ნასრალას მიმართვის დაანონსების შემდეგ კი გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა, დაპირისპირებამ მიიღოს გაცილებით მასშტაბური სახე.

  • 7 ოქტომბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც "ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს, ხოლო ისრაელი საპასუხო იერიშს ღაზის სექტორზე ამ დრომდე ახორციელებს. "ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრას აგრძელებს და ეს მიზნად ისახავს "ჰამასის“ განადგურებას. მათივე ცნობით, ამ ტერიტორიაზე დაღუპული პალესტინელების რაოდენობამ 9 000-ს გადააჭარბა. პარალელურად, "ჰამასმა“ არაერთხელ მოუწოდა მოკავშირე "ჰეზბოლას", რომ შეუერთდეს ბრძოლას.

"ჰეზბოლა“, რომელსაც "ჰამასის“ მსგავსად, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა ქვეყნები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, ლიბანის უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო ძალაა. მისი ლიდერის, ჰასან ნასრალას ადგილსამყოფელი, როგორც ყოველთვის, ახლაც საიდუმლოდ რჩება. მისი გამოსვლების ვიდეოების ჩვენებას, როგორც წესი, "ჰეზბოლას" წევრები ლიბანის მასშტაბით აორგანიზებენ, აწყობენ ჩანაწერის, ვიდეოკადრების საჯარო ჩვენებას. "ჰეზბოლას" წევრები მის ყოველ მიმართვას "მნიშვნელოვან მომენტს" უწოდებენ.

"ჰეზბოლას“ აქვს იარაღის უზარმაზარი არსენალი, რომელიც მოიცავს მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს, ჰყავთ ათიათასობით კარგად გაწვრთნილი და ბრძოლებში გამოწვრთნილი მებრძოლები.

დაჯგუფება ასევე მხარდაჭერილია ირანის მიერ. ოფიციალურად უცნობია, რა პირდაპირი გავლენა აქვს თეირანს "ჰეზბოლაზე", მაგრამ დასავლეთი მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ისინი რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდნენ ირანის გარეშე.

ცნობისთვის, გასულ კვირას ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ ისრაელის დანაშაულებმა წითელი ხაზები გადაკვეთეს, რამაც შეიძლება აიძულოს ყველა, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები.“ვაშინგტონი ჩვენგან ითხოვს რომ არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ისინი აგრძელებენ ისრაელის მხარდაჭერას“, - განაცხადა მან.

  • თუ "ჰეზბოლა" მასშტაბურ კონფლიქტში ჩაერთვება - რას აცხადებენ ისრაელის ოფიციალური პირები?

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ "წარმოუდგენელი მასშტაბის პასუხზე" საუბრობს იმ შემთხვევაში, თუ "ჰეზბოლა" მეორე ფრონტს გახსნის.

"ისრაელი "ჰეზბოლას“ მხრიდან ჩრდილოეთ საზღვარზე რაიმე სახის ესკალაციას მოქმედებით უპასუხებს და არა სიტყვებით", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

  • რაც შეეხება ლიბანელებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, როგორც დასავლური მედია წერს, "ჰეზბოლას“ და მის ქმედებებს არ აქვთ მხარდაჭერა საზოგადოებაში გარდა საკუთრივ დაჯგუფების მიმდევრებისა.