საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოკისმომგვრელი დასკვნა , რის შემდეგაც ესპანეთის ეკლესიამ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა აცხადებენ, რომ დაზარალებულთა რიცხვი გაყალბებულია
შოკისმომგვრელი დასკვნა , რის შემდეგაც ესპანეთის ეკლესიამ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა აცხადებენ, რომ დაზარალებულთა რიცხვი გაყალბებულია

ეს­პა­ნე­თის კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის სა­ე­პის­კო­პო­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, კარ­დი­ნალ­მა ხუან ხოსე მისტლე­ტო­ემ, ეს­პა­ნე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მიერ არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის­თვის ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

კარ­დი­ნა­ლის ბო­დი­შის მოხ­დის მი­ზე­ზი გა­სულ პა­რას­კევს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­მი­სი­ის დას­კვნა გახ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 200 000-ზე მეტი ეს­პა­ნე­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მსხვერ­პლია. შე­ვიწ­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 1940-იან წლებ­ში და­ი­წყო, მათი უმე­ტე­სო­ბა კი 1970-იან და 1980-იან წლებ­ში მოხ­და.

და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ და­ი­წყო. 14 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მი­სი­ამ და­ახ­ლო­ე­ბით 800 ათა­სი ეს­პა­ნე­ლი გა­მოჰ­კი­თხა.

იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მსხვერ­პლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 500-მა ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. მოხ­სე­ნე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ე­პის­კო­პო­სო კონ­ფე­რენ­ცი­ამ (მუდ­მი­ვი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ქვეყ­ნის კა­თო­ლი­კე ეპის­კო­პო­სებს) სა­გან­გე­ბო კრე­ბა გა­მარ­თა.

"ეპის­კო­პო­სე­ბი შეძრწუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ეკ­ლე­სი­ის ზო­გი­ერ­თი წევ­რის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლის გამო და პა­ტი­ე­ბას ითხო­ვენ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ეს­პა­ნე­თის კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

კო­მი­სი­ის მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ეს­პა­ნე­ლე­ბის 0.6% ბავ­შვო­ბა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას გა­ნიც­დი­და - ეს და­ახ­ლო­ე­ბით 230 000 ადა­მი­ა­ნია.

კარ­დი­ნალ­მა მისტლე­ტომ დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბულ მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბას ყალ­ბი უწო­და. მისი თქმით, ეკ­ლე­სი­ის­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის 1125 შემ­თხვე­ვაა ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლიც მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში მოხ­და. (1940-იანი წლე­ბი­დან - დღემ­დე). მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და არა 800 ათა­სი, არა­მედ 8 ათა­სი ადა­მი­ა­ნი. გარ­და ამი­სა, კარ­დი­ნა­ლის თქმით, კო­მი­სი­ას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა მე­თო­დო­ლო­გი­ით ჩა­ტარ­და ეს კვლე­ვა.

"რი­ცხვე­ბი არ­სად მიგ­ვიყ­ვანს, მთა­ვა­რია ადა­მი­ა­ნე­ბი, ვისი ცხოვ­რე­ბაც და­ზა­რალ­და, ეს ზა­რა­ლი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უნდა გა­მოს­წორ­დეს,“ - გა­ნა­ცხა­და მან.

ეს­პა­ნე­თის ეკ­ლე­სი­ამ უსა­ხე­ლო კერ­ძო ფირ­მას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა უბ­რძა­ნა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც წლის ბო­ლომ­დე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

შოკისმომგვრელი დასკვნა , რის შემდეგაც ესპანეთის ეკლესიამ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა აცხადებენ, რომ დაზარალებულთა რიცხვი გაყალბებულია

შოკისმომგვრელი დასკვნა , რის შემდეგაც ესპანეთის ეკლესიამ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა აცხადებენ, რომ დაზარალებულთა რიცხვი გაყალბებულია

ესპანეთის კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო კონფერენციის ხელმძღვანელმა, კარდინალმა ხუან ხოსე მისტლეტოემ, ესპანელი სასულიერო პირების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებისთვის ეკლესიის სახელით ბოდიში მოიხადა.

კარდინალის ბოდიშის მოხდის მიზეზი გასულ პარასკევს გამოქვეყნებული დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც 200 000-ზე მეტი ესპანელი არასრულწლოვანი სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლია. შევიწროების შემთხვევები 1940-იან წლებში დაიწყო, მათი უმეტესობა კი 1970-იან და 1980-იან წლებში მოხდა.

დანაშაულის გამოძიება დამოუკიდებელმა კომისიამ დაიწყო. 14 თვის განმავლობაში კომისიამ დაახლოებით 800 ათასი ესპანელი გამოჰკითხა.

იდენტიფიცირებული მსხვერპლიდან დაახლოებით 500-მა ვრცელი ინტერვიუ მისცა კომისიის წარმომადგენლებს. მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, საეპისკოპოსო კონფერენციამ (მუდმივი ორგანო, რომელიც აერთიანებს ქვეყნის კათოლიკე ეპისკოპოსებს) საგანგებო კრება გამართა.

"ეპისკოპოსები შეძრწუნებულები არიან ეკლესიის ზოგიერთი წევრის მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის გამო და პატიებას ითხოვენ“, - აღნიშნულია ესპანეთის კათოლიკური ეკლესიის განცხადებაში.

კომისიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ესპანელების 0.6% ბავშვობაში სასულიერო პირების მხრიდან სექსუალურ ძალადობას განიცდიდა - ეს დაახლოებით 230 000 ადამიანია.

კარდინალმა მისტლეტომ დოკუმენტში მითითებულ მსხვერპლის რაოდენობას ყალბი უწოდა. მისი თქმით, ეკლესიისთვის სექსუალური ძალადობის 1125 შემთხვევაა ცნობილი, რომელიც მითითებულ პერიოდში მოხდა. (1940-იანი წლებიდან - დღემდე). მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილეობდა არა 800 ათასი, არამედ 8 ათასი ადამიანი. გარდა ამისა, კარდინალის თქმით, კომისიას არ დაუკონკრეტებია, რა მეთოდოლოგიით ჩატარდა ეს კვლევა.

"რიცხვები არსად მიგვიყვანს, მთავარია ადამიანები, ვისი ცხოვრებაც დაზარალდა, ეს ზარალი შეძლებისდაგვარად უნდა გამოსწორდეს,“ - განაცხადა მან.

ესპანეთის ეკლესიამ უსახელო კერძო ფირმას დამოუკიდებელი გამოძიების დაწყება უბრძანა, რომლის შედეგებიც წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.