ავტორი:

2Pac-ის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს - რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი საქმის შესახებ?

2Pac-ის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს - რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი საქმის შესახებ?

2pac-ის მკვლელობაში ბარლდებული, 60 წლის დუან დევისი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მედიასთან მისმა ადვოკატმა განაცხადა.

დუან დევისი ერთ-ერთი ბანდის ყოფილი მეთაურია. ამ დროისთვის საპროცესო შეთანხმება აქვს მას გაფორმებული და დაკავებული არ არის, სასამართლოში კი მის წარმომადგენლად ადვოკატი დაინიშნა.

დევისს ბრალი მიმდინარე წლის სექტემბერში წაუყენეს. პოლიციის მტკიცებით, მან ძმისშვილთან ერთად დაგეგმა თავდასხმა 25 წლის რეპერზე მას შემდეგ, რაც თუფაქ შაკურთან კაზინოში ჩხუბი მოუვიდა.

პოლიციამ გამოაქვეყნა 1996 წლის 7 სექტემბერს გადაღებული კადრები, სადაც ჩხუბია აღბეჭდილი. იდენტიფიცირებულთა შორის არიან დუან დევისი და მისი ძმისშვილი ორლანდო ანდერსონი, რომელიც ამ დროისთვის გარდაცვლილია.

პოლიციის მტკიცებით, დუანმა და მისმა ძისშვილმა საპასუხო თავდასხმა დაგეგმეს.მათ ცეცხლი გაუხსნეს რეპერს მაშინ, როცა ის მანქანით შუქნიშანზე იყო გაჩერებული. მიღებული ჭრილობების შედეგად, შაკური საავადმყოფოში ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.